ადვოკატი: სითავხედეა, რომ პოლიციელი გადმოაფრინდა ესკალატორს და გაურკვეველ სიტუაციაში ხელბორკილების დადება დაუწყო

1384

სამართალდამცავებმა მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ გუშინ საღამოს ორი პირი დააკავეს. ვიდეო კადრებში ჩანს, რომ დაკავებული პოლიციელებისგან ითხოვს, გაჩხრიკონ და განუმარტონ, თუ რა მიზეზით აკავებენ.

გიორგი სილაგაძე და მისი მეგობარი, თეიმურაზ მენაბდიშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებულები. ადვოკატების განცხადებით, მენაბდიშვილის დაკავება მხოლოდ იმის გამო მოხდა, რომ მან პოლიციელებს სთხოვა განემარტათ, სად გადაჰყავდათ მისი მეგობარი.

გიორგი სილაგაძის უფლებადამცველის მანანა აფხაძის განცხადებით, პოლიციელებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს.

სამართალდამცავის მხრიდან ძალიან დიდი სითავხედეა, რომ გადმოაფრინდა ესკალატორს და გაურკვეველ სიტუაციაში ხელბორკილების დადება დაიწყეს. გიორგი სილაგაძეს დაზიანებები აქვს. ვიზუალურად რაც ჩანს, მას აქვს ხელბორკილის კვალი და ჭიდაობის დროს დახეული ტანსაცმელი, – განაცხადა ადვოკატმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორივე მამაკაცი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევისთვის არიან დაკავებულები, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მათთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო სავრაუდოდ, დღეს იმსჯელებს.

გიორგი სილაგაძის დაკავების ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში, გუშინ გავრცელდა.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here