Home რუბრიკები საზოგადოება საქართველოში უცხოელი მიგრანტებისა და დევნილების რაოდენობა კრიტიკულ ზღვარს აღწევს

საქართველოში უცხოელი მიგრანტებისა და დევნილების რაოდენობა კრიტიკულ ზღვარს აღწევს

1624

აპირებს თუ არა ხელისუფლება სავიზოსაიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას?

სირიაში და სრულიად ახლოაღმოსავლეთის რეგიონში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველო უცხოელი დევნილების ახალახალ ნაკადს იღებს. ლტოლვილების მიერ საზღვრის გადმოკვეთა ისე უკონტროლოდ და სტიქიურად ხდება, რომ სახელმწიფო მათ აღრიცხვას, ფაქტობრივად, ვერ ახერხებს. გარკვეული მონაცემის შექმნა მხოლოდ მას შემდეგაა შესაძლებელი, როცა დევნილები თავშესაფრის მიღების მოთხოვნით შესაბამის სამსახურს მიმართავენ. თუმცა, იმის გამო, რომ მათი საკმაოდ დიდი ნაწილი ქვეყანაში კანონის გვერდის ავლით, არალეგალურად შემოდის, არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა, რომელიც აღნიშნული პროცესის დინამიკას დეტალურად დაგვანახვებს. მიუხედავად ამისა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული მონაცემიც საკმაოდ დამაფიქრებელია.

ლეგალურად შემოსული დევნილების საერთო რაოდენობა უკვე რამდენიმე ათასს შეადგენს. მაგალითად, 2011-2016 წლებში მხოლოდ ერაყიდან 2779 მოქალაქე შემოვიდა და ლტოლვილთა სამინისტროს თავშესაფრის თხოვნით მიმართა. ანალოგიური თხოვნით მიმართა აღნიშნულ უწყებას ეგვიპტის 205-მა, ირანის 199-მა და ბანგლადეშის 152-მა მოქალაქემ.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებიდან შემოსულ თავშესაფრის მაძიებლებს, 2011-2016 წლებში სირიიდან 184 მოქალაქე შემოვიდა, ნიგერიიდან _ 95, ინდოეთიდან _ 47, სომალიდან _ 44, პაკისტანიდან _ 41, კამერუნიდან _ 25, განადან _ 14 და კონგოდან _ 8. მთლიანობაში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მსოფლიოს 50-ზე მეტი სახელმწიფოდან საქართველოში შემოვიდა 5 179 მოქალაქე და მათგან თავშესაფრის მიცემაზე უარი მხოლოდ 118-მა მიიღო. ცხადია, არც ერთი მათგანი დღეს სამშობლოში დაბრუნებაზე არ ფიქრობს და საქართველოს მოქალაქეობას ელოდება. თანაც, როგორც გითხარით, ზემომოყვანილი ციფრები მხოლოდ ოფიციალური მონაცემებია; არაოფიციალურად და არალეგალურად კი, ცხადია, მეტი მიგრანტი თუ ლტოლვილია შემოსული და უახლოეს მომავალში, ალბათ, გაცილებით მეტი შემოვა. ყოველ შემთხვევაში, კონტროლის მექანიზმების არარსებობის პირობებში მათი სტიქიური შემოდინებისგან სახელმწიფოს არაფერი იცავს.

ეს პროცესი ჯერ კიდევ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში დაიწყო, როცა “ნაცმოძრაობის” ბუღამ თითქმის მთელი საქართველო თავისუფალ ეკონომიკურ ზონად გამოაცხადა და აფრიკისა თუ ახლო აღმოსავლეთის ასზე მეტ სახელმწიფოსთან უვიზო მიმოსვლა შემოიღო. “ვარდოსნები” იმხანად ამაყად აცხადებდნენ, რომ სავიზო-საიმიგრაციო პოლიტიკის “ლიბერალიზაცია” ეკონომიკურ აღმავლობას გამოიწვევდა და საქართველო მალე მეორე დუბაი გახდებოდა. ასე გახსნეს საზღვრები და მოკლე ხანში თბილისი არაბებით, ერაყელებით, სირიელებით, ირანელებითა და აფრიკელებით გაივსო. ინვესტიციებიცმალევე დაეტყო დედაქალაქს _ ცენტრალურ უბნებსა და პროსპექტებზე არაბული ჩილიმბარები ჩამწკრივდა; აღმაშენებლის გამზირი, რესპუბლიკის მოედანი და სხვა პრესტიჟული ადგილები სამეძაო სახლებით გადაიჭედა, თბილისი ბორდელების ქალაქად გადაიქცა

როგორც ჩანს, ეს პროცესი ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში დაუბრკოლებლად გაგრძელდება და ხვალ-ზეგ კიდევ მრავალ ათას უცხოელს ვიხილავთ ჩვენს ქვეყანაში. ზოგისთვის ამას დემოკრატია დაერქმევა და ზოგისთვის _ ტოლერანტობა. ფაქტია: ქვეყანას, რომელსაც თავისი 300 ათასამდე ლტოლვილი ვერ დაუბინავებია და ნახევარ მილიონზე მეტი სოციალურად დაუცველი ნორმალურად ვერ შეუნახავს, უცხოელი დევნილებისა თუ მიგრანტების სტიქიურად მიღება კარგს არაფერს მოუტანს

