Home რუბრიკები პოლიტიკა “ოცნების” სიის 28-ე ნომერი კეზერაშვილისა და მერაბიშვილის მარჯვენა ხელი იყო

“ოცნების” სიის 28-ე ნომერი კეზერაშვილისა და მერაბიშვილის მარჯვენა ხელი იყო

579

 “ეროვნული ფორუმისერთერთმა ლიდერმა ანი მიროტაძემ საინფორმაციო სააგენტოაიპრესისთვისმიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სამართლიანობის ვერაღდგენის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ სახელისუფლო გუნდის წევრებინაცმოძრაობისდროინდელ მაღალჩინოსნებს ლობირებდნენ.

მიროტაძემ განაცხადა, რომ პირები, რომლებიც “ქართუს” გაკოტრების საქმეს ხელმძღვანელობდნენ, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თანამდებობაზე დაინიშნენ. მიროტაძე ასეთ პირებად ძმებ ჩხენკელებს ასახელებს.

უფრო მეტიც, დეპუტატის ინფორმაციით, “ქართული ოცნების” პროპორციული სიის 28-ე ნომერი ვანო ზარდიაშვილი კეზერაშვილისა და მერაბიშვილის მარჯვენა ხელი იყო. მიროტაძის თქმით, “ოცნების” სიაში ასეთი კიდევ რამდენიმე პირია.

“ძალოვან სტრუქტურებში ჩვენ კადრები გვყავს ძველი ხელისუფლების ზონდერები.

კონკრეტული გვარების დასახელება გამიჭირდება, მაგრამ გეტყვით ერთ კონკრეტულ მაგალითს, რატომ უნდა ყოფილიყვნენ გადაწყვეტილების მიმღებ პირებში ძმები ჩხენკელები? მაშინ როდესაც კარგად ასრულებდნენ სააკაშვილის მმართველობის დროს “დავალებებს”. გაგახსენებთ, “ქართუს” გაკოტრების საქმის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ერთ-ერთი ძმა ჩხენკელი იყო. ასეთი ბევრი კოლექტიური ჩხენკელია ხელისუფლებაში.

უფრო მეტსაც გეტყვით: “ქართული ოცნების” პარტიული სიაში რამდენიმე ასეთი ადამიანი ამოვიკითხე, მაგალითად, 28-ე ნომერი ვანო ზარდიაშვილი, რომელიც კეზერაშვილისა და მერაბიშვილის, მარჯვენა ხელი თუ არა, მათი დავალებების აქტიური შემსრულებელი იყო.

ყველას ვერ გაუშვებ ვერც პროკურატურიდან, ვერც შსს-დან და ა.შ., მაგრამ გადაწყვეტილების მიმღები პირები ხომ მაინც უნდა შეცვალო, რათა იმ ადამიანებმა დანაშაულს ხელი არ დააფარონ”, _ განაცხადა მიროტაძემ. 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here