Home რუბრიკები საზოგადოება ახალ ზელანდიაში ნაპირზე დელფინები გამოირიყა

ახალ ზელანდიაში ნაპირზე დელფინები გამოირიყა

658

ამ ცოტა ხნის წინათ ახალი ზელანდიის სამხრეთის კუნძულზე ასობით დელფინი გამოირიყა, იუწყება Radio New Zealand.

ბუნებრივი რესურსების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი მაიკლ ოუგლი არ გამორიცხავს, რომ ინციდენტის მიზეზი გახდა ის, რომ დელფინთა გუნდი ზვიგენმა შეაშინა. მან აღნიშნა, რომ ერთ-ერთი დელფინის სხეულზე მტაცებლის ნაკბენი აღმოაჩინეს.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მალე წყალმა  400, ამჯერად შავი, დელფინი გამორიყა. ვოლონტერებმა ასამდე ცხოველის გადარჩენა მოახერხეს, დანარჩენი დაიღუპა. სხვადასხვა მიზეზთა შორის ითქვა, რომ შესაძლოა, ჯოგის წინამძღოლი დააყრუა სეისმო დაზვერვამ ან წყალქვეშა სამხედრო ხომალდების აკუსტიკურმა სისტემებმა, დელფინები კი წინამძღოლს ბრმად მიჰყვნენ.

დელფინების მასობრივი თვითმკვლელობა პერიოდულად ხდება  პლანეტის სხვადასხვა კუთხეში, მაგრამ მეცნიერებმა დღემდე ზუსტად არ იციან ამის მიზეზი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here