უნდა გამკაცრდეს თუ არა სავიზო-საიმიგრაციო პოლიტიკა, უნდა გაართულოს თუ არა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ უცხოელებისთვის თავშესაფრის მიცემის პროცედურა და საჭიროა თუ არა შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციები? _ ამ საკითხზე “საქართველო და მსოფლიომ” კომენტარი ოპოზიციის წარმომადგენლებს სთხოვა.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/36638882.jpg

ვინმე აკონტროლებს, ვინ შემოდის, რა მოტივით და რას აკეთებს შემოსვლის შემდეგ?!”

თამაზ მეჭიაური, ყოფილი დეპუტატი:

_ მხოლოდ იმ მოტივით, რომ მეტი ტურისტი შემოვიდეს და შემოსავალი მიიღოს ქვეყანამ, რა თქმა უნდა, საზღვრები არ უნდა გახსნა და უცხო ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე მარტივად არ უნდა შემოუშვა. ეს კარგის მომტანი რომ იყოს, ყველა სახელმწიფო ასე მოიქცეოდა. ეს ერთი.

და მეორე _ საერთოდ, ვინმე აკონტროლებს, ვინ შემოდის, რა მოტივით და რას აკეთებს შემოსვლის შემდეგ?

მართლა მაინტერესებს, თუ არსებობს შესაბამისი სამსახური, რომელიც ამას გააკონტროლებს. ევროპის წამყვან ქვეყნებში, სადაც ათჯერ და ასჯერ მეტია კონტროლის მექანიზმი, უკვე ქაოსია და საქართველოს ვინ დაიცავს?! ხვალ-ზეგ აქ ცუდი რამ რომ მოხდეს, ვინ აგებს პასუხს? ცხადია, ჩვენ ვერ ვიქნებით ჩაკეტილი, იზოლირებული სახელმწიფო, მაგრამ იმ პროცესის ფონზე, რომელიც დღეს მიმდინარეობს ახლო აღმოსავლეთში, ჩვენი სავიზო-საიმიგრაციო პოლიტიკა უნდა გადაიხედოს. საქართველოს თვითონ ჰყავს ათიათასობით დევნილი, მათთვის ვერ მიუხედავს და ვის უნდა დაეხმაროს? ვის უნდა მისცეს თავშესაფარი ამ ქვეყანამ, როცა მის მოქალაქეებს საზღვარგარეთ გაქცევაზე უჭირავთ თვალი?

_ მიგრანტების უმრავლესობა გარკვეული პერიოდის შემდეგ საქართველოს მოქალაქეობის მიღებას ცდილობს, იძენს მიწას და აქ მკვიდრდება. როგორ ფიქრობთ: რა ზომები შეიძლება მიიღოს სახელმწიფომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად?

_ ამ საკითხზე ყოველთვის მქონდა ჩემი პოზიცია და ის დღემდე არ შემიცვლია _ ქართული მიწა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გასხვისდეს უცხოელზე. ამ საკითხზე კანონი უნდა არსებობდეს, იყო კიდეც, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლომ ეს კანონი გააუქმა. მიზეზად კი დასახელდა, რომ თურმე ის ეწინააღმდეგებოდა საკონსტიტუციო ნორმებს, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია, რაში მდგომარეობდა ეს წინააღმდეგობა. თუ ვიღაცას მიაჩნდა, რომ ამით დემოკრატია ირღვეოდა, ვინ დაიცავს იმ ქართველი გლეხის უფლებებს, რომელიც ხვალ-ზეგ შეიძლება მიწის გარეშე დარჩეს?! ხოლო თუ ფიქრობდნენ და ფიქრობენ, რომ ამ კანონის გაუქმებით ქვეყანა უფრო მეტ ეკონომიკურ სარგებელს მიიღებდა, ჩემი აზრით, ვერანაირი ეკონომიკური სარგებელი ვერ აანაზღაურებს საფრთხეს, რომელსაც სახელმწიფოს მთავარი საფუძვლის, მიწა-წყლის, უცხოელზე გასხვისება შექმნის.

რაც შეეხება დღევანდელ პარლამენტს, საპარლამენტო უმცირესობაში (და იმედია, უმრავლესობაშიც) არიან სუბიექტები, რომლებსაც ეს საკითხი სერიოზულად აინტერესებთ, ამიტომ ვფიქრობ, უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს რეგულაციების მიღებაზე მსჯელობა. არ შეიძლება, უცხოელსა და ქართველს ერთნაირად შეეძლოთ მიწის ყიდვა. ასე არც ერთ ნორმალურ სახელმწიფოში არ ხდება. ეს მიდგომა თუ არ შეიცვალა, ქვეყანა აღმოჩნდება ძალიან მძიმე მდგომარეობაში, იმიტომ, რომ ამ კანონმდებლობის პირობებში ყველა საუკეთესო მიწას იყიდიან უცხოელები და ქართველი გლეხი დარჩება ულუკმაპუროდ

