Home რუბრიკები პოლიტიკა დავით ჟღენტი: ქართველმა ერმა ამ სამთავიანი ურჩხულის დამარცხება უნდა შეძლოს!

დავით ჟღენტი: ქართველმა ერმა ამ სამთავიანი ურჩხულის დამარცხება უნდა შეძლოს!

1892

ერთი კვირის წინ თბილისში ეროვნულ-კონსერვატიული მსოფლმხედველობის საზოგადოებამ ამერიკის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერი და სოროსის პოლიტიკის მამხილებელი აქცია გამართა, რომელსაც ქართულმა ელექტრონულმა მედიამ ძველი ინერციით წაუყრუა. არც საქართველოს ხელისუფლებას გაუცნობიერებია ახალი რეალია, რომ ლიბერასტული ფაშიზმის მმართველობა მსოფლიოს მასშტაბით დასასრულს უახლოვდება. დღევანდელ საქართველოს სამი თვალსაჩინო მტერი ჰყავს: ჯორჯ სოროსი, ჯონ მაკკეინი და იან კელი! – ამ სიტყვებით დაიწყო ჩვენთან საუბარი ორგანიზაცია “ქართული მისიის” წევრმა, პუბლიცისტმა დავით ჟღენტმა.

-ბოლო 25 წლის განმავლობაში ამერიკის ადმინისტრაცია ერთპოლუსიანი მმართველობის მისაღწევად და კაცობრიობის დასამონებლად გასაიდუმლოებულ ფსიქოლოგიურ ექსპერიმენტებს ატარებდა, საქართველო კი, როგორც კლასიკური კონსერვატიული ქვეყანა – ამ ექსპერიმენტების ლაბორატორიად აქციეს. ამით აიხსნება ჩვენს სამშობლოს თავს დამტყდარი მოვლენების მიმართ საზოგადოების არაადეკვატური დამოკიდებულება.. ახლა ირკვევა, რომ მსგავს ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ამერიკელი ხალხიც განიცდიდა, რომელმაც მოულოდნელად, ზეგავლენისგან თავის დაღწევა შეძლო, ლიბერასტულ ფაშიზმს გაემიჯნა  და პრეზიდენტად კონსერვატიული ღირებულებების მედროშე დონალდ ტრამპი აირჩია! მსოფლიოში ახალი ეპოქა იწყება. ამერიკა იბრუნებს თავისუფლების მებაირახტრეს იმიჯს. ეროვნული თვითშეგნების ხალხები მთელი პლანეტის მასშტაბით ძალას იკრებენ და ტრამპის მხარდამჭერად გამოდიან. მსგავსი პროცესი საქართველოში სწორედ ჩვენი აქციის ჩატარებით დაიწყო. დგება დრო, როცა ქართველმა ხალხმა სწორად უნდა განსაზღვროს მტრის ხატი და გადამწყვეტი დარტყმაც აგემოს. 

– მაინც, ვინ არის ის მტერი, ვისაც თქვენი აზრით, ქართველი ხალხი უნდა დაუპირისპირდეს?

– ქართველ ხალხს დღეს 3 მტერი ჰყავს, რომლებიც ერთმანეთთან კოორდინაცით მოქმედებენ: ჯორჯ სოროსი, ჯონ მაკკეინი და იან კელი! თითოეული მათგანი კრებსითი სახელია და არა ცალკეული პერსონა. ჯორჯ სოროსი  არის დამფინანსებელი სულგაყიდული ორგანიზაციებისა, რომლებიც აქილიკებენ ჩვენს ეროვნულ ღირებულებებს, აშარჟებენ გმირულ ისტორიას, ლაფს ესვრიან მართლმადიდებელ ეკლესიას და ცდილობენ, ჩვენთვის მიუღებელი, ცხოვრების უზნეო წესების ქვეყანაში დამკვიდრებას; ჯონ მაკკეინი ლობირებს სააკაშვილის რეჟიმის ნაშთებს, რომლებიც  მილისტარისტულ აგრესიებს, ერის ფიზიკურად განადგურებას ესწრაფვიან; იან კელი არის სიმბოლო, ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევისა და ყველა საკითხის ლიბერასტული ძალების სასარგებლოდ გადაწყვეტისა! ჯამში, ეს სამთავიანი ურჩხული ქართველი ხალხის ფიზიკურ და სულიერ განადგურებას ემსახურება, ამიტომ, ერთდროულად უნდა ამოიძირკვოს საქართველოში მათი სახსენებელი!

