Home რუბრიკები სამართალი რამაზი არ იმსახურებდა ასეთი ვირთხებისგან სიკვდილს! – ყიფშიძის ქუჩაზე ჩაცხრილული ავტომექანიკოსის მეუღლე

რამაზი არ იმსახურებდა ასეთი ვირთხებისგან სიკვდილს! – ყიფშიძის ქუჩაზე ჩაცხრილული ავტომექანიკოსის მეუღლე

617

თბილისის საქალაქო სასამართლო რამაზ მჭედლიშვილის მკვლელობის საქმეს არსებითად განიხილავს. ყიფშიძის ქუჩაზე ჩაცხრილული ავტომექანიკოსის მკვლელობის გარემოებებზე დღეს ბრალდების მოწმეებმა ისაუბრეს. დაიკითხნენ დანაშაულის თვითმხილველები და მოკლულის მეუღლე.

„რამაზი იყო კაცური კაცი. დატოვა კაცური კაცის სახელი. რამაზი არ იმსახურებდა, მაპატიეთ, ეს ყველაზე მინიმალურია, რაც ახლა მე შემიძლია ვიხმარო, ასეთი ვირთხებისგან სიკვდილს!! მაპატიეთ, მაგრამ უნდა შეხვიდეთ ჩემს მდგომარეობაში. გზაზე დასაყენებელი დამიტოვა 3 შვილი. დამაქციეს და დამანგრიეს!!“ – განაცხადა გარდაცვლილის მეუღლემ.

რამაზ მჭედლიშვილს გასული წლის სექტემბერში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

საქმეზე ორი პირია დაკავებული, განზრახ მკვლელობისთვის კონსტანტინე ლაშქარაშვილი, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით შეურაცხადია, თუმცა მკვლელობის მომენტში შერაცხადი იყო და პაატა ხოფერია, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობა ბრალდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here