“ისლამურ სახელმწიფოს” ტერორს გამოქცეულმა სირიელმა გერმანიაში პორნომსახიობობა დაიწყო
გაღიზიანებული გერმანელები ამბობენ, რომ ერთადერთი, რაც აკლდა მათ ქვეყანას _ ეს სირიელი პორნომსახიობია
“19 წლის სირიელი ანტონიო სულეიმანი სამშობლოდან ტერორისტების თვითნებობას გამოექცა და ახალი ცხოვრება დაიწყო პორნოვარსკვლავის ამპლუაში”, _ წერს ბრიტანული გამოცემა Mirror-ი.
ანტონიო გერმანიაში ოჯახთან ერთად ჩავიდა 2012 წელს, როდესაც “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა სირიისა და ერაყის მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაიპყრეს და ქვეყანაში ომი გაჩაღდა.
პორნოინდუსტრიაში კარიერა მან დაიწყო ფილმით “არაბთა მეფე”. სირიელი ამბობს, რომ თავისი მაგალითით განზრახული აქვს, შეცვალოს დასავლეთის ქვეყნების დამოკიდებულება ახლო აღმოსავლეთიდან ლტოლვილების მიმართ. თავს ის “სირიელ პორნოვარსკვლავს” უწოდებს და აღიარებს, რომ სამშობლოში, სადაც პორნობიზნესი აკრძალულია, ჩვეულებრივ თეატრში თამაშობდა, მაგრამ ყოველთვის ოცნებობდა პორნოვარსკვლავობაზე.
“გერმანიაში მე ვტკბები თავისუფლებით, შემიძლია გავაკეთო ყველაფერი, რისი გაკეთებაც არ შემეძლო შინ”, _ ამბობს სულეიმანი.
Mirror–ი აღნიშნავს, რომ გერმანიის ხელისუფლების საემიგრაციო პოლიტიკა, დიდი ხანია, მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს. ადგილობრივებს ხშირად აქვთ კონფლიქტი სტუმრებთან, ამიტომ უკვე ბევრი ლაპარაკობს გერმანელი საზოგადოების მხრიდან ლტოლვილების დისკრიმინაციაზე. ამ ყველაფერმა შექმნა ნიადაგი იმისა, რომ გერმანელებს უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ სულეიმანის სექსკარიერის მიმართ. “სირიელი პორნოვარსკვლავის” ნათესავები და სხვა ლტოლვილებიც უარყოფითად არიან განწყობილი სულეიმანის პროფესიისადმი. ისინი ამბობენ, რომ სულეიმანი არცხვენს თავის ოჯახს და არასწორ წარმოდგენას ქმნის ახლო აღმოსავლეთში მცხოვრებ ადამიანებზე.
ანტონიო სულეიმანი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ფართო საზოგადოებამ შეიტყო მისი პროფესიის შესახებ, დღე არ გავა, რომ მან და მისმა ახლობლებმა მუქარის წერილი ან შეურაცხმყოფელი შეტყობინება არ მიიღონ სოციალურ ქსელში. გერმანელები, თავის მხრივ, გაღიზიანებული ამბობენ, რომ ერთადერთი, რაც აკლდა მათ ქვეყანას _ ეს სირიელი პორნომსახიობია.
“კულინარიული შედევრი”: დედამ 4 წლის შვილს “მშობიარე ძროხის” ტორტი გამოუცხო
ბრიტანელმა ქალმა ჯეიმი პაკარდმა თავის შვილს დაბადების დღეზე გამოუცხო ტორტი _ “მშობიარე ძროხა”.
4 წლის ბენცმა დედას სთხოვა, დაბადების დღისთვის გამოეცხო ტორტი ძროხისა და ხბოს გამოსახულებით. დედამ კი შემოქმედებითი უნარი გამოამჟღავნა.
“ფეისბუქის” ადმინისტრაციამ ჯეიმი პაკარდის მიერ გამომცხვარი ტორტის ფოტოს გასაჯაროება დაუშვებლად მიიჩნია და სოციალური ქსელიდან წაშალა, მაგრამ მოსიყვარულე დედის “კულინარიული შედევრის” ფოტო გამოცემა The Telegraph–მა გამოაქვეყნა.
“როდესაც ბენტმა ძროხისა და ხბოს სახით ტორტის გამოცხობა მთხოვა, ინტერნეტში დავიწყე ძებნა, როგორი შეიძლება ყოფილიყო ასეთი ტორტი. და იცით, რა? ქსელში შესაბამისი ფოტო ვერ ვიპოვე. ამიტომ გადავწყვიტე, ჩემებურად გამომეცხო”, _ წაიტრაბახა ჯეიმიმ.
“პლაცენტა ალუბლის ვაჟინისგან გავაკეთე და ვფიქრობდი: “ღმერთო, რა კარგია, რომ ზეიმზე მხოლოდ ოჯახის წევრები ვიქნებით, _ გვიზიარებს რეცეპტს ბრიტანელი ქალი, _ ძროხის საშოდან გამოსაძრომად გამზადებული ხბოს ჩლიქები ხრაშუნა პურისგან დავამზადე, სხვა დეტალებისთვის ბრინჯი დამჭირდა”.
დედას განსაკუთრებით ახარებს ის, რომ ტორტი, არცთუ მიმზიდველი კომპოზიციის მიუხედავად, გემრიელი აღმოჩნდა და, რაც მთავარია, ძალიან მოეწონა პატარა იუბილარს.
ესტონელმა ქალმა საკუთარ თავთან იქორწინა
ესტონელი ქალი ცოლად საკუთარ თავს გაჰყვა. საქორწინო ცერემონიაზე ქალმა 21 ადამიანი მიიპატიჟა, _ იუწყება Depfi.
პორტალ Ohtulht-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კრისტალ რა ლაკსმი თავს მოგზაურად მიიჩნევს და დაინტერესებულია ეზოთერიკით. “მე დავაქორწინე შინაგანი ქალი კრისტალი და შინაგანი მამაკაცი რა”, _ ამბობს ესტონელი ქალი. გამოცემა, აგრეთვე, წერს, რომ ესტონელი ქალი გეგმავს გათხოვებას ნამდვილ მამაკაცზეც, საკუთარ თავზე დაქორწინებას კი ამ კავშირისათვის მზადებად მიიჩნევს.
გერმანიაში მიგრანტმა მსხვერპლს თვალებში დანა გაუყარა და ტუჩები და ყურები მოაჭამა
“გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის პოლიციამ დააპატიმრა ლტოლვილი, რომელმაც მამაკაცს თვალებში დანა გაუყარა, შემდეგ კი ტუჩები, ქუთუთოები და ყურები მოაჭამა”, _ იუწყება გამოცემა The Daili Star–ი.
ინციდენტი მოხდა 7 ოქტომბერს შლუხტერნში, ფრანკფურტთან ახლოს, მიგრანტების ცენტრში. ერთ-ერთ მცხოვრებს განწირულის ყვირილი შემოესმა და პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცველებმა კარი შეამტვრიეს და დააპატიმრეს 19 წლის ყმაწვილი, რომელიც თავზე აჯდა 18 წლის მსხვერპლს.
მძიმე დაზიანებების მიუხედავად, დაზარალებული ცოცხალი გადარჩა, ოღონდ, ექიმები ჯერ ვერ ამბობენ, დაუბრუნებენ თუ არა მას მხედველობას.