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/marshania.jpg

გადაწყვეტილებების მიმღებ პოლიტიკურ ძალას სახელმწიფოებრივი აზროვნება და მიდგომა არ აქვს

ადა მარშანია, დეპუტატი, საპარლამენტო უმცირესობის წევრი:

_ საზღვრების გახსნა და უცხოელი მიგრანტებისა თუ ლტოლვილების უკონტროლოდ შემოშვება პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ გადაწყვეტილების მიმღებ პოლიტიკურ ძალას სახელმწიფოებრივი აზროვნება და მიდგომა არ აქვს. როგორც ჩანს, საზოგადოების ზურგს უკან ხდება სხვადასხვა შეთანხმება, არ ვიცი, ვისთან, ალბათ, ევროპასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და მერე ამის შესახებ ძალიან გვიან შეიტყობს ხოლმე არა მხოლოდ საზოგადოება, არამედ ჩვენც _ დეპუტატები. ამ ყველაფრის უკან, რა თქმა უნდა, გარკვეული ინტერესებია. თუმცა ეს არ დაწყებულა ამ ხელისუფლების პირობებში, ჩვენ გვახსოვს, რა პოლიტიკა ჰქონდა ამ მხრივ სააკაშვილის რეჟიმს და მერე როგორი სიამაყით აცხადებდნენ, _ ქვეყანაში ინვესტიციების ბუმიაო…

_ როგორ ფიქრობთ, ამჟამინდელ პარლამენტში შესაძლებელია სავიზოსაიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებაზე მსჯელობა?

_ ამ მხრივ გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები რომ აუცილებელია, ცხადია. უკვე ძალიან ბევრი უცხოელი შემოვიდა და დღითიდღე მეტი შემოდის. თანაც, შემოდიან ოჯახებით, ჩვილი ბავშვებით… ეს დამაფიქრებელი ფაქტია. სწორად გამიგეთ, არ ვამბობ, რომ საზღვრები ჩავკეტოთ და არავინ შემოვუშვათ, მაგრამ სახელმწიფოს პოლიტიკა, მათ შორის სავიზო-საიმიგრაციო კუთხითაც, ქვეყნის ინტერესებზე დამყარებული უნდა იყოს.

მე, როგორც პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, ამ საკითხის განხილვას მოვითხოვ. ამ ეტაპზე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია. დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

ჯაბა ჟვანია

P.S. რა საფრთხისა თუ გამოწვევის წინაშეც უნდა ვიდგეთ, იმის იმედი, რომ ივანიშვილის პოლიტიკური შთამომავლობა სავიზოსაიმიგრაციო პოლიტიკას თუნდაც უმნიშვნელოდ გაამკაცრებს, არ უნდა გვქონდეს. რატომ? _ იმიტომ, რომ დღევანდელი ხელისუფლება და განსაკუთრებით საპარლამენტო უმრავლესობა, სოროსის გრანტნაწოვი იუდები არიან. ცხადია, მათთვის სახელმწიფო მხოლოდ საძოვარია და იმის შიშით, რომ საბალახო არ მოაკლდეთ, აუტკივარ თავს ნამდვილად არ აიტკივებენ. სულ მალე იმ ათასობით არაბს, ერაყელსა თუ აფრიკელს ქართულ პასპორტებს დაურიგებენ, მოქალაქეობას ლანგრით მიართმევენ და მიწებსაც უყოყმანოდ უფეშქაშებენ.

ასე იზეიმებსდემოკრატიადა მულტიკულტურიზმი საქართველოში.

1 COMMENT

  1. ქართველებს გვავიწროებენ,ჩვენი განადგურება სურთ.ის,რაც სომხებმა,თათრებმა,ჩრდ.კავკასიელმა ტარაკანებმა და რუსებმა დაგვაკლეს,ეხლა ეს არაქართველები გვიკეთებენ,მთავრობაში რომ გვიზიან.

  2. unda aigrcalos am ucxoeli ltolvilebis shemosvla saqartveloshi. da mkacrad unda gakontroldes . chven chveni qartveli eri unda davibrunot da ara atasnairi rjulebit aavson saqartvelo. omis veterani meuxle myavs wlebia qirit vcxovrobt sakutari araferi gagvachnia dacarielebuli cxovrebit gviwevs siristian sashinel binashi cxovreba. ramdenjel mivmartrt qalaqis mers baton ermakovs gamoeyo chventvis sacxovrebeli farti ro sakutari bina gvqonoda tumca gulcivi uari iyo yoveltvis pasuxad. martla wlebis ganmavlobashi samshoblos sadarajoze idga omic xirseulad moiara misi sicocxlis da jamrtelobis shewirvis safasurad. aseti adamiani usaxkarod unda iyos da vixac atasi rjulis xalxs binebs unda chuqniden da komfortul cxovrebas unda uwyobden. Sircxvili chveni mtavrobis xmerti dausjels aravis datovebs vinc chven ase usamartlod da uyuradxebot gvtovebs.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here