მეცნიერებმა უნიკალური კავშირი აღმოაჩინეს ადამიანის თითების სიგრძესა და შემოსავალს შორის.
სპეციალისტებმა აღმოაჩინეს მეთოდი, რომლითაც შეიძლება ადამიანის ფინანსური მდგომარეობის პროგნოზირება მისი თითების სიგრძის მიხედვით. ექსპერტთა აზრით, ეს კავშირი დამოკიდებულია სისხლში ტესტოსტერონის რაოდენობაზე. მკვლევარები დარწმუნებულნი არიან, რომ ფულის გამომუშავების უნარი დიდად არის დამოკიდებული სისხლში ტესტოსტერონის რაოდენობაზე. ეს ფაქტორი გავლენას ახდენს, აგრეთვე, ადამიანის თითების სიგრძეზე.
მეცნიერებმა გაიანგარიშეს ქალებისა და მამაკაცების საჩვენებელი და უსახელო თითების ზომები.
როგორც დადგინდა, თუ კაცობრიობის მშვენიერი ნაწილის წარმომადგენელს საჩვენებელი თითი უსახელო თითზე მოკლე აქვს, ის შეძლებული იქნება. მამაკაცებისთვის კი პირიქითაა: ის მდიდარი იქნება იმ შემთხვევაში, თუ საჩვენებელი თითი გრძელია უსახელო თითზე.