“უკრობორონპრომმა” თავდაცვის საერთაშორისო გამოფენა IDEX-2017-ზე მსუბუქი მრავალმიზნობრივი თავდამსხმელი ვერტმფრენი КТ-112UD-ის კონცეპტი წარმოადგინა.
მოდელი ვერტმფრენ КТ-112 “კადეტის” გაუმჯობესებული ვერსიაა. ახალ მოდელს 115 ცხ. ძ. სიმძლავრის ორი ძრავა აქვს, რომელიც სიჩქარის 200 კმ/სთ-მდე გაზრდის საშუალებას იძლევა. ვერტმფრენის სიგრძე 6,97 მეტრია, სიგანე _ 2,47 მეტრი, მაქსიმალური ასაფრენი მასა _ 1000 კგ. ვერტმფრენი აღჭურვილია მოქნილი დამიზნების სისტემით, ასევე, ინფრაწითელი კამერითა და ლაზერული მიზნის მაჩვენებლისთვის საჭირო მართვითი სისტემით.
КТ-112UD-ს შეიარაღების შემადგენლობაში შედის მაღალი სიზუსტის ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი ლაზერული სამიზნით “ბარიერი-ბ”, “ჰაერი-ჰაერი” კლასის რაკეტები, მაღალი სიზუსტის ბომბები და 7,62 მმ კალიბრის ტყვიამფრქვევი. შეიარაღება გამიზნულია საჰაერო და სახმელეთო მიზნების ფართო სპექტრისთვის (ტანკების, ვერტმფრენებისა და უპილოტოების ჩათვლით).