Home რუბრიკები პოლიტიკა “კიდევ ერთხელ წააკითხეთ ხალხს ალექსანდრე ჭაჭიას მოსაზრებები”

“კიდევ ერთხელ წააკითხეთ ხალხს ალექსანდრე ჭაჭიას მოსაზრებები”

664

გაზეთსაქართველო და მსოფლიოსმკითხველი ყოველთვის დიდი ინტერესით ეცნობა ხოლმე ინტერვიუებს ბატონ ალექსანდრე ჭაჭიასთან. ცნობილი პოლიტიკოსის თვალსაზრისი განსაკუთრებით აქტუალურია, როდესაც ქვეყანა არჩევანს აკეთებს, როდესაც დილემის წინაშე ვდგავართ _ ვინ ავირჩიოთ? ვინ გადაგვარჩენს? ალექსანდრე ჭაჭიას ნააზრევისა და პროგნოზის აქტუალობაზე არა მხოლოდ ქართველი პოლიტოლოგები, არამედ გაზეთის რიგითი მკითხველიც საუბრობს. ბატონ ალექსანდრეს ინტერვიუს, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც მოჰყვა გამოხმაურება. გთავაზობთ ამონარიდს ბოლო ინტერვიუდან, რომელიც ერთი კვირის წანათ გამოქვეყნდა ჩვენს გაზეთში:

ალექსანდრე ჭაჭია: _ “საქმე ის არის, რომ, როგორც წინა, ასევე, ამჟამინდელ არჩევნებშიც ძირითად მეტოქეებადნაცმოძრაობადაქართული ოცნებაგვევლინებიან. “ქართული ოცნება”, რა თქმა უნდა, პარტია არ არის, არანაირი რეალური პოლიტიკური, ეკონომიკური პროგრამა და შესაბამისი ინტელექტუალური პოტენციალი მას არ გააჩნია დაინტერესთა კლუბსუფრო წარმოადგენს. ინტერესი კი დღეს ერთია _ არ დავუშვათნაცმოძრაობისრეინკარნაცია. ამას მოსახლეობის უმრავლესობა დაუჭერს მხარს. გარემოებამ, რომქართული ოცნებისმეტოქენაცმოძრაობაა”, მას ერთხელ უკვე მოუტანა გამარჯვება და, მიუხედავად მოსახლეობის სრული იმედგაცრუებისა, ამჟამინდელ არჩევნებშიც უზრუნველყოფსოცნებისდამაჯერებელ გამარჯვებას.

ამ არჩევნების დანიშნულება არ არის კვალიფიციური და ეროვნულად ორიენტირებული პარლამენტის არჩევა, ასეთის ასარჩევად არჩევანი არ გვაქვს; ტოტალური გარე კონტროლის პირობებში ეროვნული პოლიტიკური ძალების ჩამოყალიბება შეუძლებელია. ამ არჩევნების დანიშნულება და მნიშვნელობა არის ის, რომ საბოლოოდ დასამარდესნაცმოძრაობისპრეტენზია ძალაუფლებაზე, რათა ამერიკას ვაჩვენოთ, რომნაცმოძრაობაარ არის სერიოზული პოლიტიკური ძალა საქართველოში. ამიტომაც ყველა, ვისაც მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გააჩნია, უნდა მივიდეს არჩევნებზე და გამოხატოს ეს პოზიცია. მთავარია, რომ ამ არჩევნების შედეგებით ამერიკელებმა ჩამოწერონ ნაციონალები, დარწმუნდნენ მათი შემდგომი მხარდაჭერის უპერსპექტივობაში. ისინი, რა თქმა უნდა, მალევე შექმნიანახალ ნაციონალებსსხვა სახელით (ათეულობით პარტია დგას რიგში და ელოდება თავის ჟამს), მოამზადებენ მათ შემდეგ არჩევნებში გაკოტრებულიქართული ოცნებისჩასანაცვლებლად, მაგრამ ამ ყველაფერს 2-3 წელიწადი დასჭირდება. ამასობაში კი, შესაძლოა, პატრიოტულმა ძალებმა შეძლონ კონსოლიდირება, რადგან კატასტროფის პირას ქართველებში, როგორც წესი, თვითგადარჩენის ინსტინქტი იღვიძებს” (“საქართველო და მსოფლიო” #35 (364), 28-4 ოქტომბერი, 2016 .).

