Home რუბრიკები საზოგადოება უზნეობა დემოტრაკიის სახელით

უზნეობა დემოტრაკიის სახელით

გოგონამ ქალწულობა აუქციონზე გაიტანა გასაყიდად

20 ქალიდან, რომლებიც ნევადაში (აშშ) ლეგალურად მოქმედ ბორდელრანჩო კიტ კეტშიმუშაობენ, კეტრინ სტოუნი ერთადერთი ქალწულია.

21 წლის გოგონა კეტრინ სტოუნი ბორდელ “რანჩო კიტ კეტში” ამა წლის მაისიდან ცხოვრობს, სწავლობს თავისი პროფესიის ანაბანას და კლიენტებს ართობს, ოღონდ სექსის გარეშე. მან თავისი ქალწულობა გასაყიდად გამოიტანა _ სთავაზობს მას, ვინც მეტ თანხას გადაიხდის. ეს გადაწყვეტილება სტოუნმა, რომელიც იურისტობაზე ოცნებობს, იმიტომ მიიღო, რომ სურს, თავის ოჯახს დაეხმაროს _ 2014 წლის დეკემბერში სიეტლში მისი მშობლების სახლს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა, ოჯახმა ყველაფერი დაკარგა, მაგრამ ყველაზე საშინელი იყო ის, რომ სახლი დაზღვეული არ ჰქონიათ.

“რაღაც პერიოდის განმავლობაში მშობლები დამწვარ სახლში ცხოვრობდნენ, _ განუცხადა კეტრინმა “ვაშინგტონ პოსტს” სატელეფონო ინტერვიუში, _ მომხდარის შემდეგ ძალიან ძნელი იყო ფეხზე წამოდგომა”.

კეტრინმა შარშან ზაფხულში შეიტყო ისტორია ნატალი დილანისა, რომელმაც ქალწულობა 2008 წელს აუქციონზე გაიტანა გასაყიდად, რათა კოლეჯში სწავლის საფასური გადაეხადა. დილანს ონლაინაუქციონის მოწყობაში ნევადელი “ბიზნესმენი”, ბორდელების ქსელის მფლობელი დენის ჰოფი დაეხმარა. კეტრინ სტოუნმაც დახმარებისთვის დენის ჰოფს მიმართა. გოგონამ თავისი ისტორია “სი-ენ-ენის” ჟურნალისტ ლიზა ლინგს მოუყვა გადაცემაში “ასეთია ცხოვრება” (This is Life). სოციალურ ქსელში განცხადება ვნახე ბორდელების შესახებ. ფული მჭირდებოდა და ამან მაიძულა, მეფიქრა: ვაუ, ეს ხომ შანსია, მოვიწყო ყველაფერი ისე, როგორც მჭირდება”, _ უთხრა სტოუნმა ლიზა ლინგს.

ნევადა _ ეს არის აშშ-ის ერთადერთი შტატი, რომელშიც პროსტიტუცია ლეგალიზებულია. ამ შტატში 18 ლეგალური ბორდელია.

დენის ჰოფი ამბობს, რომ კეტრინ სტოუნი თავდაპირველად რესტორანში მუშაობდა, შემდეგ კი სთხოვა კლიენტებისთვის მასაჟისა და “რაღაცების” გაკეთება. თუ არ ჩავთვლით კეტრინ სტოუნის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას აუქციონზე ქალწულობის გაყიდვის თაობაზე, სტოუნი ამჟამად დაკავებულია კლიენტების გართობით. ის შემოსავლის 50 პროცენტს იღებს, 50 პროცენტი კი ჰოფს რჩება. სტოუნის თქმით, მისმა კლიენტებმა იციან, რომ ის ქალწულია.

რაც შეეხება შემოთავაზებას, კეტრინს აქვს სამი სერიოზული წინადადება. ყველაზე მეტ თანხას _ 400 ათას დოლარს ერთ-ერთი კლიენტი სთავაზობს, მაგრამ ეს “მხოლოდ დასაწყისია და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ჯერ ადრეა”.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/riki-martini-da-misis-qmari.jpg

რიკი მარტინი გათხოვდა

პუერტორიკოელი მომღერალი და მსახიობი რიკი მარტინი (ენრიკე მარტინ მორალესი) უკვე 6 წელიწადია, არ მალავს თავის სექსუალურ ორიენტაციას და საზოგადოებაში ახალახალ ბოიფრენდებთან ერთად ჩნდება. ახლახან კი ერთერთ ტელეშოუში განაცხადა, რომ ქორწინდება მამაკაცზე. 44 წლის რიკი მარტინის .. პარტნიორია ჯვან იოსეფი, 33 წლის ლონდონელი მხატვარი, რომელიც სირიაში დაიბადა და შვედეთში გაიზარდა.

