Home რუბრიკები საზოგადოება “სოდომი” _ შემაძრწუნებელი ფილმი, რომელიც განგაშის ზარებს არისხებს

“სოდომი” _ შემაძრწუნებელი ფილმი, რომელიც განგაშის ზარებს არისხებს

მშობელი #1” დამშობელი #2”

ახალი სოდომის შენება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ადამიანებს შთააგონებენ, რომ ოჯახი _ ეს არის რაღაც ინკუბატორი, ხოლო ცნებები _ “დედადამამაუკვე მოძველდა. მაგალითად, ქალაქ მილანის (იტალია) განათლების დეპარტამენტმა დაამტკიცა სასკოლო ანკეტა, რომლის შევსებისას ვალდებული ხართ, შესაბამის გრაფაში ჩაწეროთმშობელი #1” დამშობელი #2”.

ბარბარა ბიანკიმ, მილანის მუნიციპალიტეტის თანამშრომელმა, გააპროტესტა ეს გადაწყვეტილება: ანკეტაში გადახაზა წარწერები _ “მშობელი #1” და “მშობელი #2”.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/barbara-bianki.jpg

ბარბარა ბიანკი: _ ვამაყობ, რომ დედა ვარ და არა “მშობელი #1”. ეს ანკეტა დაბეჭდეს ე.წ. ახალი ოჯახებისთვის, რომლებშიც მშობლები ჰომოსექსუალები არიან და რომლებშიც შეიძლება იყოს ორი დედა ან ორი მამა, ამით დისკრიმინაციას განიცდიან ნორმალური ადამიანები, რომლებიც დღეს უმრავლესობაა. გეების ოჯახებს კი, რომლებიც ბევრნი არ არიან, უპირატესობას ანიჭებენ, არადა, მართლაც უმცირესობას წარმოადგენენ”.

ერთი მამა, ერთი დედა _ სწორედ ეს არის ნამდვილი თავისუფლება. მრავალათასიანმა დემონსტრაციამ იტალიის დედაქალაქის ქუჩები გაავსო. ეს ადამიანები გამოვიდნენ სოდომიის წინააღმდეგ, რომელიც მსოფლიოს წალეკვით ემუქრება.

“ჩვენ ოჯახისა და ფასეულობების ნგრევის ზღურბლზე ვართ. ეს დასასრულია!” _ ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

საპროტესტო მარშის მონაწილეა იტალიელი მრავალშვილიანი ოჯახი. ესმერალდასა და მის ქმარს, რობერტოს, 11 შვილი ჰყავთ. ოჯახი ყოველწლიურად უერთდება მარშს სიცოცხლისთვის.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/milanis-ganatlebis-departam.jpg

“ეს სამზარეულოა. დღეს სტუმრები გვეყოლება. ვცდილობთ, მოვასწროთ და სტუმრებს კერძი ცხელი მივართვათ”, _ ამბობს ესმერალდა ბურგოსი, მრავალშვილიანი დედა.

ისინი საოცრად ლამაზი და მიმზიდველი ადამიანები არიან, აღზრდილნი ძველი იტალიური ტრადიციების მიხედვით. ოჯახი ქრისტიანულია.

ესმერალდა ბურგოსი: _ ეს ადამიანები, როდესაც ხელოვნურ ოჯახებს ქმნიან, უნდა დაფიქრდნენ. ისინი თავს წარმოაჩენენ ბედნიერ ადამიანებად, ბავშვით, რომელიც გაჩნდა სხვადასხვა ტექნოლოგიით, სუროგატული დედით და ა.შ., მაგრამ, ეს ბავშვი რომ გაჩნდეს, აუცილებელია, სხვა ბავშვები _ ემბრიონები _ განადგურდნენ. ხომ შეიძლებოდა, მათაც ეცოცხლათ?! ეს არაბუნებრივი პროცესია.

