Home რუბრიკები საზოგადოება “რუსული სამყარო” ერთა შორის მშვიდობისა და ჰარმონიისთვის

“რუსული სამყარო” ერთა შორის მშვიდობისა და ჰარმონიისთვის

3 ნოემბერს მოსკოვში, დედაქალაქის მთავრობის სასახლეში, გაიმართა ფონდრუსული სამყაროსმიერ ორგანიზებული რიგით მე-10 ასამბლეა. ეს ფორუმი, რომელზეც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ასეულობით სტუმარს იწვევენ, ყოველი წლის 3 ნოემბერს, რუსეთის ეროვნული დღესასწაულისსახალხო ერთიანობის დღისწინა დღეს იმართება. სტუმართა შორის, ძირითადად, რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტები, მეცნიერებისა და ხელოვნების მუშაკები, ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და საზოგადო მოღვაწეები არიან. წლევანდელ საიუბილეო ღონისძიებაზე საქართველოდან მიწვეულთა შორის, დამკვირვებლის სტატუსით, მეც გახლდით.

რუსეთი, ისევე, როგორც მსოფლიოს სხვა წამყვანი სახელმწიფოები, ცდილობს, თავისი ენისა და კულტურის პოპულარიზებას უცხოეთში. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ფონდი “რუსული სამყარო”. რუსული ენისა და კულტურის პოპულარიზაციის პრიორიტეტი არაერთხელ აღინიშნა ამჟამინდელი ასამბლეის ფარგლებშიც. ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ, ცნობილმა პოლიტოლოგმა ვიაჩესლავ ნიკონოვმა თავის გამოსვლაში სინანული გამოხატა, რომ დღეს არსებულ მძიმე საერთაშორისო ვითარებაში “რუსულ სამყაროს” მიაწერენ განზრახვას, განახორციელოს რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესები. არადა, ათი წლის წინათ რუსეთის პრეზიდენტის მიერ დაარსებული ფონდი ოფიციალურად არის მოწოდებული, რუსული ენისა და კულტურის პოპულარიზაციასთან ერთად, დახმარება აღმოუჩინოს ყველას, ვინც თავს ერთიანი კულტურულცივილიზაციური სივრცის ნაწილად მიიჩნევს, ეროვნებისა და მოქალაქეობის მიუხედავად (ამას ხაზგასმით აღვნიშნავ _ . .). რუსეთში სწორედ ადამიანების ამ კატეგორიას მიიჩნევენრუსული სამყაროსნაწილად და არა მაინცდამაინც რუსი ეთნოსის წარმომადგენლებს. და, რაც მთავარია, არავის აიძულებენ, იყოსრუსული სამყაროსწევრი. შესაბამისად, არ იქნება მართებული, დავიჯეროთ, რომ ფონდი, და, საერთოდ, “რუსული სამყაროსცნება, ჩაფიქრებულია რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესების სარეალიზაციოდ. ფონდირუსული სამყაროსსაქმიანობა იმაზე მეტ საფრთხეს არ შეიცავს, ვიდრებრიტანული საბჭოან გერმანულიგოეთეს ინსტიტუტი”.

რა თქმა უნდა, საიუბილეო ღონისძიებაზე შესაბამისი ფორმისა და შინაარსის გამოსვლები იყო _ საზეიმო ხასიათის. პრეზიდენტ პუტინის მისალოცი სიტყვა დამსწრე საზოგადოებას პრეზიდენტის ერთ-ერთმა თანაშემწემ გააცნო, რის შემდეგაც ტრიბუნაზე მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი, მისი უწმინდესობა კირილე გამობრძანდა. პატრიარქმა შემდეგი საყურადღებო აზრი გამოთქვა: ისტორიულად ასეა, რომ ბევრი ცდილობდა დამკვიდრებას, ასე ვთქვათ, “ზღვიდან ზღვამდე”, მაგრამ არავის გამოუვიდა. მხოლოდ რუსულმა სამყარომ შეძლო ევრაზიის სივრცეში უზარმაზარ ტერიტორიაზე დამკვიდრება. ეს იმიტომ მოხდა ასე, რომ რუსული სამყარო განკუთვნილია არა მხოლოდ მართლმადიდებლებისთვის, არა მხოლოდ რუსებისთვის, არამედ ყველა სხვა რელიგიისა და ეროვნებისთვის. დამპყრობლებს ეს ტერიტორია სურდათ მხოლოდ თავისთვის, სხვათა ინტერესების ხარჯზე, ამიტომ მათ არაფერი გამოუვიდათ”.

