Home რუბრიკები საზოგადოება გიორგი მდივანი: უხელფასო სტაჟირება არის დაკანონებული მონობა!

გიორგი მდივანი: უხელფასო სტაჟირება არის დაკანონებული მონობა!

სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს ბლოგერი გიორგი მდივანი. იგი საუბრობს უფასო სტაჟირების აფიორულ სქემაზე და საზოგადოებას მყისიერი რეაქციისკენ მოუწოდებს. 

„სრულიად დისკრიმინაციული და ამორალური ხასიათის კამპანია დაიწყო Faceebook-ის ქართულ სეგმენტზე სახელად ”ჩემი პირველი ხელფასი”

ხალხი წერს რომ პირველი ხელფასი საერთოდ არ აუღიათ, ანუ სტაჟიორები იყვნენ ხელფასის გარეშე, ან ხშირ შემთხვევაში მინიმალურ ხელფასზე მუშაობდნენ და მერე რა წარმატებული ტიპები გახდნენ თურმე. თავისი ჭკუით იმ დაჩაგრული ხალხის დამშვიდებას ცდილობენ, რომელთაც მინიმალურ ხელფასი აქვთ და რომელთა შრომის მკაცრ ექსპლუატაციას ეწევა ბევრი კერძო კომპანია დღესდღეობით.

დავფიქრდეთ ერთი წამით – რას ნიშნავს უფასო სტაჟირება? საბაზრო ეკონომიკის პირობებში, კაპიტალიზმის დროს ყველაფერს თავის ფასი აქვს და ფაქტიურად არაფერი არ არის უფასო – ბავშვის დაბადება ხარჯებთანაა დაკავშირებული, სწავლა-განათლება ფასიანია, ჯანდაცვა ფასიანია, ყოველდღიური ბრძოლა თავის გასატანად ასევე ფულთანაა დაკავშირებული (საკვები, ტანსაცმელი და ა.შ) და ყველაზე საშინელი ისაა, რომ სიკვდილიც კი არ არის უფასო (ადგილი სასაფლაოზე და ა.შ)

და ამ ყველაფრის პირობებში გამოდის რომ შრომა არის ერთადერთი, რაც უფასოა და თან ეს დაკანონებულია. სამართლიანობას და სოლიდარობას რომ თავი დავანებოთ, ეს ფაქტი თვით საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს ეწინააღმდეგება.

უხელფასო სტაჟირება არის დაკანონებული მონობა და შრომის კოდექსით უნდა აიკრძალოს!

ყველაფერს თავის ფასი აქვს, არა მონობას!“ – წერს გიორგი მდივანი.

 

1 COMMENT

  1. თვეობით ხალხის უხელფასო მუშაობა რაღაა სახელმწიფო სამედიცინ დაწესებულებებში,ხომვერგვეტყვის ჯანდაცვის მინისტრი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here