Home რუბრიკები პოლიტიკა “რესპუბლიკურ პარტიას 1%-იც არ უჭერს მხარს”

“რესპუბლიკურ პარტიას 1%-იც არ უჭერს მხარს”

486

ყოფილი პრემიერმინისტრის _ ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, რესპუბლიკურ პარტიას, გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის 1%-იანი მხარდაჭერაც კი არ აქვს და საზოგადოება მას ძალიან სწორად აფასებს.

 “ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს რესპუბლიკურ პარტიას. 1%-იც არ უჭერს მხარს გამოკითხვებში. ამას აქვს თავისი მიზეზი. სწორად აფასებს საზოგადოება რესპუბლიკური პარტიის რეიტინგს და რატომ? _ რესპუბლიკურ პარტიისთვის სახელმწიფო იწყება იქ, სადაც იწყება რესპუბლიკური პარტია და სრულდება იქ, სადაც მთავრდება რესპუბლიკური პარტია. დანარჩენი სახელმწიფო, რაც რესპუბლიკურ პარტიაში არ შედის, მათი ყურადღების მიღმა რჩება. კი არ ვციტირებ, მათი წევრების გამონათქვამებს ვუკეთებ სწორ ინტერპრეტაციას. “ილია ჭავჭავაძე არც ისე კარგი კაციაო” _ ასეთი გამონათქვამები მათგან ხშირად გვესმის. განათლებით დამძიმებული თავებით ხშირად ასეთ შეფასებებს აკეთებენ და საზოგადოება ამას კარგად აცნობიერებს. მათ არ აქვთ არავითარი რესურსი საერთო სახალხო საქმესა და სახელმწიფოზე ფიქრის. ისინი ახერხებენ, ერთ ჯგუფში და ერთი ჯგუფის იდეალებში ხოტბა შეასხან საკუთარ პარტიას”, _ განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ რესპუბლიკურ პარტიას დადებითი თვისებებიც აქვს:

“რესპუბლიკური პარტია ერთადერთია, რომელიც ჩემ დახმარებას არ საჭიროებს. რესპუბლიკური პარტიის პლუსი არის ის, რომ ძველი პარტიაა. თანამიმდევრულობით გამოირჩევა, იცავენ ელემენტარულ წესებს, რაც აუცილებელია პოლიტიკური პარტიის არსებობისთვის, ძალიან უყვარს პროცედურული დემოკრატია”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here