Home რუბრიკები პოლიტიკა რუსული პროპაგანდის საოცარი შედეგები ანუ “ორწისქვილიანობა” საქართველოში

რუსული პროპაგანდის საოცარი შედეგები ანუ “ორწისქვილიანობა” საქართველოში

ყურადღება! ვიწყებ რუსული პროპაგანდის მორიგი ნიმუშის წერას. აბა, მოემზადეთ, თამარებო _ კინწურაშვილებო და ჩერგოლეიშვილებო და მისთანანო, მორიგიკვლევისჩასატარებლად. სანამ უვიზოდ გახვალთ 90 დღით ევროპაში და უკან ჩამოხვალთ, იმისათვის, რომ ისევ გახვიდეთ, მანამდე სხვა რა საქმე გაქვთ?! სისულელეების ბოდვაში იღებთ ათასობით ლარს, საცოდავი ადამიანები კი სიცივეში კვდებიან.

აჰ, არ ვამბობ მართალს? _ ჰო, რა თქმა უნდა, აკი თავიდანვე გითხარით, რუსულ პროპაგანდას ვიწყებ-მეთქი. არც ის დედა-შვილი გარდაცვლილა სიცივისგან, უბრალოდ, შარზე ვართ, რა. ჰო, შარზე ვართ ისინი, ვინც მუდამ კრემლისა და ნაცების წისქვილზე ვასხამთ წყალს.

ნუ გაგიკვირდებათ და იკითხავთ, რა საერთოა კრემლის პროპაგანდასა და სიცივით გარდაცვლილ დედა-შვილს შორისო. თუ გავაანალიზებთ იმ ადამიანების მოსაზრებებს, რომლებსაც ქართული ტელევიზიები ლამის ყოველდღე ალაპარაკებენ სხვადასხვა ტოკშოუებში, გამოდის, რომ დღეს საქართველოში ორი წისქვილი მუშაობს: ერთიკრემლის წისქვილია”, ხოლო მეორე _ “ნაცების წისქვილი”.

ჩვენ კი, ადამიანები, რომლებიც ვცდილობთ, საზოგადოებას სიმართლე მივაწოდოთ, ვართ ის “ცუდი ბიძიები”, რომლებიც ამ ორივე წისქვილზე ვასხამთ და ვასხამთ წყალს. ოღონდ გაჩნია, ჩვენი კონკრეტული სიმართლე იმ კონკრეტულ დროსა და მომენტში რომელს არ მოსწონს _ ყოფილ მიშისტურ და ამერიკისგან მოსყიდულ “ელიტას” თუ ნაცების კვალდაკვალ წარმოქმნილი ახალი ფენომენის _ “ქოცგამპრავებლების” ელიტას.

“ქოცგამპრავებლებმა” უკვე რეკორდიც დაამყარეს “გაპრავებაში” და გაუსწრეს კიდეც “ნაცგაპრავების” დედოფალ ქეთა გაბიანს. გემახსოვრებათ: რამდენიმე წლის წინათ, როდესაც ერთ-ერთმა დევნილმა ქალბატონმა თავზე ბენზინი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა, ქეთა გაბიანმა ტელეეთერში “ბრძნული” შეკითხვა დასვა: თუკი ასე უჭირდა და საკვების ყიდვა არ შეეძლო ამ დევნილს, ბენზინის ფული საიდან ჰქონდა?

აი, სწორედ ამ “ფილოსოფიურ სუბსტანციას” აჯობეს და გადააჭარბეს ახლა “ქოცგამპრავებლებმა” თავიანთი ცინიკური განცხადებით: ბათუმში არ ყოფილა მომაკვდინებელი ყინვები საიმისოდ, რომ ვინმე ოთახში გაყინვით მომკვდარიყო და ისედაც, კაი, ჯანდაბას, გათბობა არ ჰქონდათ, “ადიალა” მაინც არ ჰქონდათ, მასში გახვეულიყვნენ, ხომ აღარ გაიყინებოდნენო?!