ალექსანდრე ჭაჭია მართალს ამბობს, კატასტროფის პირას მყოფ ქართველებში, როგორც წესი, თვითგადარჩენის ინსტინქტი იღვიძებსო. იმედი მაქვს, სწორედ ახლაა ის დრო, როცა კატასტროფის წინაშე ვდგავართ

ფრიდონ კვარაცხელია, ქალაქ ფოთის მთავარი კლინიკური საავადმყოფოს ექიმიკარდიოლოგი:

_ თქვენი გაზეთის აქტიური მკითხველი ვარ, განსაკუთრებით დიდი ყურადღებით ვკითხულობ ალექსანდრე ჭაჭიას ინტერვიუებს, რადგან ეს ადამიანი ყოველთვის სიმართლეს ამბობს და, უმეტეს შემთხვევაში, მისი პროგნოზი სრულდება. მინდა, გავიხსენო ამონარიდი მისი ერთ-ერთი ინტერვიუდან, სადაც საუბრობს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში ეროვნული ძალები ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, რაც, შესაძლოა, მართალიც არის, მაგრამ არ მინდა, ასე რომ იყოს. დროა, ქვეყანაში ეროვნული ძალები მოვიდნენ ხელისუფლებაში.

ნიჭიერი პოლიტიკოსის ბოლო ინტერვიუსაც გავეცანი. ის მართალს ამბობს, როდესაც ორი ძალის დაპირისპირებაზე საუბრობს. სიმართლეა, რომ ნაციონალები მოსაშორებელია. რადგან იმედი გაგვიცრუვდა და ერთიანად არ მოხდა მათი გაქრობა პოლიტიკური სივრციდან, ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად უნდა გავაკეთოთ ეს, თანაც, ჩვენ _ ამომრჩეველმა.

25 წელია, ვიღაცის მოშორებისთვის ვიბრძვით, საქმის კეთებას ვეღარ ვახერხებთ. მართალია, ეროვნული ძალების კონსოლიდაცია ვერ მოხერხდა, მაგრამ ამ ვითარებაში საუკეთესოს არჩევის საშუალება მაინც გვაქვს, მთავარია, ხალხი ამას მიხვდეს. არ მინდა, ამ ჭკვიანი ადამიანისგან მოვისმინო, რომ მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” გასაძევებლად ვიბრძოლოთ; მინდა, ალექსანდრე ჭაჭიასგან მესმოდეს, მხარი დაუჭირეთ ამას და ამას, რათა უკეთეს საქართველოში ვიცხოვროთო, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, რასაც ბატონი ალექსანდრე ამბობს, რეალობაა.

ამ ინტერვიუში ის “პატრიოტთა ალიანსსაც” ახსენებს, ვფიქრობ, მათი მხარდაჭერა აუცილებელია, მათ შეუძლიათ, იყვნენ მეორე ძალა.

ალექსანდრე ჭაჭია მართალს ამბობს, კატასტროფის პირას მყოფ ქართველებში, როგორც წესი, თვითგადარჩენის ინსტინქტი იღვიძებსო. იმედი მაქვს, სწორედ ახლაა ის დრო, როცა კატასტროფის წინაშე ვდგავართ.

ამომრჩეველთა უმრავლესობა არჩევნებზე არ მიდის, მათი გამოყვანა აუცილებელია. ხალხმა მეტი იცის, ვიდრე რომელიმე პოლიტიკოსმა, ამიტომ ჩვენი ბრძენი ხალხის იმედი მაქვს. ფოთში ცოტა მძიმე ხალხი ცხოვრობს. თუ მათი არჩევნებისკენ დაძვრა შეძლეს, მგონია, რომ არჩევანიც სწორი იქნება და ქვეყანაც გადარჩება. ხალხი ყველაფერს ხედავს, ყველაფერი იცის და ისიც იცის, ხსნის გზა სად გადის.

მშიერი ადამიანის არჩევანი სწორი არასოდეს იქნება

ტარიელ სუხიაშვილი, ინჟინერი:

_ ალექსანდრე ჭაჭიას უაღრესად დიდ პატივს ვცემ. ის დიდ პატრიოტად და მართალ კაცად მიმაჩნია, თუმცა, მისი ინტერვიუს ბოლო აბზაცზე, ცოტა გავკადნიერდები და შენიშვნები მაქვს.

რამდენი ნაციონალი იცით, რომლებიც “ოცნებაში” ან სხვა პატრიებში გადავიდნენ? _ ალბათ, ბევრი. აი, ეს უნდა დასრულდეს.

ბატონი ალექსანდრე ამბობს, რომ ნაცები უნდა მოშორდნენ, მაგრამ ვინ არიანოცნებაში”? მათ პარტიულ სიაში, რამდენიმე ადამიანი რესპუბლიკელებზე უარესია. ასეთი უსახური კანდიდატები, დღეს რომ გვყავს, არასოდეს მინახავს.

