Home რუბრიკები პოლიტიკა რუსეთი ყირიმში დამატებით საზენიტო კომპლექსებს გაგზავნის

რუსეთი ყირიმში დამატებით საზენიტო კომპლექსებს გაგზავნის

რუსეთი ყირიმში დამატებით С-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს გაგზავნის. ამის შესახებ მეუთხე არმიის მეთაურმა ვიქტორ სევასტიანოვმა „ინტერფაქსს“ განუცხადა.

„ეს მართალაც გრანდიოზული მაშტაბის სისტემური კომპლექსია, რომელიც საჰაერო თავდაცვით კონტროლს უკონკურენციოს ხდის“ – განაცხადა ვიქტორ სევასტიანოვმა ინტერვიუში. ასევე დასძინა, რომ სააერო თავდაცვის სისტემა С-400, სახელწოდებით „ტრიუმფმა“ სევასტოპოლის საზღვარი ჯერ კიდევ 2016 წელს გადაკვეთა. სისტემას შეუძლია 400 კილომეტრის ჰორიზონტზე აეროდინამიური სივრცის ათვისება და ასევე 60 კილომეტრზე გააუნებელყოს ბალისტიკური სამიზნეები, რომლებიც იფრენენ 4.8 კმ/სთ. სიჩქარით. მანამდე კი უკრაინამ ყირიმის სიახლოვეს სამხედრო წვრთნები წამოიწყო. ხერსონის ოლქში მიმდინარე სწავლებებზე თანამედროვე ტიპის საზენიტო რაკეტები გამოცადეს.




LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here