რუსეთის პატრიარქის ეს განცხადება ევრაზიული იდეოლოგიის ქვაკუთხედად შეიძლება მივიჩნიოთ. ევრაზიული იდეა ეფუძნება თავისუფალ ხალხთა მიერ საკუთარი იდენტობის გაცნობიერებას ერთი დიდი ცივილიზაციის ნაწილად, სხვადასხვა რელიგიისა და კულტურის ჰარმონიულ თანაარსებობას. თავისუფალი ხალხები, საკუთარი იდენტობის დაცვისა და განვითარების მოთხოვნიდან გამომდინარე, თანხმდებიან, იყვნენ ევრაზიული ცივილიზაციის შემადგენელი ნაწილი. ამ ცივილიზაციაში ადგილი არ აქვს ერთი ხალხის მიერ მეორის ჩაგვრას ან თუნდაც რაიმე სახის ზეწოლას. აქ პატივს სცემენ ყველას ტრადიციებს და წარმოუდგენელია, ერთი ცენტრიდან ბიუროკრატიის მიერ ფასეულობების გადახედვა, პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურისა და სხვა სფეროების უაზრო ლიბერალიზაცია ან პირიქით _ მათ ფარგლებში შეზღუდვების დაწესება.

მოსკოვში, “რუსული სამყაროს” ასამბლეაზე, საქართველოს თემა მოულოდნელად წამოიწია, თანაც ორჯერ. პირველად რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში _ მიხეილ შვიდკოიმ თბილისის გრიბოედოვის სახელობის თეატრის დირექტორს ნიკოლოზ სვენტიცკის გადასცა ვლადიმერ პუტინის განკარგულება მისთვის “რუსეთის დამსახურებული არტისტის” წოდების მინიჭების შესახებ, მოგვიანებით კი, ექსპერტთა დისკუსიის ფარგლებში, ცნობილმა რუს-ებრაელმა პუბლიცისტმა ავიგდორ ესკინმა საგანგებოდ აღნიშნა ბოლო წლებში საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესების ტენდენცია და ამ ურთიერთობის დათბობის აუცილებლობა “რუსული სამყაროსთვის”.

საინტერესო იყო სხვა ექსპერტების გამოსვლებიც. მაგალითად, ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯულიეტო კიეზამ ყურადღება გაამახვილა დასავლეთში არსებულ ტოტალურ სოციალურ კრიზისზე. კერძოდ, დასავლეთის ქვეყნებში ცხოვრების დონის მაქსიმუმი წარსულშია, აღარ ხდება მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება, იზრდება ნაპრალი მდიდრებსა და ღარიბებს შორის, საშუალო ფენის მოცულობა არსებითად მცირდება. სწორედ ამის გამოძახილია დასავლეთის ქვეყნების ელიტების მცდელობა, საგარეო პოლიტიკის რადიკალიზაციის გზით აღმოფხვრან შიგა დეფიციტი და დაძლიონ კრიზისი. ეს მცდელობები ეჯახება რუსეთისა და მსოფლიოს სხვა პოლიტიკური პოლუსების სასიცოცხლო ინტერესებს, საბოლოო ჯამში კი, მათი ხალხების ინტერესებსაც. შედეგად, გვაქვს ის შემაშფოთებელი სურათი, რომელსაც ვხედავთ თანამედროვე მსოფლიოში.

