Home რუბრიკები პოლიტიკა გერმანიის პრეზიდენტი ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების მომხრეა

გერმანიის პრეზიდენტი ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების მომხრეა

გერმანიის პრეზიდენტის იოაჰიმ გაუკის აზრით, ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივები საფრთხეს უქმნის კავშირის მშვიდ პოლიტიკურ ცხოვრებას და ამბობს, რომ პროცესი საკმაოდ სწრაფად პროგრესირებს. “ევროკავშირში ევროპული ქვეყნების ინტეგრაციის პროცესი დროებით უნდა შეჩერდეს”. _ განაცხადა პრეზიდენტმა იოაჰიმ გაუკმა გამოცემა „ველტისთვის“ (Die Welt) მიცემულ ინტერვიუში.

გერმანიის ლიდერის განცხადებები ბრიუსელის საკითხის რეალურ კონსტანტირებას ახდენს, რომელიც გულისხმობს კავშირში ახალი წევრების გაერთიანებას: თურქეთის ევროინტეგრაციის პროცესი გაყინულია, შეჩერდა, ხოლო უკრაინის შანსები გაიზარდა. ამის მიუხედავად, მთელი რიგი ევროპელი ქვეყნებისა ითხოვენ “ევროპული სახლის” დაკეტვას მასში გაწევრიანების მსურველთათვის. გერმანიის ლიდერი ირწმუნება, რომ ევროკავშირმა პაუზა უნდა აიღოს კავშირის გაფართოების კუთხით და  უნდა იფიქროს სამომავლო გეგმებზე და განვითარებაზე. „როდესაც ევროკავშირს ვქმნიდით, შევიმუშავეთ კონცეფცია, რომელზეც თაობები ვერც კი იოცნებებდნენ, მაგრამ გაერთიანების პროცესი ძალიან დავაჩქარეთ. ალბათ, დროა პაუზა ავიღოთ და ჩვენს მომავალ მიზნებსა და სტრატეგიაზე ვიმსჯელოთ,“ _ აღნიშნა გაუკმა. “ხალხს  სჭირდება სახლი, სამშობლო, ისინი უნდა გრძნობდენენ, რომ არიან რაღაც ერთობის ნაწილი. ყველა ხომ  არ მიიჩნევს საკუთარ თავს მსოფლიო მოქალაქედ. სამომავლოდ სახელმწიფო პრობლემები უნდა გადაწყდეს ნაციონალურ დონეზე, ქვეყნის შიგნით”. _ დასძინა გერმანიის პრეზიდენტმა. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here