Home რუბრიკები საზოგადოება საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს

საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს

1081

სახმელეთო ჯარების საზენიტოსარაკეტო კომპლექსიБукМ3”, რომლითაც რუსეთის არმია 2016 წელს შეიარაღდა, ტაქტიკურტექნიკური მახასიათებლებით გაცილებით სჯობს წინამორბედებს.

სამხედრო სპეციალისტების აზრით, საშუალო სიშორის მოქმედების მობილურ კომპლექსებში “БукМ3”-ს ვერც ერთი ვერ შეედრება. პარალელების გავლება შეიძლება მხოლოდ ფრანგულ-იტალიურ კომპლექს SAMP-T-ის მახასიათებლებთან. კომპლექსის გაუმჯობესება მოხდა რამდენიმე მიმართულებით. გადასატანი საბრძოლო მასალების მოცულების გაზრდამ გამოიწვია მასირებული თავდასხმების მოგერიებისას კომპლექსის ეფექტიანობის გაზრდა. თითოეულ თვითმავალ საცეცხლე მოწყობილობაზე განთავსებულია 6 რაკეტა (Бук -М2-ზე 4 ასეთი რაკეტაა), ხოლო სატრანსპორტო-გამშვებ მოწყობილობაზე _ 12 (6-ის ნაცვლად).

გამშვები მოწყობილობის მახასიათებლები გაუმჯობესებულია მუხლუხიანი შასის ხარჯზე, მომატებულია ტვირთამწეობა და გამავლობა. რაკეტებისთვის სატრანსპორტოგამშვები კონტეინერების გამოყენებით გამარტივდა დანადგარის ექსპლუატაცია. მნიშვნელოვნად გაფართოვდა კომპლექსის მოქმედების ზონა, ამასთანავე, ყველა სახეობის მიზნისთვის _ აეროდინამიკურისა და ბალისტიკურისთვისაც, მათ შორის, ტაქტიკური და ფრთოსანი რაკეტისთვის. ამაღლებულია მედეგობა რადიოელექტრონული ზემოქმედების მიმართ.

სამხედროებმა კომპლექსისთვის შეიმუშავეს ახალი რაკეტა 9M317M-ი, რომელიც “<БУК М2”-ის რაკეტა 9M317-სგან ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების განადგურების მაღალი მაჩვენებლით განსხვავდება, ამასთანავე, შენარჩუნებულია რაკეტა 9M317-ის გამოყენების შესაძლებლობაც.

საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი 9M317M “БУК М3”-ის დივიზიონს შეუძლია 2,5-დან 70 კმ-მდე მანძილზე გაანადგუროს 35 კმ-ის სიმაღლეზე წამში 3 კმ-ის სიჩქარით მოძრავი 36 მიზანი.

ცნობისთვის: აშშ-ის ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სამართვი რაკეტა MGM-140 ATACMS-ს წამში 1,5 კმ სიჩქარით მოძრაობა შეუძლია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here