ყველას, ვინც ამ ურჩხულს უპირისპირდებოდა, სააკაშვილის რეჟიმი რუსეთის აგენტებად ნათლავდა. სინამდვილეში კი, სწორედ ამ ურჩხულმა ჩაითრია რუსეთთან შეიარაღებულ კონფლიქტში საქართველო, დააკარგვინა ახალი ტერიტორიები და აქედან გასული რუსეთის ჯარი კვლავ უკან შემოაბრუნა! ამჯერად ყველაფერს თავისი სახელი ერქმევა. ამერიკელი და ქართველი ხალხები ერთიანდებიან, ოღონდ არა ლიბერასტული, არამედ კონსერვატიული და ზნეობრივი ღირებულებების გარშემო. აღმოჩნდა, რომ ამერიკელი ხალხიც, სინამდვილეში, კონსერვატიული ყოფილა, რაც ტრამპის საარჩევნო პროგრამის მხარდაჭერით დაადასტურეს.

– კონკრეტულად, ტრამპის რომელ რეფორმებს მიესალმებით?

– ტრამპმა საჯაროდ განაცხადა, რომ ხსნა ქრისტეშია! ლიბერასტები ხომ, სახელშეცვლილი ბოლშევიკები არიან, რომლებიც ხალხებს ღმერთისგან განდგომისკენ უბიძგებდნენ.. წინამორბედი პრეზიდენტებისგან განსხვავებით, ტრამპის ამერიკა ამ გზით აღარ ივლის! ტრამპმა შეზღუდვები დააწესა ამერიკაში უცხო ქვეყნებიდან მოსახლეობის შემოდინების წინააღმდეგ და გამოაცხადა, რომ ამერიკა პირველ რიგში, ამერიკელებს ეკუთვნით! ტრამპმა მედიაკორპორაცია CNN  დეზინფორმაციის გავრცელების კერად დაასახელა; ტრამპმა საჯაროდ გააკრიტიკა მსოფლიოში ძალადობის მედროშე სენატორი მაკკეინი. იკვეთება, რომ ამერიკელ ხალხს ქართველების ანალოგიური პრობლემები ჰქონია, რის მოგვარებასაც ტრამპი აპირებს. ჩემი აზრით, ყველა ის რეფორმა, რომლის განხორციელებასაც ტრამპი პრეზიდენტად გახდომისთანავე შეუდგა, დაუყოვნებლივ, საქართველოშიც უნდა განხორციელდეს! კმაყოფილებით უნდა აღვნიშნო, რომ ამერიკაში მიმდინარე პროცესების პარალელურად, ეროვნული ძალები ევროპის მასშტაბითაც აქტიურდებიან. დიახ, ჩვენ ასეთი ამერიკის და ევროპისკენ უნდა ვისრაფვოდეთ. ფაქტია, რომ მსოფლიო ტრადიციულ ღირებულებებს უბრუნდება!

-არ მგონია, ამ რევოლუციურმა პროცესმა მშვიდად ჩაიაროს.

-ასეთი რეფორმების წამომწყებ ტრამპს იმავე ყაიდის უზნეო ოპოზიცია და იმავე უხამსი მეთოდებით უპირისპირდება, როგორიც საქართველოში ჰყავს ეროვნული ორიენტაციის  ძალებს. ცხადია, ისინი პოზიციებს ადვილად არ დათმობენ. თუნდაც, ამერიკის ჯერ კიდევ მოქმედი ელჩი, იან კელი, რომელიც აშკარად უკმაყოფილოა ტრამპის გაპრეზიდენტებით, რადგან ტრამპის განცხადებით, სხვა ქვეყნების შინაურ საქმეებში ამერიკის უხეში ჩარევის პრაქტიკა სრულდება.. ჩვენ, ქართველი სამოქალაქო საზოგადოება, ყოველნაირად შევუწყობთ ხელს ამერიკის პრეზიდენტს, რომ იან კელი და მისი მსგავსი ოდიოზური პირები საქართველოს მოაშოროს! კელის აქედან წასვლის პარალელურად, გარწმუნებთ, რომ დასრულდება ისეთი ანტისახელმწიფოებრივი ორგანიზაციების თარეში, როგორიც თავისუფლების ინსტიტუტის, იდენტობის, ნინო ლომჯარიას და კაპიტან ეკა გიგაურის ბანდებია!

– მაინც, რის გაკეთებას აპირებთ?

