Home ახალი ამბები მსოფლიო Die Zeit: გენდერული დისკრიმინაცია მამაკაცების მიმართ

Die Zeit: გენდერული დისკრიმინაცია მამაკაცების მიმართ

ქრისტიანულდემოკრატიული კავშირის დეპუტატ კაი ვეგნერს, რომელიც შარშან ქდგის ბერლინის განყოფილებას ხელმძღვანელობდა, ამჟამად კი დიდი ქალაქების საქმეთა სპეცწარმომადგენლის თანამდებობას იკავებს, სურს, ქვეყანაში ჩასული ლტოლვილების რაოდენობა გენდერული კვოტების მიხედვით შეამციროს.

ამ მოსაზრებას არ ეთანხმება კატრინა შულცი თავის წერილში, რომელიც Die Zeit -ში გამოქვეყნდა.

ვეგნერის ანალიზში მითითებულია, რომ მიგრანტთა შორის მნიშვნელოვნად ჭარბობს ახალგაზრდა მამაკაცთა რაოდენობა: “ამან შეიძლება გამოიწვიოს უკმაყოფილებისა და აგრესიული ქცევის გაზრდა”. პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ პრობლემის მოსახსნელად მომავალში ლტოლვილი ქალებისა და კაცების ერთნაირი რაოდენობა უნდა შეუშვან ქვეყანაში. “ვეგნერი დარწმუნებულია: ამ ღონისძიებით შეიძლება შემცირდეს მიგრანტების საერთო რაოდენობა”, _ შენიშნავს სტატიის ავტორი.

ჟურნალისტის აზრით, ეს წინადადება აბსურდულია.

“მამაკაცების სიმრავლემ საზოგადოებას შეიძლება წონასწორობა დაურღვიოს, _ წერს პოლიტიკოსი და მაგალითებად ინდოეთსა და ჩინეთს ასახელებს. _ თითქოს არსებობდეს საშიშროება იმისა, რომ ორივე სქესის ადამიანების შეფარდებას შეუძლია გერმანიის კალაპოტიდან ამოგდება”.

ამას გარდა, თავის შეფასებებში ვეგნერი გვარწმუნებს, რომ მიგრანტები პარტნიორებს მხოლოდ თავისიანებში მოძებნიან. მას მხედველობიდან რჩება, რომ ბევრ ახალგაზრდა კაცს სამშობლოში ცოლ-შვილი ჰყავს დატოვებული და ხელმეორედ დაოჯახებას არ აპირებს და რომ “სწორედ გერმანიის პოლიტიკა ართულებს მათ გაერთიანებას”, _ ასკვნის ავტორი.

უფრო სერიოზულია სამართლებრივი ასპექტები, რომლებიც არ ეთანხმება ვეგნერის იდეას. გერმანიას არ შეუძლია, საზღვარზე გადაწყვიტოს, ვინ შეუშვას ქვეყანაში და ვინ _ არა. “ერთი მხრივ, უარის თქმა მხოლოდ სქესობრივი პრინციპიდან გამომდინარე ევროპული საიმიგრაციო სამართლის დარღვევაა, მეორე მხრივ კი, თანასწორობის ფუძემდებლური პრინციპის უხეშ დარღვევად ითვლება”, _ ნათქვამია წერილში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here