Home რუბრიკები სამართალი თბილისში 17 წლის ბიჭი მოკლეს

თბილისში 17 წლის ბიჭი მოკლეს

552

„თბილისი ცენტრალის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის მსხვერპლით დასრულდა. ინციდენტის შედეგად 17 წლის ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა მოქალაქეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ცივი იარაღით დაჭრილი ახალგაზრდის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს. შემთხვევა 14 თებერვალს გვიან ღამით მოხდა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here