Home რუბრიკები სამართალი დიანა გვიშიანი: დამისახელეთ ერთი ადამიანი მაინც, რომელსაც თვალწინ ძმისშვილს მოუკლავენ, მის შვილს...

დიანა გვიშიანი: დამისახელეთ ერთი ადამიანი მაინც, რომელსაც თვალწინ ძმისშვილს მოუკლავენ, მის შვილს მანქანით გადაუვლიან და, თუ იარაღი აქვს, არ ესვრის

1161

2016 წლის 30 ივლისს წალკის რაიონის სოფელ ნარდევანში საზარელი მკვლელობა მოხდა. სოფლის მოსახლეობის თვალწინ 23 წლის ახალგაზრდავინჩესტერიდანგასროლით მოკლეს. მას შემდეგ ეძებენ ოჯახის წევრები სამართალს _ რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართეს პროკურატურასთან, მაგრამ უშედეგოდ

სახელისუფლო პარტიამ ქვემო ქართლში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში რის ვაი-ვაგლახით გაიმარჯვა, რაც უპრეცენდენტო შემთხვევაა, რადგან ქვემო ქართლი, როგორც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონი, ყოველთვის ხელისუფლების საყრდენად ითვლებოდა. წალკის რაიონის მცხოვრებნი არჩევნების “ძლივს” მოგებას სწორედ ამ მკვლელობას უკავშირებენ; თვლიან, რომ ეს განაპირობა სოფელ ნარდევანში მომხდარმა საზარელმა მკვლელობამ, რომელიც “ნაცმოძრაობის” ყოფილმა წევრმა, ამჟამად “ქართული ოცნების” სახელით საკრებულოში მყოფმა სამსონ თამარიანმა ხალხის დასაშინებლად ჩაიდინა. საკრებულოს წევრი სამართალდამცველებს არ დაუკავებიათ, უფრო მეტიც, ის საქმიანობას განაგრძობს და სამსახურებრივი უფლება-მოვალეობის გადაჭარბების მუხლით ნასამართლევი, რაიონის რამდენიმემილიონიან ბიუჯეტს განაგებს. ქვემო ქართლში ასეთი ამბები არ იმალება, საამისოდ პატარააო, _ ამბობენ სოფელ ნარდევანის მცხოვრებლები და დასძენენ, როცა ეს ამბავი მთელი სოფლის თვალწინ მოხდა და “ნაცმოძრაობის” ყოფილი წევრი არ დაიჭირეს, ქვემო ქართლში ხმა დაირხა, ხელისუფლებაში ნაციონალები მოდიანო. სწორედ ამის გამო კინაღამ წააგო ხელისუფლებამ არჩევნები.

რა მოხდა სოფელ ნარდევანში და რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს თამარიანებისა და მელტონიანების ოჯახები, რაც საზარელი მკვლელობით დასრულდა? ამ თემაზე მელტონიანების ოჯახის ადვოკატი _ დიანა გვიშიანი გვესაუბრება:

_ უკვე მერამდენე აქცია გავმართეთ საქართველოს პროკურატურის წინ, მაგრამ ამაოდ. არადა, დღისით, მზისით, საშინელი ფაქტის მომსწრე შეიქნა მთელი სოფელი… წალკის რაიონის სოფელ ნარდევანში არის ორი ოჯახი _ მელტონიანებისა და თამარიანების. ოჯახის უფროსია სამსონ მელტონიანი, “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი, რომელიც შემდეგ “ქართულ ოცნებაში” გადავიდა. ამჟამადაც და “ნაცმოძრაობის” პერიოდშიც წალკის საკრებულოს წევრი და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელი იყო. არ იცის ქართული, არის ნასამართლევი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბების მუხლით. დანაშაული აღიარა და საპროცესო გარიგებით გამოვიდა. 5-წლიანი პირობითი სასჯელი ჰქონდა და ექვსი თვით ეკრძალებოდა სახელმწიფო სამსახურში მუშაობა. მისი ბიოგრაფია და ჩადენილი დანაშაულების ნუსხა ხელთ მაქვს. 2004 წლიდან სამსონ თამარიანი სოფელ ნარდევნის გამგებელი იყო, 2008 წელს დააპატიმრეს, მაგრამ 2010 წელს “ნაცმოძრაობის” სიით საკრებულოში შევიდა. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბების გამო დაპატიმრებულ ადამიანს კვლავ საფინანსოსაბიუჯეტო განყოფილება ჩააბარეს, თანაც მან არ იცის სახელმწიფო ენა და აქვს მხოლოდ არასრული საშუალო განათლება. აი ასეთ ადამიანს აბარია რამდენიმემილიონიანი ბიუჯეტი. ეს ყველაფერი ათი წლის განმავლობაში გრძელდება. ასეთია სამსონ თამარიანის მოკლე ბიოგრაფია.