2-3 წელიწადს ასახელებს ბატონი ალექსანდრე იმისთვის, რომ ეროვნული ძალების კონსოლიდაცია მოხდეს. ეს დრო ძალიან ბევრია, ხვალ გვიან იქნება. ბევრს აქვს ხალხის იმედი, მაგრამ მშიერი ადამიანის არჩევანი სწორი არასოდეს იქნება.

_ ბატონი ალექსანდრე ამბობს, ქართველებში გაჭირვების ჟამს თვითგადარჩენის ინსტიქტი იღვიძებსო

_ ქართველები მაგ კუთხითაც ამოუცნობი ვყოფილვართ.

მინდა, ამ არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში 2-3 კაცი მაინც მოვიდეს ისეთი, რომლებსაც ეროვნულობის ოდნავი ნიშანწყალი მაინც ექნებათ, მაგრამ, სამწუხაროდ, ამასაც ვერ ვხედავ. იმის შიშით, რომ ნაცები დაბრუნდებიან, არ შეიძლება იმ ძალის არჩევა, რომელიც ახლაა წარმოდგენილი. მათი არჩევა და ყველანაირი სიბინძურის დაკანონება ერთი იქნება და, თუ მომავალ თაობებს მოგვიწამლავენ, ასეთი საქართველო ვერ გადარჩება, ვინც უნდა ჩაუდგეს სათავეში. მესმის, ბატონ ალექსანდრეს რისი თქმაც უნდა, თანაც მან ზუსტად იცის, რომ დღეს სხვა შედეგს ვერც მივიღებთ, მაგრამ, ხვალ რომ ყველაფერი გვიან იქნება, ესეც ფაქტია.

ხელახლა დაბეჭდეთ

ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონაში ერთი უწყინარი პედაგოგი იოსებ კაკულია ცხოვრობს. ის გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” აქტიური მკითხველია. მან ითხოვა, საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა, ბატონი ალექსანდრე ჭაჭიას 2012 წლის ინტერვიუები, რას ამბობს ის პარტიებზე _ რისთვის იქმნებიან, რომ არავინ ფიქრობს მაღალ იდეებზე, სამშობლოს კეთილდღეობაზე და რომ ყველას მხოლოდ ფულის შოვნა სურს, რაც, ალბათ, განსაკუთრებით ამ ბოლო არჩევნებშია შესამჩნევი. ბატონმა იოსებმა, აგრეთვე, გვთხოვა, კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა ხალხისთვის, რას წერდა ხელისუფლებაში ივანიშვილის მოსვლამდე ბატონი ალექსანდრე, რომ ის ვერ ხედავდა ბიძინას “ოცნებაში” საქართველოს განვითარების გზას, რომლის დანახვას საზოგადოებამ ოთხი წელი მოანდომა.

_ ხელახლა დაბეჭდეთ, შვილო, ეს ყველაფერი. მოხუცმა კაცმა იმაზე უკეთ რა უნდა ვთქვა და რით უნდა მივიქციო ვინმეს ყურადღება? გაზეთსაქართველო და მსოფლიოსგამოსვლას სამეგრელოში ცის გახსნასავით ელოდებიან, ყველაზე მართალ სიტყვას თქვენ ამბობთ, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ და ეს თხოვნა შემისრულეთ, ხალხს კიდევ ერთხელ წააკითხეთ ალექსანდრე ჭაჭიას, ჩვენებური, კარგი, ნიჭიერი კაცის, ნათქვამი, _ გვითხრა ბატონმა იოსებმა.

მისი თხოვნით პოლიტიკოს ალექსანდრე ჭაჭიას ინტერვიუებიდან რამდენიმე ამონარიდს გთავაზობთ.

ალექსანდრე ჭაჭია: “ივანიშვილის განცხადებებიდან არ ჩანს, როგორ ხედავს ის საქართველოს როლს და ფუნქციას თანამედროვე მსოფლიოში. შევარდნაძე გულახდილად აცხადებდა, რომ საქართველომ უნდა შეასრულოს ტრანზიტული დერეფნის როლი, სააკაშვილი ირწმუნება, რომ საქართველოს დანიშნულებაა, გახდეს სამოთხე ტურისტებისთვის. ორივე ფუნქცია ქართველი ერის მოსამსახურე პერსონალად გადაქცევას გულისხმობს, ამიტომ განადგურდა განათლების სისტემა, აკადემიური მეცნიერება, თეატრებში სტრიპტიზი იდგმება, ტელევიზიით პორნოგრაფიას აჩვენებენ და . . და ეს გასაგებიცაა: განათლება, მეცნიერება და კულტურა მოსამსახურე პერსონალს არ სჭირდება, მაგრამ როგორია საქართველო ივანიშვილის “ოცნებაში”? როგორია ქვეყნის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განვითარების მისეული სტრატეგია? _ ეს ჯერჯერობით გაუგებარია” (“საქართველო და მსოფლიო” #10(148), 14_20 მარტი, 2012 .).