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პარიზის დემოკრატიისა და თანამშრომლობის ინსტიტუტის დირექტორი ნატალია ნაროჩნიცკაია უკრაინის თემას შეეხო და აღნიშნა, რომ უკრაინაში ადგილი აქვს “მართლმადიდებლობისა და სლავობის დრამას”. ნაროჩნიცკაიას აზრით, რომელსაც, ძნელია, არ დაეთანხმო, წინა პლანზე უნდა იდგეს არა ის, ვინ არის რუსი და ვინ _ უკრაინელი, არამედ ამ ორი მოძმე ხალხის საერთო ისტორია, საერთო წარმოშობა. “ჩვენ ვართ არა რუსები და უკრაინელები, ცალ-ცალკე, არამედ მართლმადიდებელი “როსები”, კიევის რუსეთის მემკვიდრენი, რომლებსაც თავადმა ვლადიმერ დიდმა ქრისტიანობა მოუტანა”.

ამერიკაში მცხოვრებმა რუსმა პოლიტოლოგმა ნიკოლაი ზლობინმა გულახდილად ურჩია თანამემამულეებს: “თქვენ მაინც გაბრალებენ, რომ მუშაობთ ევროპაში განხეთქილების შეტანაზე, ეწევით აქტიურ პროპაგანდას, მხარს უჭერთ თქვენთვის სასურველ პოლიტიკურ ძალებს დასავლეთში და ბევრ სხვა რამეს. რუსული ენის გავრცელება კარგი საქმეა, მაგრამ პოლიტიკურად მისი მნიშვნელობა მეორეხარისხოვანია. თქვენ უნდა აკეთებდეთ იმას, რასაც ისედაც გაბრალებენ”, _ ეს არის ზლობინის, როგორც პოლიტოლოგის, აზრი, რომელიც პოლიტიკის რეალისტურ აღქმას ემყარება. ნაწილობრივ მაინც უნდა დავეთანხმოთ ზლობინს იმაში, რომ რუსეთის სახელმწიფო ბოლო დრომდე ბევრს არაფერს აკეთებდა ყბადაღებული “რბილი ძალის” გამოყენების თვალსაზრისით. საქართველოს მაგალითზე ეს კარგად ჩანს. განსხვავებით საქართველოში მოქმედი მრავალრიცხოვანი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისგან, პოლიტიკური პარტიებისა თუ ბიუროკრატიული სტრუქტურებისგან, რომლებსაც დასავლური ფონდები და სახელმწიფო სტრუქტურები უმაგრებენ ზურგს, რუსეთის სახელმწიფო ჩვენს ქვეყანაში პრაქტიკულად არანაირი პროექტის განხორციელებას არ უწყობს ხელს, თუ არ ჩავთვლით ცალკეულ კულტურულ ღონისძიებებს. რუსეთის ჩაურევლობა კარგია იმ მხრივ, რომ მოსკოვში პატივს სცემენ საქართველოს თავისუფალ არჩევანს, მაგრამ, ამასთანავე, ცუდია იმის გამო, რომ საქართველოში დაუცველია ბალანსი და სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ორგანიზაციების უდიდესი ნაწილი პირდაპირ “ჩამოკიდებულია” დასავლეთის კეთილ ნებაზე. საქართველო, რომელიც არ ფლობს არც დიდ ბუნებრივ რესურსებს, არც მაღალ ტექნოლოგიებსა თუ განვითარებულ ფინანსურ სისტემას, არც ძლიერ ჯარს და ყველა პარამეტრით სუსტი ქვეყანაა, ვერ ჩამოყალიბდება სუვერენულ სახელმწიფოდ ბალანსირებული პოლიტიკის გარეშე. ბალანსი კი, როგორც ვთქვით, დარღვეულია დასავლეთის სასარგებლოდ. მიუხედავად ამისა, იმედი ვიქონიოთ, რომ თვით ცხოვრება უბიძგებს ჩვენს ხელისუფლებას, გადადგას საქართველოსთვის სასარგებლო ნაბიჯები საგარეო პოლიტიკაში და არ იმყოფებოდეს პატრონყმულ მდგომარეობაში დასავლეთთან.

გულბაათ რცხილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here