აიკ მელტონიანი საქართველოს პარლამენტის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატია. საკანონმდებლო ორგანოში 2003 წელს შევიდა ოპოზიციური პარტიიდან. აიკ მელტონიანი “ქართული ოცნების” ერთ-ერთი დამფუძნებელია და სწორედ ამის გამო დაიწყო მელტონიანისა და თამარიანების ოჯახების დაპირისპირება, თავდაპირველად მსუბუქი ფორმით, მაგალითად, დენის კაბელის გადაჭრით, სიტყვიერი შეურაცხყოფით და სხვ.

2012 წელს, როდესაცქართული ოცნებახელისუფლებაში მოვიდა, ვითარება გამწვავდა, მაგრამ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე დამოუკიდებელი კანდიდატი სამსონ თამარიანი კვლავ საკრებულოში აღმოჩნდა, ამჯერადოცნებისსახელით. აიკ მელტონიანი კი შინ წავიდა, ორი ვაჟი ჰყავს და მათ აღზრდას მოჰკიდა ხელი, თუმცა უსიამოვნებები გრძელდებოდა.

2016 წლის 30 ივლისს სოფელ ნარდევანში ტრაგედია დატრიალდა. საღამოს ხუთ საათზე საკრებულოს წევრი სამსონ თამარიანი თავისი “მერსედესით” სოფლის ცენტრში აიკ მელტონიანის ვაჟს დაეჯახა, ორივე ფეხი გადაუტეხა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მოწმეები ამბობენ, რომ, სანამ მანქანით დაეჯახებოდა, თამარიანი ბავშვს აგინებდა და ერთხელ დაჯახების შემდეგ კვლავ ცდილობდა დაჯახებას, მაგრამ პატარა მერგელ მელტონიანი მისმა ბიძაშვილმა გზიდან გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილას უამრავი ხალხი შეიკრიბა, მოვიდა ბავშვის მამა აიკ მელტონიანიც, ყოფილი დეპუტატი, აგრეთვე, პოლიციის უფროსი, სასწრაფო დახმარების მანქანა. ამ მომენტში კვლავ გამოჩნდა სამსონ თამარიანის მანქანა, საჭეს მისი ვაჟი ანდრანიკ თამარიანი უჯდა, მის გვერდით იყო ბიძა. ანდრანიკ თამარიანმა მანქანა გააჩერა, ხელში “ვინჩესტერით” გადმოვიდა, თავში დაუმიზნა მერგელ მელტონიანის ბიძაშვილს, 23 წლის ანდრონიკ მელტონიანს და ერთი გასროლით ადგილზე მოკლა. შემდეგ კვლავ შეეცადა გასროლას, მაგრამ იარაღმა უმტყუნა. ამასობაში ანდრანიკ თამარიანის ბიძამ, სამველ თამარიანმა, ადგილიდან დაძრა მანქანა იმისათვის, რომ გაეტანა აიკ მელტონიანის შვილი ამბარი. ერთი მეტრის დაშორებით იდგა აიკ მელტონიანი, რომელსაც იარაღის ტარების უფლება აქვს, ამოიღო იარაღი და ესროლა მძღოლს _ სამველ თამარიანს, რომელიც დაიჭრა და შემთხვევის ადგილიდან გავიდა.