ალექსანდრე ჭაჭია: “პარტიული ლიდერები ვერ ახერხებენ სათანადო ავტორიტეტის მოპოვებას ან მალე კარგავენ მას. პარტიები, პარტიული გუნდები ყალიბდება არა ქვეყნის განვითარების იდეების რეალიზაციისთვის, არამედ ადამიანთა ჯგუფის მომგებიანი დასაქმების მიზნით. პოლიტიკა ბიზნესი გახდა, ამიტომაც ჩვენ მუდმივად ვხედავთ გარიგებებს ოპოზიციურ პარტიებსა და ხელისუფლებას შორის, განხეთქილებას პარტიებში, ერთი და იმავე სახეების გადასვლას პარტიიდან პარტიაში. ჩვენ ხომ ვიცნობთ ადამიანებს, რომლებიც უკვე ნამყოფი არიან აბსოლუტურად ერთმანეთის საწინააღმდეგო დასახელების მქონე ხუთ-ექვს პარტიაში. იდეოლოგიის, სტრატეგიული მიზნების არარსებობამ, პარტიული ლიდერების უპრინციპობამ მოსახლეობაში მათ მიმართ უნდობლობა გამოიწვია. ეს, სხვათა შორის, მათ ნაკლებად აღელვებთ. მათ იციან, რომ შეიძლება შეხვიდე პარლამენტში, თუ ამერიკელებს მოეწონები, და ისინი ხელისუფლებას მითითებას მისცემენ ამა თუ იმ პარტიის შეყვანის თაობაზე. ამიტომ ბოლო წლებში ოპოზიციური პარტიების საქმიანობის მთავარი მიზანი იყო, დაემტკიცებინათ ამერიკელებისთვის საკუთარი მზადყოფნა და უნარი, შეესრულებინათ მათი მითითებები უკეთ, ვიდრე ამას მოქმედი ხელისუფლება აკეთებს (“საქართველო და მსოფლიო” #13(151), 4_10 აპრილი, 2012.)”.

საქართველო გადავარჩინოთ. ჩემო სამეგრელო, ჩემო ზუგდიდელებო, თავი არ მოიჭრათ!”

ნაცების “გადაგდებიდან” ოთხი წლის თავზე, ალბათ, ვერავინ იფიქრებდა, რომ მათ ასეთი საშინელების ჩადენა კიდევ შეეძლოთ. რამდენიმე დღის წინათ ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდ ნეძში ახალგაზრდა გოგონა, ლიკა დემეტრაძე, სარეკლამო პლაკატების გაკვრისას “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ქვებით ჩაქოლეს. საშინელი სანახაობა იყო. “ინტელიგენციის” იმ წარმომადგენლებმა, რომლებიც ამბობენ, რომ ნაცების მოშორების გამო ბიძინა ივანიშვილს ფეხები უნდა დავუკოცნოთ, დაზარალებული მაკა დემეტრაძის დედას, მაკა კოდუას ჩახედონ თვალებში; სამეგრელოში ჩავიდნენ და “მოშორებული” “ნაცების” ნამოქმედარი ნახონ, შეშინებულ ხალხს დაელაპარაკონ და ბოდიში მოუხადონ, საკუთარი აზრი თავისთვის შეინახონ და ფეხები, ვისაც უნდათ, იმას დაუკოცნონ.

დიდი ხანია, სამეგრელო მთავრობას აღარ ახსოვს და, თუ ვინმეს ახსოვდა, მხოლოდ იმიტომ, რომ, როგორც ერთმა ჩვენმა რესპონდენტმა განაცხადა, ნამუსი აეხადა. ამას მეგრელი ხალხი აღარ დაუშვებს.

ჩემი შვილი რომც დაიღუპოს, საქართველო გადავარჩინოთ. ჩემო სამეგრელო, ჩემო ზუგდიდელებო, თავი არ მოიჭრათ!” _ ასე მიმართა ლიკა დემეტრაძის დედამ, ქალბატონმა მაკა კოდუამ ხალხს, ასე ფიქრობს სამეგრელოს მოსახლეობის უმრავლესობა.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

1 COMMENT

  1. დიდება მაკა კოდუას და ბრძენ მეგრელ ხალხს, სწორედ ასეთმა დედებმა გადაარჩინეს საქართველო. მხოლოდ გთხოვთ, \\\”მიშას\\\”კაცისმკვლელ რეჟიმს უარი უთხარით, თქვენ არ გეკადრებათ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here