Home რუბრიკები საზოგადოება კალიფორნიას სეცესია სურს? ვაშა! ყველა ლიბერალი სხვა ქვეყანაში აღმოჩნდება

კალიფორნიას სეცესია სურს? ვაშა! ყველა ლიბერალი სხვა ქვეყანაში აღმოჩნდება

1265

კალიფორნიაში მცხოვრებთ შეუძლიათ, ხელი მოაწერონ პეტიციას აშშდან ამ შტატის გამოყოფის შესახებ, მაგრამ რა უნდა ქნას დანარჩენი 49 შტატის მოსახლეობამ? ჩემი აზრით, ჩვენ დიდ სარგებელს მივიღებთ, თუ კალიფორნია დატოვებს კავშირს, _ წერს გამოცემა The American Thinkerის მიმომხილველი რონალდ ტინელი.

დაფიქრდით აი ამაზე: ამომრჩეველთა კოლეგიიდან წავა დემოკრატების 55 ხმა. დაგვტოვებს ორი სენატორი და ბევრი დემოკრატი წარმომადგენლობათა პალატიდან. სანფრანცისკოს, ლოს-ანჯელესისა და კალიფორნიის კოლეჯებიდან გავრცელებული გიჟური ინფორმაციები ძალიან აღარ შეგვაწუხებს, რადგან ის, რაც მოხდება, მოხდება უკვე სხვა ქვეყანაში.

ჰოლივუდი და ლიბერალები სხვა ქვეყანაში აღმოჩნდებიან, ამიტომ, თუკი ვინმე იცნობთ შეერთებული შტატებიდან კალიფორნიის გასვლის პეტიციის მექანიზმს, ააღებინეთ მას სტარტი. შესაძლოა, სჯობს, შუამდგომლობა გაუგზავნოთ ქვეყნის ხელისუფლების საკანონმდებლო, სასამართლო და აღმასრულებელ შტოებს, რათა არა მხოლოდ დათანხმდნენ კალიფორნიელთა სურვილს, დაგვიტოვონ ჩვენ, არამედ აქტიურად შეუწყონ ხელი და ყველაფერი გააკეთონ პროცესის შესამსუბუქებლად და დასაჩქარებლად, გაძევების მექანიზმიც კი გამოიყენონ, თუკი კალიფორნია დარჩენას გადაწყვეტს.

ვიცი, რომ, შესაძლოა, არც ისე კომფორტული იყოს ჩვენს დასავლეთ საზღვარზე ახალი ვენესუელის ჩამოყალიბება, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ეს შეიძლება არც ისე ცუდი აღმოჩნდეს. შესაძლოა, როდესაც ისინი საკუთარ თავთან მარტო დარჩებიან, მანამდე გამოფხიზლდებიან, სანამ მაღაზიების დახლებიდან გაქრება ტუალეტის ქაღალდი, სურსათ-სანოვაგის საწყობების დაცვას კი ჯარისკაცები დაიწყებენ.

ვიცი, რომ ეს მკაცრი განაჩენი იქნება იმ კალიფორნიელებისთვის, რომლებიც არ არიან ლიბერალი მეოცნებეები, მაგრამ ვეჭვობ, მათი უმრავლესობა გონიერებას გამოიჩენს და აღმოსავლეთში გადმობარგდება, სანამ საზღვრებს ჩავკეტავთ.

სეცესია _ სახელმწიფოს (როგორც წესი, ფედერაციულის) შემადგენლობიდან მისი რომელიმე ნაწილის (როგორც წესი, ფედერაციის სუბიექტის) გასვლა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here