პატრიცია, ესმერალდა ბურგოსის შვილი: _ ჩვენი წინა თაობა მიისწრაფვოდა, ცხოვრებაში დაენერგა განქორწინებები, აბორტები. მე არ ვადანაშაულებ ჩემს თაობას, მაგრამ ვადანაშაულებ მათ, ვინც უფროსია; იმ საზოგადოებას, რომელიც არ იბრძვის კაცობრიობის გადასარჩენად. უნდა გამოვიჩინო თუ არა ტოლერანტობა? პატივი უნდა ვცე თუ არა ასეთ კანონებს? _ არა! იმიტომ, რომ ვერ ვხედავ ჩემს მომავალს!”

დედამიწის სხვა კუთხეში, ამერიკის შეერთებულ შტატებში კი ბარონელა შტუცმანმა უარი თქვა ჰომოსექსუალების მომსახურებაზე ქორწილში. ეს ასაკოვანი ამერიკელი ქალი ნიჭიერი ფლორისტია.

ბარონელას ძველმა კლიენტმა, ვინმე რობ ინგერსონმა, რომელსაც სხვა სოდომისტზე უნდა ექორწინა, ქორწილის გალამაზება შეუკვეთა. ბარონელამ ცივი უარი სტკიცა.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/baronela-shtucmani.jpg

ბარონელა შტუცმანი, ყვავილების მაღაზიის მეპატრონე ვაშინგტონში: _ გამიძნელდა გარკვევა, რომელი არჩევანი იყო სწორი. რჩევისთვის მივმართე ჩემს მეუღლეს და, მიუხედავად რობისადმი ჩემი პატივისცემისა, ვერ შევძელი ამ საქმეში მონაწილეობა.

კრისტენ ვეგონერი, ბარონელა შტუცმანის ადვოკატი: _ მთავარი პროკურორის მოქმედება ამ შემთხვევაში უპრეცედენტოა ვაშინგტონის შტატისთვის. მთავარ პროკურორს წარსულში ასეთი პოზიცია არასოდეს დაუკავებია. ახლა თავი წამოყო სამოქალაქო უფლებების დაცვის ამერიკულმა კავშირმა, ერთნაირსქესიანმა წყვილმაც უჩივლა სასამართლოში ბარონელას. მას არა მხოლოდ ბიზნესს ედავებიან, არამედ საკუთრებას, პირად ქონებას _ სახლს. ბარონელამ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში სიყვარულითა და პატივისცემით ემსახურებოდა თავის კლიენტებს, მხოლოდ იმიტომ, რომ არ სურს ერთნაირსქესიანთა ქორწილის ყვავილებით მორთვა-გაფორმება, შეიძლება დაკარგოს თავისი სახლიც და ბიზნესიც.

ბარონელა შტუცმანი: _ ქორწინება წმინდა კავშირია. თუ ყვავილები გსურთ იუბილისთვის, დაბადების დღისთვის _ კი ბატონო, მაგრამ მე, უბრალოდ, არ შემიძლია, მოვემსახურო ერთნაირსქესიანთა ქორწილს”.

კრისტენ ვეგონერი: _ ირგვლივ უამრავი ფლორისტია, თუ მიმოვიხედავთ, დავინახავთ, რომ, სულ ცოტა, სამი ობიექტია, რომლებიც მზად არის ასეთ წყვილებს მოემსახუროს.

ბარონელა შტუცმანი: _ მწამს, რომ ღმერთი დამიფარავს და მომცემს ცოდნას, სიბრძნეს, ძალას, რათა დავიცვა ჩემი პოზიცია. მომცემს შესაძლებლობას, გავაცნობიერო, რა არის მოკრძალება და რას ნიშნავს, ემსახურებოდე ქრისტეს. გულხელდაკრეფილი ჯდომა არ შეიძლება.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/sexs-ganaTlenis-gakvetili-g.jpg

სექსგანათლების გაკვეთილები

გერმანიის კანონების მიხედვით, თუ თქვენ, მშობელი, შვილს აუკრძალავთ სექსგანათლების გაკვეთილზე დასწრებას, შეიძლება ციხეში ამოჰყოთ თავი.

ევგენი მარტენსმა 24 საათი გაატარა პოლიციის განყოფილებაში. როდესაც განყოფილება დატოვა, გარეთ მხარდამჭერების მანიფესტაცია დახვდა, მათ პატივი მიაგეს მარტენსს, როგორც გმირს. რა თქმა უნდა, პოლიციის განყოფილებაში 24 საათის გატარება ხანგრძლივი პატიმრობა არ არის, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. დღეს _ 24 საათი, 5 წლის შემდეგ კი, ვინ იცის, 24 წელი გაატაროს ციხეში.

