ინფორმაციას აზერბაიჯანის ვიცე პრეზიდენტად მეჰრიბან ალიევას დანიშვნის შესახებ საინფორმაციო სააგენტო apa.az ავრცელებს.
შესაბამის განკარგულებას ხელი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მოაწერა.
2013 წელს მეჰრიბან ალიევა აზერბაიჯანის მმართველი პარტიის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. ის ასევე, მილი მეჯლისის დეპუტატი და აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მამის, ჰეიდარ ალიევის ფონდის პრეზიდენტია.