Home რუბრიკები საზოგადოება საერთაშორისო ორგანიზაციების ახალგაზრდული სამიტი 2017

საერთაშორისო ორგანიზაციების ახალგაზრდული სამიტი 2017

1125

საქართველოს სახელმწიფოს წინაშე მდგარი ამოცანების წარმატებით გადაჭრის საქმეში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება მსოფლიოში საქართველოს, როგორც დემოკრატიული, წარმატებული რეფორმატორული, სტაბილური, უსაფრთხო, მიმზიდველი ბიზნესგარემოსა და მდიდარი კულტურის მქონე ქვეყნის იმიჯის განმტკიცებას.

რისთვისაც აუცილებელია რომ გვქონდეს ფუნდამენტური ცოდნა იმ რიგ საკითხებთან დაკავშირებით თუ რას მოიცავს საერთაშორისო სისტემა და რა როლს თამაშობენ საერთაშორისო ორგანიზაციები ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, უსაფრთხოების, სტაბილურობისა და განვითარების სრულად უზრუნველყოფა, ურთიერთდამოკიდებულ სამყაროში მხოლოდ მჭიდრო თანამშრომლობით არის შესაძლებელი. შესაბამისად, საქართველო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო სისტემის ფარგლებში და მონაწილეობს გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებაში. თუმცა,მხოლოდ ქვეყნის მონაწილეობა გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებაში არ არის საკმარისი რომ ძლიერი და გავლენიანი სახელმწიფო ვიყოთ,სადაც მტკიცე ინსტიტუციები იქნება ჩამოყალიბებული. სახელმწიფოს სიძლიერეს სხვა ყველა კომპონენტთან ერთად განსაზღვრავს ცოდნითა და უნარებით ძლიერი ახალგაზრდობა. სწორედ ამ მიზნით, ,,საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტი’’ 18-19 და 20 თებერვალს 14 დან 25 წლამდე ახალგაზრდებს სთავაზობს “საერთაშორისო ორგანიზაციების ახალგაზრდული სამიტი 2017-ს”, რომელიც გააერთიანებს ქვეყნის მასშტაბით მოტივირებულ ახალგაზრდებს და მისცემს მათ შანსს რომ იმუშავონ მსოლიოსა და საქართველოში მიმდინარე ყველაზე აქტუალურ და პრობლემატურ საკითხებზე,განივითარონ კრიტიკული და ანალიტიკური უნარ-ჩვევები,დააფიქსირონ საკუთარი აზრი და დაიცვან საკუთარი პოზიცია, ისწავლონ და პრაქტიკაში დანერგონ გუნდური მუშაობის პრინციპები,მიიღონ საერთაშორისო დონის გამოცდილება,გაიღრმავონ ლიდერული უნარ-ჩვევები და ერთად შექმნან წარმატებული საქართველოს საწინდარი.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/15591353_583316588530985_5362836077144927905_o.jpg

საერთაშორისო ორგანიზაციების ახალგაზრდულ სამიტზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი კომიტეტები: ‣ ევროკავშირის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტი ‣ ნატოს სამხედრო კომიტეტი ‣ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი ‣ ეუთოს მუდმივი კომიტეტი ‣ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური კომიტეტი ‣ წითელი ჯვრის ცენტრალური კომიტეტი ‣ გრინპისის კომიტეტი ‣ ოპეკის კომიტეტი.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მისამართზე: https://www.facebook.com/GIONFE/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here