მკვლელი ანდრანიკ თამარიანი დაკავებულია, აგრეთვე, დაკავებულია აიკ მელტონიანიც, რომელმაც თავდაცვის მიზნით ისროლა, მაგრამ მკვლელსაც და მასაც მიყენებული აქვთ ერთი და იგივე მუხლი _ განზრახ მკვლელობა. მას შემდეგ, რაც წალკის საკრებულოს დეპუტატი სამსონ თამარიანი მანქანით დაეჯახა მელტონიანების ბავშვს, მივიდა სახლში და ბავშვის მოსაკლავად გაგზავნა შვილი და ძმა. შვილი ანდრანიკ თამარიანი, როგორც მოგახსენეთ, დაკავებულია, მაგრამ მართლმსაჯულების წინაშე არ წარმდგარა სამსონ თამარიანი, დანაშაულის წამქეზებელი და დამნაშავე _ მან მანქანით გაიტანა ბავშვი, რომელიც ხეიბარი დარჩა. ჩვენ ვითხოვთ, რომ სამსონ თამარიანი დანაშაულის თანამონაწილედ აღიარონ.

გამოძიებას აქვს ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც წერია, რომმერსედესისმარკის ავტომანქანაზე შერჩენილია დაზარალებულის ტანსაცმლის ნარჩენები და სისხლი.

2016 წლის 30 ივლისიდან, ანუ დანაშაულის ჩადენის დღიდან პროკურატურაში საჩივარი ყოველდღე შეგვაქვს, ვაწყობთ ხალხმრავალ აქციებს, გვაქვს ბრიფინგები, გავავრცელეთ ინფორმაცია სოციალურ ქსელში, მაგრამ მაინც ვერ მივაღწიეთ სამსონ თამარიანის, როგორც თანამონაწილისა და მკვლელობის წამქეზებლის დაპატიმრებას. მას უდანაშაულოდ თვლიან.

შეკითხვები მაქვს გამოძიებასთან _ რატომ არ აკისრებენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას სამსონ თამარიანს? იმიტომ, რომ ის საკრებულოს წევრია? იმიტომ, რომ “ნაცების” წისქვილზე ასხამს წყალს თუ დიდძალი ფული აქვს ვიღაცას აღებული?

_ ვისზე გაქვთ ეჭვი, ვინ შეიძლება მფარველობდეს თამარიანს?

_ საქმეს ქვემო ქართლის პროკურატურა იძიებს, შესაბამისად, პრეტენზიებიც მასთან გვაქვს. როდესაც პროკურატურაში საჩივარი შეგვქონდა, გვეუბნებოდნენ, გამოძიება მიმდინარეობს, 15 ნოემბერს კი განგვიცხადეს, გამოძიება დასრულდაო. სამსონ თამარიანი უდანაშაულოდ ცნეს, მისი ძმა, რომელმაც მკვლელი შემთხვევის ადგილზე მიიყვანა, _ დაზარალებულად.

დამისახელეთ ერთი ადამიანი მაინც, რომელსაც თვალწინ ძმისშვილს მოუკლავენ, მის შვილს მანქანით გადაუვლიან და, თუ თან იარაღი აქვს, დამნაშავეს არ ესვრის.

დაგვეხმარეთ, იქნებ ქვემო ქართლის პროკურორ გიორგი ღონღაძეს ჰკითხოთ, რა ხდება? რატომ არ არის დაკავებული სამსონ თამარიანი? საინტერესოა, ვინ არის დაინტერესებული იმით, რომ ეს უწიგნური, წერაკითხვის უცოდინარი კაცი წალკის რაიონის ფინანსებს განაგებდეს?

არ გავჩერდებით მანამ, სანამ მიზანს არ მივაღწევთ, რათა დანაშაულის კვალიფიკაცია შეიცვალოს, როგორც მიზანმიმართული თავდასხმა მელტონიანების ოჯახზე.