მოგეხსებათ, გარდაცვლილი დედა-შვილის ბინაში ელექტროენერგია იყო გათიშული, რაც “ენერგო-პრო ჯორჯიამ” ოფიციალურად დაადასტურა. თუმცა “ქოცგამპრავებელთა” ლოგიკა აქაც რკინისაა _ “90-იან წლებში მთელი 10 წელი უდენოდ არ ვიყავით? რატომ არ გავიყინეთ?”

მგონია, რომ ცოტა ტვინი სჭირდება იმის მიხვედრას, რაც ხდებოდა გასული საუკუნის 90-იანებში. ამ წლებში, უბრალოდ, ადამიანების სიცოცხლე გაუფასურებული იყო და არც არავინ აწარმოებდა სტატისტიკას, ვინ, სად, როგორ და რა ვითარებაში გარდაიცვალა გაყინვით, შიმშილითა და უექიმობით. არც სოციალური ქსელები არსებობდა და ინფორმაცია ვინმეს გაყინვისა და გარდაცვალების შესახებ ასე სახალხოდ, უბრალოდ, არ ვრცელდებოდა. თორემ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ჩვენს სამეზობლოში, სანათესაოსა და არაერთის ოჯახშიც კი ნამდვილად გარდაგვცვლია ზოგჯერ ერთბაშად სამ და ოთხადიალაშიდა პლედში გახვეული ახლობელი. ის ფაქტი, რომ გავუძელით იმ საშინელ წლებს, სულაც არ ნიშნავს, რომ არავინ გაყინულა.

ხოლო იმის მიხვედრას, რომ პლედის შემოხვევამ ადამიანი გაყინვისგან შეიძლება მხოლოდ რამდენიმე საათს იხსნას და იმ შემთხვევაში, როდესაც გათბობა მთელი კვირის განმავლობაში, 24 საათი გამორთულია, ადამიანს 100 პლედიც ვერ უშველის, ელემენტარული რამ სჭირდება _ აზროვნება. რაც შეეხება “არამომაკვდინებელ” ყინვას, ეს კიდევ ერთი “ნოუ ჰაუა” ბიძინისტებისა. რა თქმა უნდა, მათთვის არაფრის ახსნას არ აქვს აზრი, ზუსტად ისევე, როგორც მიშისტებთან ლაპარაკს, მაგრამ მაინც შევახსენებ ჩვენს მკითხველს, რომ გამუდმებული სიცივე ადამიანის ორგანიზმში უამრავ ფატალურ ცვლილებას იწვევს.

ანუ “მომაკვდინებელი” ყინვა შეიძლება ეწოდოს იმას, როდესაც ადამიანი გავა ყინვაში და 10 წუთში ჰიპოთერმიით (ორგანიზმის გადაცივება) გარდაიცვლება. ეს საქართველოში თითქმის რომ არ ხდება და არც ბათუმი რომ არ არის ციმბირი, ჩვენც ვიცით, მაგრამ იქნებ გვიპასუხონ “ქოცგამპრავებლებმა”: როდესაც მთელი კვირის განმავლობაში, 24 საათი, მოხუცი და ავადმყოფი ადამიანები სიცივეში არიან დაყრილნი, შეიძლება თუ არა მათ დაემართოთ სისხლძარღვების შევიწროება, ფილტვების ანთება, თირკმლების უკმარისობა გართულებული ფორმებით?

აჰ, ამ დაავადებებს “პლედი შველის”? აბა! ტყუილად გამოუგონია ადამიანს პენიცილინი და ოთახის გამათბობელი სხვადასხვა საშუალება, არა?

როგორ ფიქრობთ, ახლა ბევრი წყალი დავასხი “ნაცების წისქვილზე”? საკმარისია, გავჩერდე და უკვე “კრემლის წისქვილზე” გადავიდე? _ კი, ბატონო, უმარტივესად მოვახერხებ ამას.

