Home რუბრიკები საზოგადოება ლალი ბადურაშვილი: ნათელაშვილო გოიმი მიშა სააკაშვილი ხარ!

ლალი ბადურაშვილი: ნათელაშვილო გოიმი მიშა სააკაშვილი ხარ!

ლალი ბადურაშვილის გაღიზიანება  გადაცემა ,,პრიოირტეტში” წამყვანის დასმულმა შეკითხვამ გამოიწვია.  მისი თქმით, ნათელაშვილი სააკაშვილს ბაძავს, მაგრამ იმასთან შედარებით ტლუ და გოიმია, მან თოხი უნდა მოიკიდოს და ისე უნდა იაროს. 

„შალვამ აბა მეტი  რა უნდა ქნას, რითი მიიპყროს ყურადღება. შალვა ჭკუით და გონებით გამოირჩევა თუ რაიმე განსაკუთრებული ლაპარაკით, გამორჩეული ავანტიურისტია მიშას მსგავსი. მიშას მსგავსია მეორე, ოღონდ „გოიმი მიშა სააკაშვილი ხარ!“ აი ასე.  იმას კიდე მოუსმენ გიჟია მაგრამ.. და ეს რაღაც ტლუ მელაპარაკება, მოიკიდოს თოხი და იაროს. სად ეკვეტება საერთოდ“.

ლალი ბადურაშვილის შეურაცმყოფელ კომენტარს ეხმაურება შალვა ნათელაშვილი თავის პერსონალურ გვერდზე სოციალურ ქსელში:

“ახლა მაინც ხომ მიხვდით რატომ ვაკრიტიკებ ე.წ ქართულ ინტილიგენციას. მათთვის სამშობლო ვინც აჭმევს ის სპონსორია, ხალხი უბრალოდ მიზნის მიღწევის საშუალებაა. დიახ მე მითოხნია,მიბარია,მითიბია და ყველნაირად მოვფერებივარ ჩემს მშობელ მიწას მათთვის ეს ყველაფერი გოიმობაა. ამიტომ ვამბობ რომ სანამ ეს გაბატონებული ფენა არ მოცილდება ქვეყნის პოლიტიკურ საჭეს მანამდე ჩვენი საშველი არ იქნება. აქვე მოგახსენებთ რომ, ეს აზრი ვიმეორებ, ამ ქალბატონის კუთვნილება არაა, საუბედუროდ ასე ფიქრობს მთელი ქართული ე. წ ელიტა იმ ხელებდაკოჟრილ ხალხზე ვისი შრომითაც ამგვარი პარაზიტები არსებობენ. ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ გამოხმაურება” – წერს შალვა ნათელაშვილი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here