“მე მომწონს, როგორც ქალები, ასევე, მამაკაცები. მე გეი ვარ, აღტაცებული ვარ მამაკაცებით, მაგრამ მინდა დავტკბე სექსუალური თავისუფლებით. თუ გამიჩნდება სურვილი ქალის მიმართ, მექნება მასთან სექსი”, _ განაცხადა რიკი მარტინმა წლის დასაწყისში, ახლახან კი მამაკაცზე დაქორწინება გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ რიკი მარტინს სუროგატი დედისგან 2 შვილი ჰყავს, 8 წლის ტყუპი _ ვალენტინო და მატეო. ახლა მათ “დედიკო” მარტინი და “მამიკო” ჯვანი გაზრდიან.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/taiwan-politics-gay-marriag.jpg

ტაივანელები ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინების ლეგალიზების წინააღმდეგ გამოვიდნენ

ტაივანის დედაქალაქ ტაიბეიში რამდენიმე დღის წინათ ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში საპროტესტო აქციაზე. ტაივანის მცხოვრებლებმა გააპროტესტეს ხელისუფლების განზრახვა ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინების ლეგალიზების შესახებ.

საპროტესტო აქცია გაიმართა პარლამენტის შენობასთან, სადაც მიმდინარეობდა ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინების ლეგალიზების კანონპროექტის განხილვა. აქციის მონაწილეებმა, რომლებსაც შეუერთდნენ კუნძულ ტაივანის სამხრეთიდან ჩამოსული ქრისტიანული ალიანსის წევრები, ხელისუფლებას აღნიშნულ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება მოსთხოვეს.

თუ კანონს მიიღებენ, ტაივანი აზიის რეგიონში პირველი სახელმწიფო იქნება, რომელშიც ჰომოსექსუალებს ერთმანეთზე დაქორწინება კანონიერად შეეძლებათ.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/kanadashi-mesame.jpg

კანადაშიმესამე სქესიდააკანონეს

კანადის ხელისუფლებამ ნება დართო მსურველებს, საიმიგრაციო დოკუმენტებში მიუთითონმესამე სქესი”. ცვლილება შეეხო ელექტრონულ სისტემას (ETA), რომლის მოთხოვნების დაკმაყოფილებაც აუცილებელია კანადაში ჩასვლის მსურველთათვის.

ახალი დოკუმენტის მიხედვით, გრაფაში “სქესი”, “მამრობითისა” და “მდედრობითის” გარდა, მითითებულია კიდევ ერთი ვარიანტი _ “სხვა”. ასე გადაწყვიტა კანადამ პრობლემა იმ პირებისა, რომლებიც პასპორტის მიხედვით “მესამე სქესს” მიეკუთვნებიან. აქამდე ასეთ პირებს პრობლემები ჰქონდათ ქვეყანაში შესვლაზე, რადგან ავტომატიზებული სისტემა მათ განაცხადს ბლოკავდა. ამჟამად მსოფლიოს 7 ქვეყანა (ავსტრალია, ბანგლადეში, გერმანია, ინდოეთი, ნეპალი, ახალი ზელანდია და პაკისტანი) აძლევს თავის მოქალაქეებს უფლებას, პასპორტში მიუთითონ სქესი, რომელიც განსხვავებულია მამრობითისა და მდედრობითისგან.

1 COMMENT

  1. ასეთი პიროვნებები საბჭოთა ეპოქაშიც არსებობდნენ და მათ გერმოფრედიტები ერქვათ ან ჰქვიათ. დღეს მით უმეტეს, ლგბტ ორგანიზაციის წევრობის გამო თავსაც იწონებენ. თუ ასე გაგრძელდა სოდომისა და გომორას განმეორება არ აგვცდება! თითქოს პლანეტამ მათ გარშემო უნდა იტრიალოს და თითქოს სხვა დანარჩენი პრობლემა მოგვარებული გვაქვს, მაშინ როდესაც ბავშვები შიმშილით იხოცებიან! დროა, რეალურ საქმეზე გადასვლისა, რასაც სამუშაო ადგილები ჰქვია, ეკონომიკის ამოქაჩვა ჰქვია, რასაც ხალხის კეთილდღეობა ჰქვია. დანარჩენი დალაგდება!….

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here