Home რუბრიკები საზოგადოება მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეპტილიები გლობალურ დათბობას ემსხვერპლებიან

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეპტილიები გლობალურ დათბობას ემსხვერპლებიან

888

ბიოლოგ მაიკლ სირსის ხელმძღვანელობით ჩატარებული გამოკვლევებით დადასტურდა წინა გამოკვლევების შედეგად მიღებული დასკვნები.

2010 წელს სანტა-კრუზის უნივერსიტეტის მეცნიერებმა იწინასწარმეტყველეს, რომ 2080 წლისთვის დედამიწაზე განადგურდება ხვლიკების 40 პროცენტი.

სირსის გუნდმა შექმნა კომპიუტერული მოდელი, რათა შეემოწმებინა აღნიშნული პროგნოზის სისწორე. მეცნიერებმა გააანალიზეს თანამედროვე რეპტილიების თავისებურებანი და დაასკვნეს, რომ კოლეგები მართალნი იყვნენ. როგორც ჩანს, პირველი სწორედ ხვლიკები ემსხვერპლებიან გლობალურ დათბობას. დადგინდა, რომ ისინი თავიანთი სხეულის ტემპერატურას ჩრდილში უკეთ აკონტროლებენ. დათბობის პირობებში კი ამისთვის გაცილებით მეტი დროისა და ენერგიის დახარჯვა მოუწევთ, რაც საბოლოოდ მათ განადგურებას გამოიწვევს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here