Home რუბრიკები სამართალი სასაზღვრო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს

სასაზღვრო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს

724

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა _ დათო ნიკოლეიშვილი. 

სასაზღვრო პოლიციის ახალმა უფროსმა შს მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. “სახელმწიფო საზღვრის დაცვა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამ თანამდებობის დაკავება ჩემთვის უაღრესად საპასუხისმგებლოა. მთელ ჩემს პროფესიულ გამოცდილებასა და ენერგიას იმისკენ მივმართავ, რომ განხორციელდეს დაგეგმილი რეფორმები და სასაზღვრო პოლიცია ჩამოყალიბდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, წარმატებულ სტრუქტურად”, _ აღნიშნა დათო ნიკოლეიშვილმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here