Home რუბრიკები პოლიტიკა მეუფე დიმიტრი: დეკანოზ გიორგისთვის ბრალის დამტკიცება საუკუნის ტრაგედიად ჩაითვლება

მეუფე დიმიტრი: დეკანოზ გიორგისთვის ბრალის დამტკიცება საუკუნის ტრაგედიად ჩაითვლება

685

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი მიიჩნევს, რომ თუ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალის დაუმტკიცდება, ეს საუკუნის ტრაგედია იქნება. 

“გამოვხატავ ჩემს დიდ გულისტკივილს მომხდარი მოვლენების გამო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს საუკუნის ტრაგედიად.

ველოდებით გამოძიების დასრულებას, რომელსაც ნდობას ვუცხადებთ. ვიმედოვნებთ, კანონის უმკაცრესი სასჯელით დაისჯება ამ ვერაგული განზრახვის ყველა მონაწილე, განურჩევლად მათი სტატუსისა.

თხოვნით მოგმართავთ ყველას, გამოძიების დასრულებამდე თავი შეიკავოთ ვარაუდებისაგან. ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი)”, – წერს მეუფე სოციალურ ქსელში. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here