Home რუბრიკები პოლიტიკა რამდენი დეკლარირებული მილიონერია საქართველოს პარლამეტში?

რამდენი დეკლარირებული მილიონერია საქართველოს პარლამეტში?

1924

მონიტორინგის ცენტრ “მედიატორის” ინფორმაციით, “ქართულ ოცნებას” პარლამენტში 36 დეკლარირებული მილიონერი დეპუტატი ჰყავს, რომელთა უძრავ-მოძრავი ქონება 1 მილიონ ლარს აჭარბებს, – ამის შესახებ ნათქვამია გაზეთ „კვირის პალიტრის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში. 

მონიტორინგის ცენტრმა “მედიატორმა” “სამოქალაქო პლატფორმა ახალ საქართველოსთან” ერთად, “ქართული ოცნების” დეპუტატების დეკლარაციების შესწავლა 2016 წლის დეკემბრიდან დაიწყო. მილიონერი დეპუტატების პირველი ხუთეული კი ასე გამოიყურება. პირველი ადგილი შოთა შალელაშვილი 34. 907.760 ლარით. მეორე ადგილზეა იოსებ მაკრახიძე, რომლის ქონებაც 13 მლნ ლარს უტოლდება. მესამე ადგილზეა ბექა ოდიშარია, 12.414.270 ლარით,  მეოთხე ადგილს ყოფილი ფეხბურთელი, ახლა კი პარლამენტის დეპუტატი ლევან კობიაშვილი იკავებს, რომლის ქონება 10 მლნ ლარს აღწევს. ხუთეულს ასრულებს შევარდნაძის დროინდელი შს მინისტრი, ახლა კი ქუთაისის ერთ-ერთი ოლქის მაჟორიტარი, დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ თანამდებობის პირთა მიერ ქონებრივი დეკლარაციის არასრულად შევსების ამსახველი არაერთი ჟურნალისტური გამოძიება და არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევა არსებობს, საზოგადოებას გაუჭირდება თუნდაც ერთი გახმაურებული ფაქტის გახსენება, როცა ამ კანონდარღვევის გამო რომელიმე თანამდებობის პირი დაისაჯა. ამიტომაც, ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება ფორმალობას დაემსგავსა და მას თანამდებობის პირები, ძირითადად, თავიანთი შეხედულებისამებრ ავსებდნენ. თუ მთავრობა თავის დადგენილებას შეასრულებს და ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი რეალურად განხორციელდება, თანამდებობის პირებს დეკლარაციაში “თვითშემოქმედების” შესაძლებლობა, წესით, აღარ ექნებათ.

მილიონერები ოპოზიციიდან

მონიტორინგის ცენტრ “მედიატორისა” და “სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველოს” კვლევაში ასევე საუბარია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელ დეკლარირებულ მილიონერებზე.

კვლევიდან ირკვევა, რომ ოპოზიციონერ მილიონერებს შორის პირველ ადგილს ნატო ჩხეიძე იკავებს, რომლის დეკლარირებული ქონება 50 მლნ ლარს აჭარბებს. მილიონერებს შორის არიან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი – კობა ნაყოფია, აგრეთვე ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრები – სერგო რატიანი და აკაკი ბობოხიძე.

“საინტერესოა, რომ უმრავლესობის დეპუტატების გარდა, დიდი ალბათობით, ოპოზიციური პარტიის წევრებიც მალავენ უძრავ-მოძრავ ქონებას.

სავარაუდო ეჭვი არსებობს რამაზ ნიკოლაიშვილზე, დავით ბაქრაძეზე, გიგა ბოკერიასა და კიდევ რამდენიმე დეპუტატზე, რომლებსაც ქონებრივ დეკლარაციაში ბევრი არაფერი აქვთ მითითებული, არადა, მაგალითად, რამაზ ნიკოლაიშვილის ბიზნესსაქმიანობაზე ბევრია ცნობილი. ასევე, თუ გიგა ბოკერიას დეკლარაციას დავუჯერებთ, მას და მის მეუღლეს ბინა არა აქვთ და მხოლოდ ერთ ავტომობილს ფლობენ. კანონის შესაბამისად, თუ ისინი ქირით ცხოვრობენ, ეს დეკლარაციაში მითითებული უნდა იყოს (ქირავნობის ან იჯარის ხელშეკრულება და გასავალი)”,- განაცხადა “მედიატორის” წევრმა სოფო მუზაშვილმა.

მილიონერთა სია ასე გამოიყურება:

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/JXeH69f.jpg

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here