ტელეკომპანია “ბი–ბი–სი” აღნიშნავს, რომ ანკარამ ვაშინგტონს გიულენის დაკავების შესახებ ოფიციალური მოთხოვნით პირველად მიმართა.
მუსლიმი მქადაგებელი ფეთჰულაჰ გიულენი, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება ივლისში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს, ამჟამად პენსილვანიის შტატში ცხოვრობს. გასულ თვეს სტამბოლის სასამართლომ მისი დაკავების ორდერი გასცა.