Home რუბრიკები პოლიტიკა ანზორ მაისურაძე: ტერაქტების მოწყობა, მოწინააღმდეგეების ფიზიკური ლიკვიდაცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მოწოდება და...

ანზორ მაისურაძე: ტერაქტების მოწყობა, მოწინააღმდეგეების ფიზიკური ლიკვიდაცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მოწოდება და მეთოდია, სხვისთვის გადაბრალება _ მათი ხელწერა

640

4 ოქტომბერს თბილისში, კოლმეურნეობის მოედნის მახლობლად მოწყობილი ტერაქტის შესახებ აზრის გამოთქმა ვთხოვეთ უშიშროების გენერალმაიორ ანზორ მაისურაძეს.

4 ოქტომბრის ტერაქტი (“ნაცმოძრაობის” “ცნობადისახის, გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქება) 8 ოქტომბრის არჩევნების კვალზე კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა. ორიოდ დღით არჩევნების შედეგებზე გადართულმა საზოგადოებრივმა აზრმა ეს რეზონანსული ფაქტი მეორე პლანზე გადაწია.

ტელესივრცის ოკუპანტებმა, “ნაცმოძრაობისციცერონებმა, იმთავითვე, ერთხმად, ერთმანეთის მიყოლებით გამოაცხადეს, რომტერაქტიხელისუფლების მოწყობილია.

_ გამოაცხადეს და ჩაიჭრნენ, რადგან მათი მტკიცება რეალობისა და ლოგიკისგან ძალიან შორს აღმოჩნდა, რადგან პირველი დასკვნა, რომელსაც ცხელ კვალზე ობივატელს აზრად მოუვიდოდა, მმართველი პარტიისკენ ხელის გაშვერა იქნებოდა, _ ამბობს ანზორ მაისურაძე და განაგრძობს, _ გამოდის, რომ ხელისუფლებამ თავისი ყელის გამოსაჭრელი დანა თვითონ მიაწოდა აგრესიულ ოპონენტს და ხელი შეუწყო საზოგადოებრივი აზრის “ქართული ოცნების” საწინააღმდეგოდ დარაზმვას, ამასთანავე, ტერაქტების მქადაგებლის _ გივი თარგამაძის გმირად, ხალხისთვის წამებულ რაინდად გამოცხადებას. გაიხსენეთ ჩანაწერი წლების წინათ უკრაინაში მყოფი თარგამაძის მონაწილეობით საუბრისა, რომელშიც იგი იქაურ თანამოაზრეებს იუშჩენკოს ხელისუფლების კონკრეტული ოპონენტის ფიზიკური ლიკვიდაციის განსახორციელებლად მოუწოდებდა, რისთვისაც გარკვეული თანხის გადახდასაც ჰპირდებოდა.

ტერაქტების მოწყობა, მოწინააღმდეგეების ფიზიკური ლიკვიდაციანაციონალური მოძრაობისწევრების მოწოდება და მეთოდია, სხვისთვის გადაბრალება _ მათი ხელწერა.

_ . ., გამორიცხავთ დღევანდელი ხელისუფლების მონაწილეობას ამ ინციდენტში?

_ დღევანდელისას კატეგორიულად გამოვრიცხავ, ყოფილი ხელისუფლების შესახებ კი აი რას გეტყვით: უშიშროების ორგანოებში ჩემი ხანგრძლივი მუშაობის განმავლობაში არ მახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანაში, რომელიმე მთავრობას ასეთი უაზრობა, ასეთი სისულელე ოდესმე ჩაედინოს.

გამონაკლისი სააკაშვილის პრიმიტიულად მოაზროვნე და ბოროტი ხელისუფლება აღმოჩნდა, რომელიც არაფერს დაგიდევდათ და მზად იყო, საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად გაეწირა თავისი ქვეყნის მოქალაქეები.

გაგახსენებთ ხურჩის ინციდენტს, რომელიც ყოფილებმა 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე გალის რაიონიდან ჩამოსულ ადამიანებს მოუწყვეს. ხოლო ამ პროვოკაციის მსვლელობა გადააღებინეს წინასწარ მიწვეულ ტელეოპერატორებს, ოკუპანტების მოწყობილტერაქტზეპირდაპირი მინიშნებით.

ერთ რამეში ჩაიჭრნენ მაშინ ეს ავანტიურისტები. ვერ გათვალეს, რომ ნებისმიერი დაინტერესებული არაპროფესიონალიც კი მარტივად დაადგენდა, რომ ცეცხლი ზუგდიდის მხრიდან გახსნეს და არა ენგურის გაღმა ნაპირიდან.

