Home რუბრიკები საზოგადოება მამა ილია: როცა ერი მშიერია, მღვდლები 100 ათასიანი მანქანებით არ უნდა დადიოდნენ

მამა ილია: როცა ერი მშიერია, მღვდლები 100 ათასიანი მანქანებით არ უნდა დადიოდნენ

ქარელის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მსახური მამა ილია ჩიკვაიძე მარხვის პრინციპებზე საუბრობს და კიცხავს იმ მღვდლებს, რომლებსაც 100 ათასი დოლარის ღირებულების ჯიპის მარკის ავტომობილები ჰყავთ.

 „მარხვა არ არის მხოლოდ საჭმელი, მარხვა არის საგნებთან და ძვირფასეულობასთან დამოკიდებულება“ – ბრძანა მამა ილიამ.

მისი თქმით, ჩვენი საზოგადოების ღვთისადმი რწმენა ხშირად ფარისევლურია.

„ეს არის ჩვენი უდიდესი ტრაგედია, რომ ფარისევლები ვართ. მარხვა მაშინ იქნება, როდესაც 100 000 დოლარიან ჯიპს გაყიდი, ხუთი ათასიან ავტომობილს იყიდი და 95 ათასს დოლარს შენც მოიხმარ, მრევლსაც მოახმარ და ეკლესიასაც. ეს არის სარწმუნოება. ამიტომ მაკეტურია ჩვენი რწმენა, ჩვენ არ ვართ მორწმუნეები, ჩვენ ვართ ფარისევლები. სიმართლეს თუ არ ვიტყვით, ვერ მივიღებთ ღვთისგან წყალობას“ – ბრძანებს მამა ილია ჩიკვაიძე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here