Home რუბრიკები პოლიტიკა თემურ ქორიძე: არასოდეს შეადარონ ზვიადი თავისი იდეალებით, თავისი სიდიდით ნაციონალებს, მათ შორის...

თემურ ქორიძე: არასოდეს შეადარონ ზვიადი თავისი იდეალებით, თავისი სიდიდით ნაციონალებს, მათ შორის დიდი უფსკრულია!

1062

წარმოუდგენელია, ბრძენმა მეგრელებმა სანდრა რულოვსს დაუჭირონ მხარი

წინასაარჩევნოდ საქართველოს ყურადღება ნაციონალების ბუდედ წოდებული სამეგრელოსკენაა მოპყრობილი. ჭკვიანი და ბრძენი მეგრელები რატომღაც ამ გაუგებრობაში აღმოჩნდნენ. მართალია, აქ მცხოვრები ხალხის უდიდესი, საუკეთესო ნაწილი თვლის, რომ სამეგრელოდან ნაცები ვერაფერს წაიღებენ, მაგრამ ფაქტია: იქ, სადაც ყოფილი პირველი ლედი კენჭს იყრის, ნაციონალები არანაირ პროვოკაციას არ თაკილობენ. ისევ ბედავენ, ხელი აღმართონ ადამიანებზე, და რაც ყველაზე საშიში ტენდენციაა, პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, დისკრედიტაციას ცდილობენ. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, სამეგრელოში ესეც გაბედეს, მიუხედავად იმისა, რომ ნაცების რიგებში ბევრი .. ზვიადისტია. ამ და სხვა მრავალი შემაშფოთებელი ფაქტის გამო ჩვენი ქვეყნის ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, პატივსაცემი ადამიანები სამეგრელოსკენ დაირაზმნენ და სწორედ იქედან აპირებენ, თვალყური ადევნონ არჩევნებს. სამეგრელოში იმყოფება ეროვნული მოძრაობისა და ზვიად გამსახურდიას მთავრობის წევრი, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ახლო მეგობარი თემურ ქორიძე, რომელიც, როგორც ყველა ქართველი, შეშფოთებულია სამეგრელოში მიმდინარე პროცესებით.

_ ბატონო თემურ, სამეგრელო, ნაციონალების თავშესაფრად იქცა, ყოველ შემთხვევაში, შორიდან ასე ჩანს. ზუგდიდის რაიონში ნაცების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია სააკაშვილის ცოლი სანდრა რულოვსი, რომელიც ახლახან ამხილეს, რომ ზვიად გამსახურდიას ტერორისტად, მძარცველად მოიხსენიებდა, რისი დამადასტურებელი პლაკატებიც ზუგდიდში უკვე გაკრულია

_ წარმოუდგენელია, ზვიადს ტერორისტი უწოდო. ვისაც ზვიადის ნაწერები, ესეები წაუკითხავს, ადვილად მიხვდება, რომ მას ცილს სწამებენ. ზვიად გამსახურდია უნდა წაიკითხონ, მისი გულისა და სულის კარდიოგრამას უნდა მიადევნონ თვალყური და დარწმუნდებიან, რომ უფრო დიდი ჰუმანისტი, უფრო დიდი კაცთმოყვარე, თავისი ბუნებით არა მხოლოდ ღრმად ეროვნული, არამედ მსოფლიოს მოქალაქე იშვიათად ჰყოლია საქართველოს.

_ სამეგრელოში და არა მხოლოდ აქ, ძალიან ბევრი ყოფილი .. ზვიადისტინაციონალურ მოძრაობასშეუერთდა. ეს ტენდენცია ჯერ კიდევ 2003 წელს დაიწყო, რაც, მოგეხსენებათ, ხალხზე ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგიცაა. ჩვენ ხშირად გვისაუბრია, რომ წინასაარჩევნოდ ზვიადის თემის წამოწევა მომგებიანია, ამიტომაც სარგებლობენ პოლიტიკოსები მისი სახელით

_ ადამიანები, რომლებიც თავს ზვიადისტს უწოდებენ და პარტიიდან პარტიაში დარბიან, ჩვეულებრივი მედროვეები არიან, ე.წ. ფასიანი პატრიოტები, რომლებიც ფულისთვის ეშმაკსაც კი მიჰყიდიან სულს და სწორედ ასეთი სულგაყიდულები უდგანან გვერდით ნაციონალებს.

მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო სამეგრელოს, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც თავს ზვიადისტს უწოდებდნენ და ახლა ნაციონალების მხარდამჭერნი არიან: ზვიად გამსახურდიასა დანაციონალური მოძრაობისიდეებს შორის დიდი სხვაობაა. ზვიად გამსახურდია, უწინარესად, ერის კაცი იყო და მისი ცხოვრებისეული კრიტერიუმი რწმენის, ერის, ეროვნული იდეალების მსახურება იყო… ზვიადი მოკვდა სამშობლოსთვის, თავი გაწირა ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის… ნაციონალები კი არიან უსამშობლო კოსმოპოლიტები, რომელთათვისაც არ არსებობს სარწმუნოება, ეროვნული იდეალები, მათთვის არ არსებობს მოკრძალება… ეს ყველასთვის გასაგები უნდა იყოს. არ მინდა დავწვრილმანდე და ჭკუის დამრიგებლად მოვევლინო ვინმეს, მაგრამ მაინც ვიტყვი: არასოდეს შეადარონ ზვიადი თავისი იდეალებით, თავისი სიდიდით ნაციონალებს, მათ შორის დიდი უფსკრულია!

“ნაციონალური მოძრაობა” არის დანაშაულებრივი ორგანიზაცია, რომლის სახსენებელიც საქართველოში მალე აღარ იქნება, ისტორია მათ საბოლოო განაჩენს გამოუტანს. ხოლო ისინი, ვისაც ორ სკამზე ჯდომა სჩვევია, ვისაც პრინციპების, მორალისა და სამშობლოს გაყიდვა არაფრად მიაჩნია, ძალიან მალე კომიკურად დაასრულებენ ცხოვრებას. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვთხოვ სამეგრელოს: გამოფხიზლდით, არ დაუშვათ შეცდომა, არ დაუშვათ დესტაბილიზაცია და უსამშობლოთა დანაშაულებრივი ორგანიზაციის მხარდაჭერა არჩევნებზე.

_ რამდენიმე სიტყვა იქნებ ჰოლანდიელ ქალბატონზეც უთხრათ მეგრელებს და არა მხოლოდ მათ

_ არ მინდა დავიჯერო, რომ ჩემი უსაყვარლესი კუთხე, ჩემი სამეგრელო ასეთ მცდარ არჩევანს გააკეთებს; სამეგრელო, რომელიც საქართველოს ლანდიად წარმოიდგენს თავს, სამეგრელო, რომელიც 1990-იან წლებში საქართველოს ლანდიად მოგვევლინა, ასეთ შეცდომას არ დაუშვებს. მოგეხსენებათ, საფრანგეთში ლანდია იყო ის ადგილი, რომელიც მონარქიზმის ინტერესებისთვის იბრძოდა და ეწირებოდა მას კიდეც, ასეთ ადგილად გვევლინებოდა სამეგრელო ყოველთვის, ხოლო ზვიადის სახელი სამეგრელოსთვის იყო და დარჩება მორალურ ავტორიტეტად. ამიტომ წარმოუდგენელია, რომ ბრძენმა მეგრელმა ხალხმა სანრდა რულოვსს დაუჭიროს მხარი.

_ ბატონო თემურ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე რა პროგნოზს გააკეთებთ? მაგალითად, პოლიტიკოსმა ალექსანდრე ჭაჭიამ გაზეთსაქართველო და მსოფლიოსთანინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკელები ახალი პოლიტიკური ძალის შექმნაზე იზრუნებენ, რაც უმალვე დადასტურდა. ივანიშვილმა ყოფილი თავდაცვის მინისტრის _ ირაკლი ალასანიას გუნდს უწინასწარმეტყველამეორე ძალადჩამოყალიბება.

_ თქვენს გაზეთში ჩემი პატარა დაკვირვებები უკვე გამოქვეყნებული მაქვს, რომელიც ემთხვევა ალექსანდრე ჭაჭიას პროგნოზს. ვფიქრობ, ეს ეტაპი, რომელზეც ვართ, ორი წლის განმავლობაში არ შეიცვლება. ამ ხნის განმავლობაში დომინანტი “ქართული ოცნება” იქნება, მეორე და მასამე ძალად ვინც შევა პარლამენტში, გადაწყვეტილებების მიმღები ვერ იქნება, მაგრამ მდგომარეობის ცვლილება დაიწყება წელიწად-ნახევარში. ამის შესახებაც არა ერთხელ მითქვამს. პროგნოზის ოსტატად თავი არ მიმაჩნია, მაგრამ ინტუიცია მკარნახობს, რომ “ოცნების” რესურსიც ისეა ამოწურვის პირას, როგორც ივანიშვილის, ეს დადასტურდა კიდეც მის ბოლო სატელევიზიო “სერიალებში”, რომელმაც ერთხელ კიდევ გვიჩვენა, რომ ეს კაცი “არაა თავის” ადგილზე, არ საუბრობს იმაზე, რაც მისი სამყაროდან უნდა მომდინარეობდეს.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

  1. ოცნების რესურსი იყო, არის და იქნება ნაცმოძრაობა, და ამას უცხოელებს ტყუილად ვაბრალებთ. უბრალოდ, ხელისუფლებაში დიდი პროცენტით მოვიდნენ ნაცების მიერ გადაბირებულები, ფაქტობრივად ორმაგი აგენტები (როგორც ნაცების, ისე დასავლეთის)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here