4 ოქტომბრის ინციდენტი დეჟავიუს შთაბეჭდილებას ტოვებს, ხურჩისოპერაციასგაგახსენებთ ჩანაფიქრის პრიმიტიულობით და გაშუქების ზეოპერატიულობით: შემთხვევის კვალზე დაუყოვნებლად გამოჩენილი ტელევიზიებითა და 5 ოქტომბერს, ნაშუადღევს, სარფიდან 5 კილომეტრში ოდესიდან თავქუდმოგლეჯით ჩამოქანებული მიხეილის მოვლინებით შავი ზღვის ფონზე, რაც სიცრუესა და შესაძლო სიმართლეს ერთდროულად ჰგავდა.

ასეთი რამ შემთხვევით არ ხდება: საქმე გვაქვს დეტალურად დაგეგმილ და განხორციელებულ პროვოკაციასთან.

_ აფეთქების კონფიგურაციის შესახებ რას ფიქრობთ?

_ ახლა ბევრმა დაიჩემა ექსპერტობა და განაცხადა, რომ აფეთქება დისტანციურად იყო მართული, მაგრამ გამორიცხული არ არის სითბური ეფექტის პრინციპი ან სხვა მეთოდი. ამ ეტაპზე დაჟინებით რამის თქმა შეუძლებელია.

უეჭველი ერთი რამაა: პროფესიონალების მონაწილეობა, რომლებსაც ზუსტად ჰქონდათ გათვლილი აფეთქების ძალა, მიმართულება, ისეთი, რომ არ დაზარალებულიყვნენ მანქანის პირველ სავარძელზე მსხდომნი, თუმცა ვერავინ გამორიცხავდა გაუთვალისწინებელი ფაქტორების ზემოქმედებას.

_ .., გაწირეს გივი თარგამაძე?

_ გაგიკვირდებოდათ, რომ გაეწირათ?

სარგებელი მრავალმხრივი იქნებოდა: პირველი _ ამ ფაქტს გამოიყენებდნენ “ქართული ოცნების” პირსისხლიანობის დასამტკიცებლად; მეორე _ გაჩნდებოდა “ისტორიაში ჩასაწერი მამულიშვილის” ახალი სახელი “ნაციონალური მოძრაობის” რიგებიდან (რევოლუციას, არეულობას ყოველთვის სჭირდება მსხვერპლი, სისხლი, ისტორია გვასწავლის ამას); შემდეგ _ ამ “ტერაქტს” გამოიყენებდნენ დივიდენდების მისაღებად ამომრჩეველთა ხმების სახით.

ასეთია ჩემი ვარაუდი.

_ თქვენ პროფესიონალები ახსენეთ

_ ადრეც ვთქვი და კვლავაც გავიმეორებ, რომ აფეთქების ორგანიზებას და განხორციელებას, რომელზეც ვლაპარაკობთ, მხოლოდ მაღალი კლასის პროფესიონალები შეძლებდნენ.

_ პროფესიონალები?

_ დიახ, პროფესიონალების ჯგუფი. ერთი კაცის შესაძლებლობას ეს აღემატება.

_ გამოძიებიდან პრესაში გამოჟონილი ინფორმაციით ირკვევა, რომ სამი ეჭვმიტანილიდან ერთერთი _ დარჩო ხეჩუაშვილი სააკაშვილის ჟამიანობის დროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეხუთე სპეციალურ ოპერატიულ დავალებათა მთავარ სამმართველოში მუშაობდა, მაშასადამე, იყო პროფესიონალი.

_ ამიტომაც დაავალეს შესრულება. ეს ბოლო სტადიაა, როცა ძირითადი და მთავარი, რაც საჭიროა ტერაქტისთვის, უკვე მზად არის. პრესაში ისიც დაიწერა, რომ იგი უკრაინიდან, სადაც ერთ თვეზე მეტხანს იმყოფებოდა, თბილისში ჩამოვიდა 30 სექტემბერს. უნდა ვივარაუდოთ, რომ კიევ-პეჩორის ლავრაში სალოცავად არ იყო ჩასული. ამას ზუსტად გამოძიება დაადგენს.

ისე კი, ხეჩუაშვილები მომრავლდნენ საქართველოში. ერთერთი ნაცდეპუტატის თქმისა არ იყოს, ეშმაკსაც შევეკვრები, ხელისუფლებაში რომ დავრჩეო _ ასეთ ხეჩუაშვილებს ვგულისხმობ.

_ გამორიცხულია, რომ სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებს მიეღოთ მონაწილეობა 4 ოქტომბრის ტერაქტის მოწყობაში?

_ ძნელი სათქმელია, თუმცა ვარაუდს წინ რა უდგას?!

ერთი ძველი ამბავი მინდა გავიხსენო.

