Home რუბრიკები სამართალი ერევანის ფეშენებელურ სასტუმროში 24 წლის ქართველის ცხედარი იპოვეს

ერევანის ფეშენებელურ სასტუმროში 24 წლის ქართველის ცხედარი იპოვეს

573

ერევანში ქართული წარმოშობის რუსეთის მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ, ინფორმაცია სომხურმა მედიამ გაავრცელა. 24 წლის ქართველი მამაკაცი გარდაცვლილი ერევნის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროს, “ენი პლაზას” მე-12 სართულის ნომერში ნახეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასტუმროში აღმოჩენილი ახალგაზრდა ეთნიკურად ქართველია, თუმცა, რუსეთის მოქალაქეა. სომხური მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილი სასტუმროს დამლაგებელმა საწოლში იპოვა. მას მაჯები გადასერილი ჰქონდა, კისერზე კი, წებოვანი ლენტი ჰქონდა შემოხვეული. ასევე გარდაცვლილის გვამთან ნაპოვნია წერილიც, სადაც მომხდარის გამომწვევი მიზეზებია აღწერილი. ის ადგილობრივმა სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით წაიღეს. გამომძიებლები სუიციდის გარდა, სხვა ვერსიაზეც მუშაობენ…

მოგვიანებით, “ენი პლაზაში” მომხდარი ფაქტის გარშემო რამდენიმე დეტალი გახდა ცნობილი. გარდაცვლილი, რომლის ვინაობასაც შეგნებულად არ ვასახელებთ, ერევნის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ნომერში მარტო ცხოვრობდა. ის რამდენიმე დღის განმავლობაში მედპერსონალთანაც კი არ ურთიერთობდა.

სუზანი კირაკოზიანი, ჟურნალისტი:

– როგორც ჩვენთან საუბარში “ენი პლაზას” წარმომადგენელმა განაცხადა, რამდენიმე დღე, ბიჭი ნომრიდან არ გამოსულა. მას კარზე სტანდარტული ტექსტი – “არ შემაწუხოთ” ჰქონდა გაკრული და სასტუმროს სერვისის სტანდარტის შესაბამისად, ჩვენ უფლება არ გვქონდა, ვიზიტორი შეგვეწუხებინაო… სავარაუდოდ, მის ნომერში დამლაგებელი მას შემდეგ შევიდა, რაც მის მიერ ქირაში გადახდილი თანხა ამოიწურა… ჩვენს ხელთ არსებული პირველადი ინფორმაციით, ამ ბიჭს თავისივე მეგობართან უსიამოვნო საუბარი ჰქონდა. მას ახალგაზრდა მამაკაცი არატრადიციული ორიენტაციის სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა და ინტერნეტში სკანდალური ფოტოების გამოქვეყნებით ემუქრებოდა…

შესაძლოა, გარდაცვლილმა წნეხს ვერ გაუძლო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, თუმცა, არსებობს მეორე ვერსიაც, – შესაძლოა, სუიციდი იმიტირებული იყოს, რადგან ადგილობრივ გამომძიებლებს ნომრის დათვალირების შემდეგ, კითხვები გაუჩნდათ. მათ თან წაიღეს გარდაცვლილის მობილური ტელეფონი, რომელშიც სავარაუდოდ, გამოძიებისთვის საინტერესო მესიჯები იყო დაფიქსირებული. ასევე წაღებულია გარდაცვლილი ახალგაზრდის სხვა პირადი ნივთები. სავარაუდოდ, უკვე დაუკავშირდნენ ახალგაზრდა ქართველის ოჯახის წევრებს, რომლებიც ჩვენი ინფორმაციით, რუსეთში ცხოვრობენ.

გარდაცვლილი სასტუმროს მოსამსახურე პერსონალმა იპოვა?

დიახ, ის ქალბატონი წლებია იმ სასტუმროში დამლაგებლად მუშაობს და შოკში იყო, რადგან როგორც ჟურნალასტებთან საუბარში აღნიშნა, 2014 წელს, ამავე სასტუმროში მანვე იპოვა ვიზიტორი, რომელმაც თავი აბაზანაში ჩამოიხრჩო და თქვა, რომ მაშინ მდგომარეობიდან გამოსასვლელად ძალიან დიდი დრო დასჭირდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here