ნაწილი ტორტისა, რომელიც საქართველოს პარლამენტში ვიზალიბერალიზაციის მომდევნო ეტაპის წარმატებით დასრულების გამო გაჭრეს; აი, იმ გაყინული დედაშვილისთვის რომ გაემეტებინათ, ეგებ არც კი გაყინულიყვნენ. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, იმ თანხით, რომელიც სულელური ტორტის გამოსაცხობად დაიხარჯა, რამდენიმე უსახსრო ოჯახს გადაუხდიდნენ ელექტროენერგიის საფასურს.

ჰო, გასაგებია, რომ ვიზალიბერალიზაცია ჩვენი ქვეყნისთვის იმდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე ოჯახის გაყინვა და სიკვდილი რა სახსენებელია.

მაგრამ ჩემში ხომ რუსული პროპაგანდა ბობოქრობს და ამიტომ უნდა განვაგრძო იმის მტკიცება, რომ ეს ტუტუცური ზარზეიმი მართლაც ამაზრზენი საყურებელი იყო. ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც კიდევ ერთხელ მოატყუეს მოსახლეობა _ არიქა, ვიზალიბერალიზაცია მოგვცესო, მაშინ, როდესაც ეს მხოლოდ და მხოლოდკიდევ ერთიეტაპია იმ გზაზე, რომელსაც საბოლოო ვიზალიბერალიზაცია ეწოდება.

ხოლო სულ რამდენი ეტაპი უნდა იყოს გავლილი იმისათვის, რომ საბოლოოდ მოგვაშავონ ეს ვიზალიბერალიზაცია, ზუსტად არავინ გვეუბნება. ევროპისკენ ნერწყვის ყლაპვით მომზირალ ქართველებს უკვე მერამდენედ “აპურებენ” ასეთი ბუნდოვანი ფრაზებით: “კიდევ რამდენიმე ნაბიჯიც და”… ამას წინათ “ფეისბუქში” იხუმრა ჩემმა ერთმა მეგობარმა, _ იმდენი ნაბიჯი გადაგვადგმევინეს ვიზალიბერალიზაციისკენ, მგონი, უკვე ფეხით ჩავედით პარიზამდეო.

ჰო, რა თქმა უნდა, ახლა სასწრაფოდ არის ჩასატარებელი კვლევა _ ეს ხუმრობა ჩემმა მეგობარმა (რომელიც, სხვათა შორის, სულაც არ არის “საბჭოეთის ბავშვი” და მხოლოდ 19 წლისაა) თავისით მოიფიქრა, თუ აქ კრემლის ხელი ურევია? კვლევის დაფინანსება რამდენიმე ათეულ ათას დოლარს შეადგენს! კვლევის “შედეგი” კი, რა თქმა უნდა, იქნება ის, რომ ჩემმა 19 წლის მეგობარმა ამ ხუმრობით განახორციელა დამღუპველი რუსული პროპაგანდა.

აკი, ყველაფერი, რაც მეტნაკლებად სიმართლეს შეიცავს, სტატიის დასაწყისშივე ვთქვით, რომ ან კრემლის პროპაგანდაა”, ან კიდევნაცების წისქვილზეწყლის დასხმა.

აგერ, ზის ტელეეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთერთიევროგადაცემისავტორწამყვანი და პირდაპირ ამბობს: მე უნდობლობას ვუცხადებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის იმ წევრს, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, არ მესმის ასე ძალიან რატომ უნდა მიხაროდეს ვიზალიბერალიცაზიაო. ასეთი აზროვნების ადამიანს რა უნდა ბორდის წევრად, გადადგეს სასწრაფოდო!

