Home რუბრიკები საზოგადოება ელიზბარ ჯაველიძე: სანამ არასამთავრობოებად წოდებულ მეხუთე კოლონას არ გავაძევებთ ქვეყნიდან, პატრიარქს ადრე...

ელიზბარ ჯაველიძე: სანამ არასამთავრობოებად წოდებულ მეხუთე კოლონას არ გავაძევებთ ქვეყნიდან, პატრიარქს ადრე თუ გვიან მოწამლავენ

საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსი მამა გიორგი (მამალაძე) ბრალდებულის სახით მკვლობის მომზადების ფაქტზეა დაკავებული. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია მცირე ხნის წინ საქართველოს მთვარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა: 2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა დეკანოზი გიორგი მამალაძე, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108- მუხლით

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. აღნიშნული განცხადების მიღებისთანავე დაწყებული გამოძიების ფარგლებში საქართველოს პროკურატურაში დაიგეგმა და ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.

გამოძიებით დადგინდა, რომ მამა გიორგი მამალაძე განმცხადებელს სთხოვდა შემჭიდროვებულ ვადებში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებას, რის სანაცვლოდაც მზად იყო გადაეხადა ფულადი თანხა, ხოლო თავის მხრივ გაწეული დახმარებისთვის ჰპირდებოდა მომავალში გარკვეულ არამართლზომიერ სარგებელს. როგორც გაირკვა გ.მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა სამკურნალოდ მის თანმხლებ პირებთან ერთად და მას შხამიანი ნივთიერება სჭირდებოდა გამგზავრებამდე.

როგორც დგინდება, დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელიც ამავდროულად იყო შპს „საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის“ გენერალური დირექტორი, სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე სისტემატიური ურთიერთობა ჰქონდა კათოლიკოს-პატრიარქთან და მის უახლოეს გარემოცვასთან. გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ გ.მამალაძე ამზადებდა ერთ-ერთი პირის მკვლელობას, სწორედ ამ მიზნით შეიძინა მან გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელი პირისგან შხამიანი ნივთიერება – ციანიდი, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც გარდაუვალი იქნებოდა სასიკვდილო შედეგი და სისრულეში იქნებოდა მოყვანილი ბრალდებულის დანაშაულებრივი განზრახვა“- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ვინ და რა ძალები შეიძლება იდგნენ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების უკან, რა მოტივი შეიძლება მათ ამოძრავებდეთ და რამდენად დაცულია დღეს კათოლიკოს-პატრიარქის უსაფრთხოება, „საქართველო და მსოფლიო“ კომენტარისთვის პუბლიცისტსა და მეცნიერს, აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძეს დაუკავშირდა.

ელიზბარ ჯაველიძე:- დღესდღეობით პატრიარქის გარემოცვაში არის ხალხი, რომელიც იქ მისი სურვილით არ მოხვედრილა, დაუნიშნეს და ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მისი უწმინდესობის ლიკვიდაციას ცდილობენ. ერთხელ სააკაშვილის პერიოდშიც მოწამლეს იგი და ძლივს გადარჩა, ახლა კიდევ ვიღაც გამოჩნდა… ასეთი ადამიანები კი არ უნდა გაასამართლო, უნდა ჩაქოლო. ეს არის კიდევ ერთი დარტყმა ჩვენი სულიერების წინააღმდეგ და მე პირდაპირ ვამბობ, ეს არის სოროსის გზა. სანამ ამას ბოლო არ მოეღება და სანამ არასამთავრობოებად წოდებულ მეხუთე კოლონას არ გავაძევებთ ქვეყნიდან, პატრიარქს ადრე თუ გვიან მოწამლავენ .

ვერანაირი გამოძიება და კონკრეტული დამნაშავეების დაკავება ამ საფრთხეს ვერ აღმოფხვრის. ისინი არ მოისვენებენ, სანამ თავისას არ გაიტანენ და საბოლოოდ არ ჩაიგდებენ ხელში ქვეყნის სადავეებს… 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here