ადვოკატი კახაბერ როდინაძე სოციალურ ქსელში საუბრობს ლგბტ საზოგადოების პოლიტიკურ მრწამსზე და საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მოწინააღმდეგეებს „პიდარასტებად“ მოიხსენიებს.
„ყველა ლიბერალი არ არის პედარასტი, მაგრამ ყველა პედარასტი ლიბერალია. რატომ? ამას ძალიან მარტივი ახსნა აქვს. ტრადიციულ საზოგადოებებში პედარასტებს სიკვდილით სჯიდნენ, ზოგიერთ მუსლიმანურ საზოგადოებაში, შარიათის კანონების მიხედვით, ახლაც სიკვდილით სჯიან. საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსით პედარასტობა ისჯებოდა 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. სწორედ ამით აიხსნება, რომ ტრადიციული საზოგადოების მოწინააღმდეგეები, აგრეთვე საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მოწინააღმდეგები, ძირითადად პედარასტები იყვნენ და არიან“. – ამბობს კახაბერ როდინაძე.
ეს ნაწყვეტი ზემო აბზაციდანაა “აგრეთვე საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მოწინააღმდეგები, ძირითადად პედარასტები იყვნენ და არიან“. – ამბობს კახაბერ როდინაძე.
ეს მეჩვენება თუ მართლა ასეა ნათქვამი? ვეკითხები კახაბერ როდინაძეს: ეს თქვენი სიტყვებია?