Home რუბრიკები საზოგადოება ამერიკელმა სენატორმა კრემლი ლიმპოპოს პრეზიდენტად აიბოლიტის დანიშვნის გამო დაგმო

ამერიკელმა სენატორმა კრემლი ლიმპოპოს პრეზიდენტად აიბოლიტის დანიშვნის გამო დაგმო

567

რუსმა პრანკერებმა _ ვოვანმა (ვლადიმერ კუზნეცოვმა) და ლექსუსმა (ალექსეი სტოლიაროვმა) _ რუსეთის გააფთრებული მოწინააღმდეგე, აშშის კონგრესის წევრი მაქსინ უოტერსი გაამასხარავეს. ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ Youtubeზე.

პრანკერებმა ამერიკის კონგრესის წევრთან საუბარი უკრაინის პრემიერმინისტრ გროისმანის სახელით წარმართეს. საუბრისას უოტერსმა აღშფოთება ვერ დამალა კრემლის ზემოქმედების გამო ლიმპოპოში გამართულ არჩევნებზე.

პრანკერებსა და აშშ-ის კონგრესის წევრს შორის საუბრის თემა იყო რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესება იმის გამო, რომ “პუტინის რეგულარულმა არმიამ დონეცკისა და ლვოვის ოკუპაცია განახორციელა”.

ამას გარდა, პრანკერებმა განაცხადეს, რომ რუსმა ჰაკერებმა “შეაღწიეს ლიმპოპოს საარჩევნო სისტემაში, რათა მანიპულაციების შედეგად დაემხოთ ბარმალეის რეჟიმი და მის ადგილას დაესვათ “კრემლის მარიონეტი” აიბოლიტი”. პრანკერების ნათქვამმა აღაშფოთა უოტერსი და დაჰპირდა მათ, რომ აუცილებლად გაავრცელებდა განცხადებას რუსეთის ხელისუფლების ამ საშინელ ქმედებებზე. აშშ-ის კონგრესის წევრი დაინტერესდა, იცის თუ არა რამე “გროისმანმა” იმ ჰაკერებზე, რომლებიც რუსეთს ლიმპოპოს საარჩევნო სისტემის ვებგვერდის გატეხვაში დაეხმარნენ. პრანკერებმა უპასუხეს, რომ რუსებს ლიმპოპოს საარჩევნო სისტემაზე კიბერშეტევაში დაეხმარნენ “ჰაკერები, რომლებიც ინტერნეტში ცნობილნი არიან სახელებით _ ვოვანი და ლექსუსი”. საუბრის ბოლოს მხარეები შეთანხმდნენ, რომ სატელეფონო ურთიერთობას გააგრძელებდნენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here