Home რუბრიკები საზოგადოება უზნეობა დემოტრაკიის სახელით

უზნეობა დემოტრაკიის სახელით

11 წლის ბიჭმა მეზობელი გოგონა პედოფილის ძალადობისგან იხსნა

11 წლის ტეხასელმა ბიჭუნა თი ჯეიმ არაბავშვური სიფრთხილე გამოავლინა და შეძლო, ნაცნობ გოგონას გამტაცებლისგან თავის დახსნაში დახმარებოდა. შერიფმა ბიჭი სიფრთხილის გამოჩენისთვის დააჯილდოვა. _ იუწყება Fox Clevlend.

ბავშვების სათამაშო მოედანზე ბიჭი მეგობრებთან ერთად თამაშობდა, 7 წლის გოგონა კი იქვე, ახლოს გორგოლაჭებიანი თვითმავალით სეირნობდა. უცებ გოგონას მიუახლოვდა მამაკაცი და რამდენიმეწუთიანი საუბრის შემდეგ სადღაც წაიყვანა.

თიჯეის საუბარი არ მოუსმენია, მაგრამ გადაწყვიტა, ყოველი შემთხვევისთვის მამაკაცსა და გოგონას უკან გაჰყოლოდა.

როდესაც მამაკაცმა გოგონა შორს წაიყვანა, თი ჯეიმ რაღაც იეჭვა და იფიქრა რომ სასწრაფოდ უფროსებისთვის უნდა მიემართა. პირველი, ვინც ქუჩაში შეხვდა იყო მეზობელი ჯეიმს უერი. ბიჭმა მას სასწრაფოდ უამბო ყველაფერი, რაც დაინახა და კვლავ გოგონას და მის გამტაცებელს დაედევნა. მეზობელ ჯეიმს უერთან კი სატელეფონო კავშირი ჰქონდა. გამტაცებელი მეზობელ ქუჩაში მიტოვებულ სახლთან წააქცია ჯეიმს უერმა და გაკავებული ჰყავდა პოლიციელების მოსვლამდე.

ბოროტმოქმედი აღმოჩნდა კლივლენდელი მამაკაცი, რომელიც ადრე პედოფილიის საქმეში ფიგურირებდა. დაკითხვაზე მან აღიარა, რომ გოგონა სექსუალური ძალადობის მიზნით გაიტაცა.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/budist-bers.jpg

ბუდისტ ბერს 4,8 მლნ აბი მეტამფეტამინი უპოვეს

მიანმაში დააპატიმრეს ბუდისტი ბერი, რომელსაც ბრალი ედება დიდი რაოდენობის მეტამფეტამინის შენახვაში. მამაკაცს მონასტერსა და მანქანაში 4,8 მილიონი აბი ნარკოტიკი უპოვეს.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ანტინარკოტიკული კამპანიის მიმდინარეობისას დააკავეს ბერი, რომელიც თავისი ავტომობილით მიანმის ჩრდილოეთში მიდიოდა. მის ავტომობილში მეტამფეტამინის 400 ათასი აბი იპოვეს. მოგვიანებით იმ მონასტერშიც ჩაატარეს ჩხრეკა, რომელშიც ბერი ცხოვრობდა, და კიდევ 4,4 მლნ აბი ამოიღეს, აგრეთვე, ხელყუმბარები და ვაზნები.

აღსანიშნავია, რომ მიანმა მეტამფეტამინის მთავარი გამავრცელებელია მსოფლიოში.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/texasis-1.jpg

ტეხასის შტატის ერთერთი ქალაქის მერი: “მე ტრანსგენდერი ქალი ვარ

ტეხასის შტატის ქალაქ ნიუ ჰოუპის მერმა თანამდებობის დაკავებიდან 8 თვის შემდეგ აღიარა, რომ ტრანსგენდერია.

“როგორც მერმა, უნდა ვაღიარო ის, რაც ყოველთვის იყო ჩემში, რაც თავი მახსოვს, მე ტრანსგენდერი ვარ”, _ ეს ღია წერილი ნიუ ჰოუპის მერმა ჯესი ჰერბსტმა ქალაქის ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

ჰერბსტი ტეხასის ისტორიაში პირველი აშკარა ტრანსგენდერი მერია. საინტერესოა, რომ ეს მოხდა ამერიკის ყველაზე კონსერვატიულ შტატში, ქალაქში, რომელიც 40 კმ-ით არის დაშორებულ დალასს.

ნიუ ჰოუპის მცხოვრებთათვის გაგზავნილ ღია წერილში ჰერბსტი თანაქალაქელებს უხსნის, რომ ლაპარაკია გენდერულ იდენტობაზე და არა _ სექსუალურ ორიენტაციაზე, რომ ძველებურად უყვარს თავისი ცოლი, ისიც საპასუხო გრძნობით პასუხობს და განქორწინებას არ აპირებენ.

“ჩემი ქალიშვილები ყოველთვის მხარს მიჭერდნენ და სიამაყით ყვებიან, რომ მათი მამა ტრანსგენდერია. ახლა მე ვცხოვრობ როგორც ქალი და კვლავ განვაგრძობ ქალაქის მერის მოვალეობის შესრულებას”, _ წერს აწ უკვე ყოფილი მამაკაცი-მერი.

ჰერბსტი მერის პოსტზე 2016 წელს აირჩიეს, იმხანად მისი ტრანსსექსუალობის შესახებ ბევრმა არ იცოდა.

“ორი წლის წინათ ცოლის, ქალიშვილებისა და სიძის მხარდაჭერით დავიწყე ჰორმონული პრეპარატების მიღება. იმხანად არც კი ვფიქრობდი მერობაზე, მაგრამ ახლა აქ ვარ. ამჟამად მქვია ჯესი, რომელიც წარმოიშვა ჩემი ძველი სახელიდან _ ჯეფი”, _ წერს ნიუ ჰოუპის ახლა უკვე ქალი მერი.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/sharli-ebdo.jpg

ანგელა მერკელი მოჭრილი თავით ხელში

გამოცემა Charlie Hebdo გერმანული ვერსიის ახალი ნომრის ყდაზე გამოსახულია გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რომელსაც ხელში პოლიტიკური კონკურენტის _ მარტინ შულცის თავი უჭირავს.

“შარლი ებდოს” გარეკანზე მერკელს ერთ ხელში მოჭრილი თავი უჭირავს, მეორეში _ დანა. იქვეა ჟურნალ Der shpiegel-ის ნომრის გარეკანიც, რომელზეც გამოსახული იყო აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელში თავისუფლების ქანდაკების თავით, მარჯვნივ წარწერაა _ shpiegel-ის მკითხველები გაოგნებულნი არიან”. როგორც გაზეთი “ბილდი” წერს “შარლი ებდოს” გერმანულ ვერსიაზე დაყრდნობით, ეს ციტატა არის “პატივისცემის ჟესტი ჰამბურგელი კოლეგების მიმართ”.

გერმანული ყოველკვირეული ჟურნალის _ Der shpiegel -ის ნომერი დონალდ ტრამპის კარიკატურით 4 თებერვალს გამოვიდა. გამოცემა Die Welt-ის მიმომხილველმა კლემენტ ვერგინმა თავის წერილში “შპიგელის” გარეკანი აუფასურებს ჟურნალისტიკას” ეს კარიკატურა გააკრიტიკა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here