თუ გახსოვთ, უწინ საგიჟეთი სანაპიროზე იყო, მტკვრის მარცხენა ნაპირზე, საიდანაც გზა მარჯანიშვილის ქუჩაზე ამოდის, შემაღლებულზე.

ჰოდა, მიდის ერთი კაცი ამ გზით. საგიჟეთის ფანჯრიდან ერთი იქაური დაუძახებს:

_ ბიძია, ეს მტკვარი ზემოთ მიდის?

შეეცოდება ხანდაზმულ ადამიანს ეს გიჟი და მხარს აუბამს:

_ კი, შვილო, კი.

_ მაშ მტყუნის დედაცო… _ გახარებული შეყვირებს გიჟი.

_ იმის დედაც და ყველა კეთილიც …, ვინც შენ მაგ საგიჟეში ჩაგსვაო! _ უპასუხებს ეს კაცი.

ვარაუდთან დაკავშირებით გავიხსენე, რომელმაც შეიძლება ასეთ გაუგებრობაში ამოგაყოფინოს თავი. ამიტომ არ ვიჩემებ, რომ ეს ინციდენტი მაინცდამაინც უცხოეთის სპეცსამსახურის მიერ არის მოწყობილი, მაგრამ სპეცსამსახურის გაკეთებული რომ არის, ფაქტია, რომელიღაც სპეცსამსახურის.

_ სიტყვამ მოიტანა (უცხოეთმა) და გკითხავთ: სხვა ქვეყნის ელჩს, კერძოდ, აშშის ელჩს, საქართველოში ჩვენი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არჩევნების შესახებ ანგარიშს რომ ჩააბარებს, ამაზე რას იტყვით? ეს ინფორმაცია სააგენტოებმა 9 ოქტომბერს გაავრცელეს.

_ გასაკვირი არაფერია. დღეს ამერიკელები არიან ჩვენი მამამარჩენლები. როგორც ისინი იტყვიან, ისე უნდა იყოს. არ იქნება ისე და, ვაი, შენი ბრალი. უნდათ _ არჩევნებში ჩაერევიან, უნდათ _ პრემიერმინისტრის დანიშვნაში ან მოხსნაში. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია! 2008 წლის ომი გაიხსენეთ. რუსეთმა იცოდა, რომ ამერიკა არ დაგვეხმარებოდა და ამიტომ შემოვიდა აფხაზეთსა და ოსეთში.

ამერიკელების ჩანაფიქრი ასეთი იყო: საქართველო რუსეთს წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა; რუსეთი დაიკავებდა ჩვენს ტერიტორიას და საქართველოს საზოგადოებრიობა რუსეთის წინააღმდეგ განეწყობოდა.

ასეც მოხდა.

დღეს რუსეთის წინააღმდეგ ვართ განწყობილი, როგორც ეს სურდათ ამერიკელებს. მას შემდეგ ყელგამოწვდილები ვეხვეწებით: დაპყრობილები ვართ და დაგვეხმარეთ, დაგვეხმარეთო.

მოკლედ, აქ ორი ზესახელმწიფოს ინტერესები დაუპირისპირდა ერთმანეთს და საქართველო ვაჭრობის ობიექტი გახდა. გარიგდებიან _ გამთლიანდება საქართველო. ვერ გარიგდებიან _ დავრჩებით მუდმივ მოლოდინში.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

P.S. სამშაბათის საღამომდე გაურკვეველი იყო, ნაცმოძრაობა არჩეული დეპუტატებით შევიდოდა თუ არა პარლამენტში, მიიღებდა თუ არა მონაწილეობას მაჟორიტარების არჩევნების მეორე ტურში, თუ მიჰყვებოდა თავიანთიდავითის მცნებასდა ხელისუფლებას პოლიტიკურ ჩიხში შეიყვანდა.

ამ გაურკვეველი ვითარების კომენტარი ჟურნალისტებმა ამერიკის ელჩს იან კელის სთხოვეს. მან უპასუხა, რომ ნაცმოძრაობას კარგი (საარჩევნო) კამპანია ჰქონდა და დაგვაიმედა, რომ გადაწყვეტილებაც შესაფერისი იქნება, რასაც იგი ყურადღებით მიადევნებს თვალს, რადგან (მიაქციეთ ყურადღება!) “ჩვენ კვლავ ჩართული ვართ ამ (საარჩევნო) კამპანიაში”.

სხვა ქვეყნის ელჩი ჩვენს საშინაო საქმეში არის ჩართული(?!).

მოისმენ ამას, დაეჭვდები და, იმ ანეგდოტის გიჟისა არ იყოს, იკითხავ:

_ ეს ჩვენი მტკვარი მართლა ზემოთ ხომ არ მიედინება?

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here