Home რუბრიკები საზოგადოება ვინ მოკლა ქართული ფეხბურთი

ვინ მოკლა ქართული ფეხბურთი

880

ყველა დამეთანხმება, ალბათ, რომ ქართველები ორ სფეროში ვართპროფესორები” _ ფეხბურთსა და პოლიტიკაში. პრაქტიკულად არ არსებობს ადამიანი, რომელიც ამ საკითხებშისიღრმისეულადარ იყოს ჩახედული და თავისი თვალსაზრისი თუ ვერსიები არ ჰქონდეს. პოლიტიკურად რაც გვჭირს, ჩვენ კი არა, მსოფლიო დონის ექსპერტები იმტვრევენ თავს და ვერ გარკვეულან

რაც შეეხება ფეხბურთს, საბჭოთა კავშირის ნგრევის პერიოდში, ერთ-ერთი პირველი, ვინც დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ქართული საფეხბურთო სამყარო იყო. თბილისის “დინამომ” უარი თქვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში თამაშზე და საქართველოში პირველი ეროვნული პირველობაც გაიმართა. შესაძლოა, ბევრს არც ახსოვდეს, რომ ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი შეხვედრა ეროვნულ სტადიონზე ფოთის “კოლხეთსა” და თბილისის “დინამოს” შორის გაიმართა და ის მატჩი სტუმრებმა დინამოელთა კაპიტნის, ერთადერთი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ფეხბურთელის _ გელა კეტაშვილის ავტოგოლით მოიგეს. სხვათა შორის, იმხანად ამბობდნენ, კეტაშვილს რუსულ კლუბში გადასვლის შესაძლებლობა ჰქონდა და ეროვნული მოტივით არ გაუშვესო. სამაგიეროდ, ანალოგიურ შესაძლებლობაზე უარი არ თქვა კახა ცხადაძემ და ჯერ მოსკოვის “სპარტაკში” წავიდა, შემდეგ _ მოსკოვის “დინამოში”, მერე კი კარიერა ფრანკფურტის “აინტრახტში” განაგრძო. ცხადაძე იმხანად ერის მოღალატედ გამოაცხადეს, თუმცა მან აჩვენა, რომ სპორტი და პოლიტიკა მისთვის ერთმანეთთან კავშირში არ იყო და ამიტომაც ატარა რამდენიმე წელს ნაკრების კაპიტნის სამკლავური.

ნაკლებად გაუმართლა ომარ თეთრაძეს. რომელიც არ მალავს, რომ ბებიის გვარზეა, ისე კი ბერძენი ოსიპოვი იყო. თეთრაძე მაშინვე მოიძულეს და თბილისის “დინამოდან” აბარგება მოუწია, თუმცა ომარი ღირსეული კაცია, წყენა გულში არ ჩაუდევს, დღემდე აქვს თბილისში სახლი, ხშირად ჩამოდის აქ და ის, რომ მისმა ბრწყინვალე საკლუბო და სანაკრებო კარიერამ საქართველოს გარეშე ჩაიარა, ჩვენთვის უფრო მტკივნეული უნდა იყოს, თორემ რუსეთის ნაკრების რიგებში თეთრაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზეც ითამაშა, ევროპისაზეც და სსრკ-ის ოლიმპიურ ნაკრებშიც ჩაატარა რამდენიმე მატჩი.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/sportis-foto.jpg

ძველ მაგალითებზე მსჯელობა დიდხანს შეიძლება, მაგრამ მთავარი სათქმელი ის არის, რომ ქართული ფეხბურთი დღეს არათუ კომაშია ან კვდება, არამედ, უბრალოდ, არ არსებობს. ამ სიტყვების გამო ბევრი გაგვაკრიტიკებს, მაგრამ შევეცდებით, დეტალურად ავხსნათ, რატომ არ არსებობს დღეს ფეხბურთი საქართველოში.

დავიწყოთ იმით, რომ დღეს საქართველო საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოს სარეიტინგო სიაში 118-ე ადგილზეა და ყოფილი პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებიდან მხოლოდ ყირგიზეთს, თურქმენეთსა და ტაჯიკეთს ვუსწრებთ. სამაგიეროდ, ჩვენზე წინ არიან ისეთი “საფეხბურთო” ქვეყნები, როგორებიცაა ეკვატორული გვინეა, ბოტსვანა, ეთიოპია, მავრიტანია, მოზამბიკი, ზიმბაბვე, რუანდა, ანტიგუა და ბარბუდა, სირია დიახ, ის სირია, რომელშიც, რამდენიმე წელია, სამოქალაქო ომი მიმდინარეობს და ფეხბურთისთვის არავის სცხელა, ჩვენზე წინ არის. ჰაერზე ნათქვამი: “ფეხბურთის თამაში ყველამ ისწავლა”, არ გამოგვადგება. როცა ფარერის კუნძულელები გისწრებს, სულ ცოტა, ჩუმად უნდა იყო, რადგან ფარერებზე პროფესიონალი ფეხბურთელები, უბრალოდ, არ არსებობენ და ნაკრებში ტაქსისტები, მეთევზეები და მასწავლებლები თამაშობენ. გვახსოვს კიდეც, ოფიციალურ თამაშზე ჩამოსულ ფარერელებს ერთხელ კაპიტანი ვერ ჩამოჰყვა, _ ტაქსისტია და შემცვლელი ვერ იპოვაო.