მარტენსების ოჯახში უმცროსი 11 თვისაა, სწორედ ამან იხსნა ოჯახის დედა ციხისგან.

ასეთი ოჯახი გერმანიაში უამრავია. ისინი აწყობენ დემონსტრაციებს, აპროტესტებენ, ხმას იმაღლებენ გარყვნილების პროპაგანდის წინააღმდეგ. გარყვნილები კი თვალს არ აშორებენ ნორმალურ ოჯახებს და, როგორც კი მათი საპროტესტო აქციის გამართვის შესახებ შეიტყობენ, მყისვე აწყობენ კონტრაქციას.

გარყვნილები სპეციალურად უწვებოდნენ ფეხებში საპროტესტოდ გამოსულ კოლონებად მიმავალ მშობლებს და სატელევიზიო კამერების წინ თავს წარმოაჩენდნენ დამცირებულად და შეურაცხყოფილად.

ევგენი მარტენსი, მრავალშვილიანი ოჯახის მამა (გერმანია):

_ ეს გლობალური პრობლემაა, მაგრამ ჩვენ ვიბრძვით ჩვენი შვილებისთვის, რომელთა დაღუპვაც სურთ. ჩვენ შეგვიძლია ბუნებისგან ავიღოთ მაგალითი, აბა, ვინმე შეეცადოს, მიუახლოვდეს დედა დათვს, რომელსაც პატარა ბელები ჰყავს _ ნაფლეთებად აქცევს! ჩვენც ასე ვართ. არ გვინდა, ვიღაცას საჯიჯგნად მივუგდოთ ჩვენი შვილები.

კაბრიელა კუბი, სოციოლოგი (გერმანია):

_ 2011 წელს, ადამიანის უფლებების დაცვის დღეს, ჰილარი კლინტონი ჟენევაში, ნაციის სასახლეში, მოხსენებით გამოვიდა ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ. მან თქვა, რომ ეს ყველაფერი შესანიშნავია და აუცილებლად უნდა გავაფართოვოთ ლგბტ-პირების უფლებები.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/hilari-klintoni-moxsenebiT-.jpg

ჰილარი კლინტონი: “დღეს მსოფლიოს ელიტის ლოზუნგი _ ჰომოსექსუალების უფლებები _ ეს არის სწორედ ადამიანის უფლებები”.

მაგრამ, რატომ ითელება ფეხქვეშ ყველა სხვა ადამიანის უფლებები ჰომოსექსუალი უმცირესობის სასარგებლოდ?

გაბრიელა კუბი: “ისინი აძლევენ გარკვეულ მითითებებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოებს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, თუ როგორ შეიძლება შეცვალო კულტურა; რა არის საჭირო იმისათვის, რომ შეიცვალოს ფასეულობების სისტემა. და ეს ხდება სრულიად მსოფლიოში. ამის უკან დგას ჩვენი პლანეტის მილიარდერების დიდძალი ფული. ამ ყველაფერს ისინი უწყობენ ხელს”.

მსოფლიოში ჰომოსექსუალიზმის გავრცელების იდეას არც მალავდა აშშ-ის ხელისუფლება (ხელისუფლების სათავეში დონალდ ტრამპის მოსვლამდე, აშშ-ის პირველი პირები, მათ შორის, ბარაკ ობამა, ჯონ კერი და სხვები, ამერიკაში ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინების ლეგალიზების შემდეგ მსოფლიოს ყველა ქვეყანას დაემუქრნენ, სოდომია თქვენთანაც უნდა დააკანონოთო _ ნ.კ.). დაცემული კულტურის იდეოლოგია, ყველაფერი რაც სიმდაბლეა, ვრცელდება, როგორც ჭირი, როგორც კიბოს მეტასტაზები ორგანიზმში. უარყოფილია ზნეობის ყველა პრინციპი, ქრისტიანული დოგმები, წესიერება, ტრადიციული ოჯახი.

(დასასრული შემდეგ ნომერში)

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here