Home რუბრიკები საზოგადოება კლინიკები პაციენტებს არამიზნობრივად დახარჯულ თანხებს უკან დაუბრუნებენ

კლინიკები პაციენტებს არამიზნობრივად დახარჯულ თანხებს უკან დაუბრუნებენ

ჯანდაცვის სამინისტრომ რეფორმის მეორე ტალღა დაიწყო. მიწვდომადობა, ფასი და  ხარისხი –  რეფორმის თანახმად  სამი კრიტერიუმის შესრულება მკაცრად გაკონროლდება.

“ერთის მხრივ, ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ  უწყვეტად გავატაროთ რეფორმები. მეორეს მხრივ, ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ სამ ძირითად საყრდენზე, რომელიც ჯანდაცვაშია: მიწვდომადობა, ფასი და ხარისხი – პროპორციულად ვიქონიოთ ზემოქმედება.” – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ

როგორც ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო  აცხადებს, შეიქმნება ჯგუფი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებების მიერ მიზანმიმართულად, პაციენტის უსაფრთხოების ხარჯზე არმიზნობრივად დახარჯული თანხების საკითხს შეისწავლის. მინისტრის თქმით, მსგავსი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, პასუხისმგებელ პირს ძალიან მკაცრად მოსთხოვენ პასუხს:

“შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ჯანდაცვის რეფორმის შედეგების მონიტორინგის მიმართულებით იმუშავებს. რატომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება: ზოგადად ჯანდაცვის ხარჯების კონტროლი ძალიან რთული და  სპეციფიურია. მაგალითად, აშშ-ში ყოველ წელს ადმინისტრირება “მედიქეიდ-მედიქეარსს” – გამოძიების ფედერალურ ბიუროს ფინანსურ დეპარტამენტს მიმართავს, რომელიც ატარებს გამოძიებას.

მიუხედავად იმისა, რომ ამხელა ადმინსიტრაციული ინსტრუმენტი აქვთ ამერიკაში ჯანდაცვის კონტროლისთვის – ყოველ წელს FBI-ის ფინანსური დეპარტამენტი მილიარდს, მილიარდ ნახევარ არამიზნობრივად მოთხოვნილ თანხებს ავლენს. ჩვენს შემთხვევაშიც შეიქმენება ანალოგიური სამსახური, რომელიც არასწორად, არამიზნობრივად, არა ექიმის შეცდომით, არამედ მიზანმიმათულად პაციენტის უსაფრთხოების ხარჯზე მოთხოვნილ თანხას ძალიან მკაცრად და ჯერადობით დააბრუნებინებს და შესაბამის პასუხსაც მოსთხოვს დაწესებულებასა და თანამშრომლებს” განაცხადა დავით სერგეენკომ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here