– ახლო მომავალში ამერიკის საელჩოსთან დონალდ ტრამპის მხარდამჭერ ხალხმრავალ აქციას გავმართავთ. ამ აქციაზე საჯაროდ დავწვავთ ჯორჰ სოროსის, ჯონ მაკკეინის და იან კელის ფიტულებს! ეს ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში, მითუფრო, იმ ფონზე, როცა ელექტრონული მედია ჯერ კიდევ ლიბერასტული გავლენის ქვეშ იმყოფება და სხვა ტრიბუნა, გარდა ქუჩის აქციებისა, ჩვენ მაინც არ გაგვაჩნია! მინდა, “ასავალ-დასავალის” ფურცლებიდან საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდო, რომ მხარი აუბას მსოფლიოში დაწყებულ პოზიტიურ პროცესებს, ავანტიურისტი მაკკეინის მასპინძლობაზე უარი თქვას და ქართველი ხალხის მხარდამხარ, ამერიკის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სრული თანადგომა გამოუცხადოს. მარტო ამერიკელი კი არა, ეს ქართველების და ზოგადად ზნეობრივი კაცობრიობის ბრძოლაა ბნელი ძალების წინააღმდეგ!

19 COMMENTS

  1. მხარს ვუწერ თქვენს წამოწყებას. დაანონსეთ აქცია. სიამოვნებით შემოგიერთდებით! ტრამპი მაგარია!

  2. ჯერ კიდევ 2013 წლის აპრილში პოლიტპატიმრების პროტესტის დროს
    პარლამენტის წინ ვიძახდი ამას ამერიკის საელჩოსოს ბლოკირება უნდა მოხდეს და რღვევა ამ ბოროტების აქედან უნდა დავიწყოთ მეთქი მაგრამ
    არავინ ყურად არ იღო იგნორი გააკეთეს მაშინ რატომღაც ყველამ

  3. სრულიად ვეთანხმები ბატონ დავით ჟღენტის სულისკვეთებას. ამოსაძირკვია ყველა დაყველაფერი რაც დაკავშირებულია ავად სახსენებელ სოროსთან და მის ფონდთან, სტატიაში ჩამოთვლილი პერსონები და ინსტიტუციები უნდა გასამართლდნენ სამშობლოს ღალატის მუხლით.

  4. მადლობა ღმერთს, მგონი გამოიხედა უფალმა დედამიწისაკენ. აშკარად სჩანს ტრამპი უმაღლესი პოზიტივის მატარებელი პიროვნებაა. ღვთისნიერი ადამიანი. მე ვადევნებ მის გამოსვლებს და თითქოს ის ჩემს გულში იხედება. ერთი შეცდომა არ დაუშვია გამოსვლებში. ის ისტორიაში შევა, როგორც მხსნელი და განმანთავისუფლებელი ხალხის, ერების მონობისაგან. ის მისცემს გზას თანამედროვე ცივილიზაციას პროგრესისაკენ. ხოლო სოროსი, მაკკეინი და კელი შევლენ ზღაპრებში, როგორც ურჩხულები, სილტამხუთავები, ერებისა და ეროვნებების დამანგრეველები. სამარცხვინო ადამიანები. მაგგრამ სოროსელებისათვის სირცხვილის ჭამა პრივილეგიაა. ეთერი სურმავა, 70 წლ. ექიმი, აფხაზეთიდან.

  5. თქვენ წერთ ‘ხსნა ქრისტეშიაო– ტრამპის სიტყვებს და მაკკეინზე კი წერთ ძალადობის მედროშეაო. გამაგებინეთ ძალან გთხოვთ საქართველოს მტრებისაგან ტრამპი იხსნის ძალის გარეშე? ლოცვით? თუ სანქციებით, თუ დიპლომატიური მისიებით, თუ თხოვნით, თუ კიდევ რა მეთოდებით?

  6. გამაგებინე ბატონო ვლადიმერ, თქვენ მოგწონთ ტრამპის სიტყვები–ხსნა ქრისტეშიაო და უარყოფით კონტექსტში წერთ ძალადობის მედროშე მაკ კეინიო. –ტრამპი როგორ მოახდენს საქართველოს ხსნას მტრებისაგან, ლოცვით? სანქციებით? თხოვნით? დიპლომატური მისიებით? თუ სხვა მეთოდებით რომელიც მე არ ვიცი.

  7. ტრამპი და მაკ კეინი რომ ერთი პარტიის წევრები არიან ეს თუ იცით?

  8. არა, რას ბრძანებთ?! ქართველი ხალხის მტერი თავად ქართველი ერია, რადგან ღმერთის მიერ მოცემული ცხოვრების წესი საერთოდ აღარ ახსოვს. უცოდინრობას დაუდგეს თვალი, თორემ ახლა ხომ უკვე სამოთხეში უნდა ვცხოვრობდეთ?!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here