“პოლიტიკური პარტიების ნაწილი დამოკიდებულია დასავლეთზე, ნაწილი _ ჩრდილოეთზე, ჩვენ კიდევ ღმერთის ანაბარა ვართ”, _ განაცხადა პარტია “თამაზ მეჭიაური _ ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერმა თამაზ მეჭიაურმა.
მახსოვს, ბატონო თამაზ, პოლიტიკაში რომ მოხვედით, განაცხადეთ, მხოლოდ საკუთარი ჭკუის იმედად ვარო, და აწ გარდაცვლილმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ქნევით რომ თქვა, _ პრაქტიკულად ნულიდან იწყებს ეს კაცი პოლიტიკურ კარიერასო.