Home რუბრიკები პოლიტიკა ნოდარ ხადური კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარედ დანიშნეს

ნოდარ ხადური კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარედ დანიშნეს

649

ყოფილი ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარედ დანიშნეს. შესაბამისი ბრძანება მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

ბრძანებას ხელს აწერს საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. მთავრობის ახალ შემადგენლობაში ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ნოდარ ხადური ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შეცვალა. ნოდარ ხადურის დანიშვნამდე, კონკურენციის სააგენტოს გიორგი ბარაბაძე ხელმძღვანელობდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here