არ დარჩენილა არც ერთი ინსტანცია, რომლისთვისაც მელტონიან?ბის ოჯახს არ მიუმართავს. პრემიერ კვირიკაშვილსაც გადასცეს წერილი პირდაპირ ხელში. კვირიკაშვილი იცნობს აიკ მელტონიანს; დაჰპირდა, რომ დაინტერესდებოდა ამ საქმით, ამის მიუხედავად, საქმეში ყველა მოწმის ჩვენება გაყალბდა. მოწმეები ამბობენ, რომ მათ მსგავსი არაფერი უთქვამთ. საქმეში ჩართული არიან ჰოლანდიელი სამართალდამცველები. თამარიანების ადვოკატია თამარ სადრაძე, რომელმაც, სავარაუდოდ, გააყალბა მოწმეების ჩვენებები. დაკითხვაზე მოჰყავთ აზერბაიჯანელი თარჯიმანი, სომხური არ იცის. ამის ფაქტები არსებობს.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/mergel-meltoniani.jpg

დანაშაულს აშკარად პოლიტიკური სარჩული უდევს საფუძვლად. ფაქტია, სამსონ თამარიანმა აიკ მელტონიანი, როგორც “ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი წალკის რაიონში, წინასაარჩევნოდ თავიდან მოიშორა, თანაც იცოდა, რომ არავინ დასჯიდა.

_ მაინც რა გიპასუხათ პროკურორმა?

_ გვიპასუხა, რომ თამარიანებისთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ, რომ გამოძიება მომდინარებს, ბრალდების კვალიფიკაციის საკითხი სასამართლოზე გადაწყდება და, თუ სამსონ თამარიანის ბრალი დადასტურდება, შესაბამისი რეაგირებაც იქნება. არადა, გამოძიება დასრულდა.

მორლენ მელტონიანი, მოკლულის მამა:

_ აშკარაა, რომ მკვლელობის ორგანიზატორს _ სამსონ თამარიანს პროკურატურა ხელს აფარებს. სამსონის ძმას კი დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს და დააპატიმრეს ჩემი ძმა, რომელსაც ძმისშვილი თვალწინ მოუკლეს, ხოლო შვილს მანქანა დააჯახეს. პროკურორი ღონღაძე არ გველაპარაკება, ძალიან უხეშად გვექცევა, ოთახიდან გვაძევებს. პროკურორი ლევან გეგეჭკორიც ანალოგიურად იქცევა.

დიდძალი ფული აიღეს სამართალდამცავებმა, თვითონ სამსონ თამარიანი რაიონში ტრაბახობს, 400 ათასი მაქვს გადახდილი და, თუ ხმას ამოიღებენ მელტონიანები, ციხეში ჩავსვამო.

ერთი თვის წინათ სამსონ თამარიანი გზაზე შემხვდა და ჩემი გაჩერება უნდოდა, მაგრამ არ დავემორჩილე, მერე სოფლის ცენტრში წინ და უკან მივლიდა. პოლიციაში განცხადება შევიტანე, პროვოკაციას მიწყობს-მეთქი, მაგრამ რეაქცია არ მოჰყოლია. უფრო მეტიც, ჩემი ძმის ნივთების წასაღებად რომ დამიბარეს პოლიციაში, იქ სამსონ თამარიანი დამახვედრეს. ხომ იციან, რომ გადარეული ვარ, გადარეული კაცი კი რას ჩაიდენს, ვინ იცის…

რაიონის პოლიციის ხელმძღვანელობა პირველი წუთიდან საქმის კურსში იყო, ბავშვს მანქანა რომ დაეჯახა, პოლიციელი ედიკ ხაჩატრიანი იქ იყო, რამდენიმე წუთში კი მკვლელობა მოხდა, მაგრამ პოლიციამ ზომები არ მიიღო.

სოფელში არიან თვითმხილველები, რომლებიც ამბობენ, რომ თამარიანების ოჯახში წალკის რაიონის პოლიციის თანამშრომლები თითქმის ყოველ ღამე მწვადებს წვავენ და ქეიფობენ. მის იარაღს პოლიციაში ინახავენ, მთელი არსენალი ჰქონდა სახლში.

ფაქტები მაქვს, არც ერთ სიტყვას ჰაერზე არ ვამბობ. ყველაფერს სასამართლო პროცესზე დავამტკიცებ.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

P.S. ორი დღის განმავლობაში ვცილობდით პროკურორ გიორგი ღონღაძესთან დაკავშირებას, მაგრამ სატელეფონო ზარს არ უპასუხა.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here