Home რუბრიკები პოლიტიკა Fox News: ტრამპმა ობამა დაადანაშაულა

Fox News: ტრამპმა ობამა დაადანაშაულა

515

27 თებერვალს Fox Newsისთვის მიცემულ ინტერვიუში აშშის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა: “ვფიქრობ, ამის (ინფორმაციების გაჟონვის) უკან დგას ობამა, ამის უკან უეჭველად მისი ხალხი მოიაზრება. ზოგიერთ გაჟონვაში, უეჭველია, რომ ამ ჯგუფის ხელი ურევია”.

პრეზიდენტმა ინფორმაციის გაჟონვის ფაქტს სერიოზული უწოდა, რადგან იგი აშშ-ის ეროვნულ უშიშროებაზე უარყოფითად მოქმედებს. მას არ განუმარტავს, კერძოდ რას გულისხმობდა, მაგრამ დაუშვა, რომ ამგვარი გაჟონვა გრძელდება, რადგან ასეთია პოლიტიკა: “ეს არის პოლიტიკა. ყველაფერი ასეა მოწყობილი. ამასთან, ვერასოდეს გაიგებ, ნამდვილად რა ხდება კულისებს მიღმა”.

მასმედიაში არაერთხელ გაუჟონავს სხვა ქვეყნების ლიდერებთან ტრამპის სატელეფონო საუბრების დეტალებს. მაგალითად, 9 თებერვალს “როიტერმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას თეთრი სახლის მეთაურმა გააკრიტიკა სტრატეგიული შეტევის შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულება, რომელსაც აშშ-ისთვის წამგებიანი შეთანხმება უწოდა.

პრეზიდენტ ტრამპის აზრით, ობამას გუნდი რესპუბლიკელთა ახალი ადმინისტრაციის წინააღმდეგ აღვივებს უკმაყოფილებას და გამორიცხული არ არის, საპროტესტო აქციების ორგანიზებაშიც იყოს გარეული.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here