ბევრს გაუხარდა, როცა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გახდა, რადგან ბევრმა თქვა, კობი წესიერი კაცია, ფეხბურთს მიხედავსო, მაგრამ რად გინდა _ ეს წესიერი კაცი ახლა პარლამენტარიც არის და მოახერხებს თუ არა ორი პოსტის შეთავსებას, თავად განსაჯეთ. ფეხბურთი ცოცხალი ორგანიზმია და ყოველდღიური მუშაობა სჭირდება, პარლამენტი საკანონმდებლო ორგანოა და… ჩვენი აზრით, ამ ნაბიჯით კობიაშვილი ფეხბურთსაც ჩამოაშორეს და ვერც საკანონმდებლო ორგანოს შესძინეს წონიანი კანონმდებელი.

და მთავარი _ საქართველოში არ არის არანაირი პირობა, რომ ფეხბურთელი პროფესიონალად გაიზარდოს. ძველი თაობა _ არველაძეები, ქინქლაძე, ჯამარაული, ნემსაძე, ცხადაძე, კობიაშვილი და სხვები, საბჭოთა კავშირის პერიოდში გაიზარდნენ და ის მუხტი და მომზადება ბოლომდე გაჰყვათ. გადახედეთ ახლანდელ შემადგენლობას _ რომელი ფეხბურთელი თამაშობს ტოპ-ლიგებში? ლევან მჭედლიძე _ იტალიაში და… არადა, კალაძე “მილანში” იყო; დემეტრაძე _ “სოსიედადში”; ქინქლაძე, ცხადაძე, შელია, ქეცბაია პრემეირლიგაში თამაშობდნენ, კობიაშვილი, იაშვილი, ცქიტიშვილი _ ბუნდესლიგაში და “დინამოდან” ფეხბურთელები აზერბაიჯანში წასვლას თაკილობდნენ. ყაზახეთსა და უზბეკეთზე საუბარიც არ იყო, ახლა კი ეს ყველაფერი სანატრელი აქვთ ბიჭებს და სომხეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, უზბეკეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში (ქვედა ლიგებშიც) სიხარულით გარბიან. ამიტომაც, სხვადასხვა, არცთუ ძლიერ ლიგაში ოთხასამდე ქართველი თამაშობს, ხოლო მათი ნახევარზე მეტი _ რუსეთის ჩემპიონატის ქვედა ლიგებში.

აფხაზეთის ომის შემდეგ რუსეთს ლუკმაპურის საშოვნელად არაერთმა ქართველმა მიაშურა. ისინი რუსეთის სხვადასხვა ქალაქში ოჯახებით დაფუძნდნენ, მოქალაქეობაც მიიღეს და ახლა არაერთ ქართველ ფეხბურთელს რუსული პასპორტი აქვს. ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან ბიჭები იქ დაიბადნენ, იქ გაიზარდნენ და… სწორედ აქ იწყება უდიდესი პრობლემა. ბიჭები, რომლებიც რუსულ კლუბებში გაიზარდნენ და უმაღლეს დონეზე თამაში სურთ, სერიოზულ ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიან. მათ საქართველოს ნაკრებში ეძახიან და არამხოლოდ ეძახიან, უარს ერის ღალატად აფასებენ. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია გია გრიგალავა. გრიგალავა მძლავრად “როსტოვში” გამოჩნდა, ქართველებმა მისი არსებობა სწორედ მაშინ შევიტყვეთ და ფედერაციაში გიას ნაკრებში თამაში პრაქტიკულად აიძულეს. ის კი არა, ფედერაციაში ფეხბურთელის მამაც დაიბარეს, რუსულ პასპორტზე უარი ათქმევინეს, ნაკრებში ათამაშეს და… ფიფას წესების მიხედვით, როცა რომელიმე ფეხბურთელი ერთ სანაკრებო მატჩს მაინც გამართავს, სხვა ნაკრებში თამაშის უფლება კარიერის ბოლომდე აღარ აქვს. ამის შემდეგ გია რუსებმა აითვალწუნეს, სათამაშო დრო შეუმცირეს და ფეხბურთელი, რომელსაც ინგლისური პრემიერლიგის გუნდები აკვირდებოდნენ, ახლა კვიპროსზე აგორებს ბურთს და, სამწუხაროდ, დიდი კარიერა ოცნებად დარჩება.

