სამხრეთ კორეის პრეზიდენტის პაკ კინ ჰეს გადადგომის მოთხოვნით, სეულში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. მასში 20 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.
აქცია ორგანიზებული იყო ოპოზიციის მიერ, რომლის ლიდერი ლი იე მუნი ირწმუნება, რომ პაკ კინ ჰეს პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებისთვის არანაირი კომპეტენცია არ აქვს და მან პოსტი დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს. კინ ჰე სკანდალში მას შემდეგ გაეხვია, რაც 10-მდე მრჩეველი სამსახურიდან დაითხოვა და არაოფიციალურ მრჩევლად უახლოესი მეგობარი ჩხვე სუნ სილი დანიშნა. ოპოზიცია ირწმუნება, რომ სუნ სილი სახელმწიფო საქმეებში ერევა და თავის მდგომარეობას ფინანსური სარგებლის მისაღებად იყენებს.