გამოდის, რომ, ვინც ვიზალიბერალიზაციის საკითხს ცოტა განსხვავებული თვალით უყურებს, მას ამ ქვეყანაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის უბრალო წევრობის უფლებაც არ აქვს. აი, ასეთი ადამიანები გამოთქვამენ პრეტენზიას, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიის ბურჯები არიან, ატარებენ “დემოკრატიულ კვლევებს” და ჩვენ დიქტატურის პროპაგანდისტებს გვიწოდებენ.

თურმე, თუკი ვთქვით, რომ ვიზალიბერალიზაცია დიდი ვერაფერი სასიხარულოა, მორჩა(!), აღარ გვაქვს უფლება, ვიყოთ რომელიმე თანამდებობაზე, ვიმუშაოთ, საკუთარი აზრი გამოვთქვათ, ვისუნთქოთ

არა! თუკი ამ ქვეყანაში ცხოვრება და სუნთქვა გვსურს, აუცილებლად უნდა გვიხაროდეს ეს სულელური ვიზალიბერალიზაცია, რომელსაც არც კი გვაძლევენ. უნდა ვიცანცაროთ, ვიხუნტრუცოთ, ვიმაიმუნოთ და აი მაშინ ვიქნებით ჭეშმარიტი დემოკრატები.

არა! მაინც მძლევს რუსულპროპაგანდისტული სული და არ შემიძლია არ ვთქვა, რომ თუნდაც მოგვცენ ეს ვიზალიბერალიზაცია და თუნდაც ის მართლაც იყოს დადებითი მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის, მაინც წარმოუდგენელი ქაჯობაა ამის გამო ასეთი ტაშფანდური, ზარზეიმი და ჟივილხივილი.

ნუთუ არ შეიძლება უფრო ღირსეულად, დინჯად და ზომიერად გაგვიხარდეს რამე?! მაინცდამაინც უნდა შევხტეთ და გავიკვანძოთ?!

აი, ხედავთ, როგორი რუსული პროპაგანდა ჩავატარე? თანაც ხედავთ, რა ბოროტი ვარ? თამარ კინწურაშვილის ორგანიზაციას “კვლევის” ჩასატარებელსაც კი არაფერს ვუტოვებ და პირდაპირ ვამბობ, რომ რუსულ პროპაგანდას ვეწევი!

ვამაყობ! და, როგორც ჩანს, მაქვს კიდეც საამაყოდ საქმე, რადგან რამდენიმე დღის წინათ, როდესაც “რუსთავი 2”-მა კვლავ მიუძღვნა გადაცემა “რუსულ პროპაგანდას”, იქ ისეთი რამ მოვისმინე, ჩემს თავზე წარმოდგენა ერთი ათად გამეზარდა.

კერძოდ, აი ეს: კი, მართალია, რომ ამბობენ, ძირითადი ტელევიზიები საქართველოში ევროატლანტიკურ მიმართლებას უჭერენ მხარს, მაგრამ განა არ არიან ანგარიშგასაწევი ის ცალკეული პიროვნებები, რომლებიც თუნდაც სოციალური ქსელებით, სოციალური მედიით რუსულ პროპაგანდას ეწევიან? რომ იცოდეთ, მათ უფრო მეტი გავლენა აქვთ საზოგადოებაზე, ვიდრე ამ ტელევიზიებს”, _ აი ეს წამოსცდა თამარ კინწურაშვილს იმ გადაცემაში და ესამივარდა თავშიმე!

აბა, წარმოიდგინეთ: მე, თავზეხელაღებული ბაკურ სვანიძე, ჩემთვის ვაბარტყუნებ კლავიატურაზე და მთელი ჩემი ხარჯი ელექტროენერგიის გადასახადი და ერთი ჭიქა ყავაა და ამ დროს თურმე პროპაგანდაში ვუგებ, ვჩაგრავ და ბეჭებზე ვდებ მილიარდებით დაფინანსებულ 8 ტელევიზიას!

განა არ არის საამაყო?

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here