ექსპრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ინაუგურაციამდე რამოდენიმეე საათით ადრე პალესტინის ადმინისტრაციისთვის 221 მილიონის გადარიცხვა მოასწრო. ბარაკ ობამას პრეზიდენტობის ბოლო საათებში პალესტინის ავტონომიამ შეერთებული შტატებისგან 221 მილიონი დოლარი მიიღო. ამის შესახებ სააგენტო Associated Press იუწყება.
ამავე ინფორმაციით, სოლიდური თანხა პალესტინური მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას და რეფორმების მხარდაჭერას უნდა მოხმარდეს. პალესტინური მხარისთვის ფინანსური დახმარების გაწევის წინააღმდეგ კონგრესის რესპუბლიკური ფრთა გამოდიოდა, თუმცა ფულადი გადარიცხვების შესახებ კონგრესს ყოფილმა პრეზიდენტმა 20 იანვრის დილას, ინაუგურაციამდე რამდენიმე საათით ადრე აცნობა.
ობამა ისრაელის ტერიტორიაზე პალესტინური სახელმწიფოს არსებობას უჭერდა მხარს, რის გამოც აშშ-სა და ისრაელს შორის ურთიერთობა უკიდურესად გამწვავდა. დეკემბრის ბოლოს შეერთებულმა შტატებმა გაეროში ისრაელის საწინააღმდეგო რეზოლუციას ვეტო არ დაადო, რის გამოც ისრაელის პრემიერმა ობამა ანტიებრაული შეთქმულების მონაწილედ გამოაცხადა.