იგივე იყო ჯანო ანანიძის შემთხვევაში. ქართულმა კლუბებმა ჯანო რომ დაიწუნეს, მამის მეგობარმა რეზო ჩელებაძემ საკუთარი კავშირებით მოსკოვის “სპარტაკში” ჩაიყვანა და დღეს ჯანო “სპარტაკის” ვარსკვლავია. მისი ფასი 15 მილიონია და… ეროვნულ ნაკრებში თამაშზე უარისმაგვარი რომ თქვა, ჯანო და მამამისი ერის მოღალატეებად შერაცხეს…

პერმის “ამკარის” ღირსებას იცავდა გიორგი ჯიქია. არავის გახსენებია ეს ბიჭი მანამ, სანამ ერთი თვის წინათ მოსკოვის “სპარტაკმა” მის სანაცვლოდ 25 მილიონი არ გადაიხადა. ამის შემდეგ ჯიქიას ფედერაციიდან დაურეკეს და ეროვნულ ნაკრებში თამაში შესთავაზეს. პარალელურად, “სპარტაკმა” ფეხბურთელი გააფრთხილა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ის მოქალაქეობას შეიცვლის, გუნდში ლეგიონერის სტატუსი და შესაბამისად, სათამაშო დროის პრობლემა ექნება. ამავე დღეშია გიორგი წიტაიშვილიც. კიევის “დინამოს” აღზრდილი ფეხბურთელი 17-წლამდელ უკრაინელ ბავშვებში საუკეთესოდ ითვლება, უკრაინელები მას ხელის გულზე ატარებენ, კიეველებს მისი დიდი იმედი აქვთ და… ფედერაცია მამამისს, ნაკრების ყოფილ ფეხბურთელ კობა წიტაიშვილს “ეჩალიჩება”, გიორგიმ საქართველოს ნაკრებში ითამაშოსო.

გვესმის, რომ ფედერაცია თავისას ცდილობს, მაგრამ ის რატომ გიკვირთ, როცა საკუთარ გუნდში გაზრდილ ფეხბურთელებს, როცა ისინი მოქალაქეობას იცვლიან, კლუბებში პრობლემები ექმნებათ? ჯიქიას, წიტაიშვილისა და სხვების გაზრდაში კლუბებმა ფული დახარჯეს, მათ პროფესიონალად ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი ითამაშეს და ხელის ერთი მოსმით ყველაფრის წყალში ჩაყრა ძნელი საყურებელია. საინტერესოა, ფედერაციაში თუ იციან ისეთი ფეხბურთელების არსებობის შესახებ, როგორიცაა არმავირის “ტორპედოში” მოთამაშე ირაკლი გეპერიძე, აგრეთვე, დავით ხურციძე, ლევან ჯღარკავა, ირაკლი ჭეჟია, “ტოსნოში” მოთამაშე გურამ თეთრაშვილი, “უფას” მეკარე გიორგი შელია, “ვოლგარელი” თემურ ბუკია, “ხიმკის” მცველი დიეგო მალანია, “კარპატელი” ამბროსი ჩაჩუა და სხვები არიან… ვინმემ იცის, ამ ბიჭებმა რა გზა გაიარეს, როგორ უჭირდათ, როგორ შრომობდნენ იმისთვის, რომ ქართული გვარებით რუსული გუნდის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრილიყვნენ და ახლა იმისთვის, რომ საქართველოში მოღალატეებად არ გამოაცხადონ, ყველაფრის ახლიდან დაწყება მოუწევთ.

ამიტომ ვამბობთ, რომ საქართველოში ფეხბურთი არ არსებობს, აქ ფეხბურთელები აღარ იზრდებიან, პირობები არ არსებობს, აშენებული საფეხბურთო მინისტადიონები პროფესიონალი ფეხბურთელების გასაზრდელად უვარგისია; უფრო მეტიც, მასზე თამაშიშას ტრავმის მიღების რისკი უდიდესია და ეს ყველამ იცის, უბრალოდ, ხმამაღლა არავინ ლაპარაკობს.

ერთ მაგალითს მოვიყვან კიდევ _ თბილისის “დინამოს” ძირითადი და სათადარიგო შემადგენლობა თავის დროზე საქართველოში ყველამ იცოდა. ახლა რამდენმა იცის საქართველოს უპირველესი კლუბის ხუთი ფეხბურთელი მაინც?! დაბარსელონასი”, “რეალის”, “ლივერპულის”? იმლივერპულის”, “დინამომთავის დროზე ანგარიშით 3:0 რომ დაანგრია

ნიკოლოზ იაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here