უფლებადამცველი შალვა ხაჭაპურიძე ციანიდის საქმესთან დაკავშირებით დეტალებს ასაჯაროვებს. ხაჭაპურიძის განცხადებით, დეკანოზ მამალაძეს ციანიდის შეკვრა მაშინ აღმოუჩინეს, როცა სამართალდამცავმა დეზედორანტის ჩვენება მოსთხოვა, სადაც საწამლავის პატარა შეკვრა აღმოჩნდა.
,,ჩემი ინფორმაციით, სპეცსამსახურებსა და ოპერატიულ-სამძებრო სამსახურებს ჰქონდათ შეტყობინება იმის შესახებ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს გერმანიაში გადაჰქონდა ციანიდი. თბილისის აეროპორტში დეკანოზ გიორგი მამალაძის ბარგი სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს, მაგრამ ციანიდი ვერსად უპოვეს და დეკანოზს მოუბოდიშეს – უკაცრავად, მამაო, დაგაყოვნეთ, შეგიძლიათ, მიბრძანდეთო! მამა გიორგის ჩხრეკის დროს ხელში ეჭირა დეოდორანტი…ერთ-ერთმა პოლიციელმა უკვე წასასვლელად გამზადებულ მამაოს სწორედ იმ დეზოდორანტზე მიუთითა და უთხრა – მამაო, თუ შეიძლება, ეს დეზოდორანტიც მაჩვენეთო!- ამ დეზოდორანტთან რაღა გინდათო?! – უკითხავს მამაოს და დეზოდორანტისთვის თავი მოუხდია. სწორედ ამ დროს მოხდა გაუთვალისწინებელი რამ – დეზოდონარტის თავსახურიდან ჩამოვარდა პატარა შეკვრა, რომელშიც ციანიდი აღმოჩნდა!”, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
უფლებადამცველის ინფორმაციით, მცირე ზომის შეკვრა, დეზოდორანტის თავსახურზე შიგნიდან იყო დამაგრებული და სწორედ იმ დროს ჩამოვარდა, როცა დეკანოზმა დეზოდორანტს თავი მოხსნა.
უფლებადამცველ შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მას ეს ინფორმაცია ციხიდან აქვს.
,,მინდა გითხრათ, რომ ციხეს ძალიან დიდი ყურები და თვალები აქვს”, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.