Home ახალი ამბები მსოფლიო Die welt: არ უნდა დავუშვათ რუსეთთან დასავლეთის ურთიერთობის გართულება

Die welt: არ უნდა დავუშვათ რუსეთთან დასავლეთის ურთიერთობის გართულება

დასავლეთს რუსეთის მიმართ ახალი პოლიტიკა სჭირდება, რომელსაც საფუძვლად უნდა დაედოს სანქციების გაუქმება, _ მიაჩნია გერმანული გაზეთი Die weltის მიმომხილველს _ მიხაელ შტურმერს.

“დასავლეთის ქვეყნები დროდადრო აგრძელებენ და ამკაცრებენ სამი წლის წინათ დაწესებულ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ეს განამტკიცებს მათ ურთიერთობას, მაგრამ ამგვარ პოლიტიკას სიცოცხლისუნარიანს ვერ ვუწოდებთ”, _ წერს ჟურნალისტი. პრეზიდენტ რეიგანის ყოფილმა მრჩეველმა და მოსკოვში აშშ-ის ექსელჩმა ჯეკ მეტლოკმა ახლახან განაცხადა, რომ სანქციები დასავლეთს სარგებელზე უფრო მეტად აზარალებს.

ჰენრი კისინჯერიც კი, რომელსაც პუტინის თაყვანისმცემლობას ვერ დააბრალებ, ამბობს, რომ “პუტინის დემონიზაცია პოლიტიკა კი არ არის, არამედ მისი არასრულფასოვანი შემცვლელია”.

“ობამას პოლიტიკა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის დასასჯელად ხორციელდებოდა, ჩიხში მოექცა, _ ხაზი გაუსვა მიხაელ შტურმერმა, _ სანქციებს ჰქონდა ეფექტი, მაგრამ არა ისეთი, როგორიც სურდათ დედაქალაქებს ვაშინგტონიდან ბრიუსელამდე”.

დადგა დრო ახალი აღმოსავლური პოლიტიკის, რომლის ღერძი რუსეთთან კარგი დამოკიდებულება უნდა იყოს? _ ამ შეკითხვაზე პასუხი უნდა ითვალისწინებდეს არა მხოლოდ “პუტინის ავტოკრატიის” ეკონომიკის სავალალო მდგომარეობის შეფასებას, რომელიც საეჭვოა, უახლოეს დროში გამოსწორდეს. აქ აუცილებელია, გავითვალისწინოთ დასავლეთის შორს მიმავალი ინტერესები, ამერიკის ახალი პრეზიდენტის ძნელად ამოსაცნობი მოქმედება და ეკონომიკური დანახარჯები, რომლებიც გამოიწვევს რუსეთის დასავლეთთან გამიჯვნას საშუალო და შორეულ პერსპექტივაში”, _ განაგრძობს შტურმერი და ასკვნის, რომ ჩაფიქრება მოგვიწევს სანქციების ფონდის ეროზიაზეო, რათა დროთა განმავლობაში ტრამპიცა და ევროკავშირის სახელმწიფოებიც თავიანთი ინტერესების განხორციელებაზე იზრუნებენ თუნდაც იმიტომ, რომ მათ მოუწევთ ამის გაკეთება… “რუსეთის მიმართ კარგად გათვლილი პოლიტიკის დახმარებით შეგვიძლია, ახლავე თავიდან ავიცილოთ რღვევის ტენდენცია, _ დარწმუნებულია შტურმერი, _ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების ერთგულება მხოლოდ იმიტომ, რომ არავინ იცის, როგორ უნდა გაუქმდეს ისინი, ნამდვილი აბსურდია”.

“მაგრამ უმთავრესი უნდა გახდეს საერთო მიზანი _ თავიდან ავიცილოთ ომის დაწყება, მიუხედავად მიზეზისა: იქნება ეს პოლიტიკური ჩანაფიქრი, თავქარიანობა თუ სამხედრო კონტროლის დაკარგვა, _ მიუთითებს მიმომხილველი, _ რუსეთი არც ისეთი ძლიერია, როგორც სურს, რომ იყოს, იგი სუსტიც არ არის. კრიზისი იგრძნობა მაღაზიებშიც, კურორტებზეც, სადაც რუსები შვებულებას ატარებენ. მაგრამ ეს ხდება ქვეყანაში, რომელსაც შესანიშნავად ახსოვს უარესი დრო და მიდრეკილია, ყველაფერი უარყოფითი დანარჩენ მსოფლიოს დააბრალოს”.

“სადღეისოდ ვითარება უკიდურესად სერიოზულია და შეიძლება გაუმჯობესდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მხარეები სანქციების გაუქმებაზე მოილაპარაკებენ, ხოლო დასავლეთი სანაცვლოდ რაღაცას მიიღებს. დღევანდელი ვითარების შენარჩუნება უკიდურესად საშიშია”, _ გვაფრთხილებს ავტორი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here