Home რუბრიკები პოლიტიკა “ტაიმსი” არ გამორიცხავს შეიარაღებულ კონფლიქტს აშშ-სა და ჩინეთს შორის

“ტაიმსი” არ გამორიცხავს შეიარაღებულ კონფლიქტს აშშ-სა და ჩინეთს შორის

523

ანალიტიკოსების აზრით, ორი ქვეყნის სამხედრო ტექნოლოგიების განვითარებამ ისეთ დონეს მიაღწია, რომ მათი შეიარაღებული ძალები ერთმანეთისთვის საფრთხის შემცველად იქცა, მოულოდნელ შეტაკებად, როგორცმოკლე და სისხლიან”, ასევეხანგრძლივ და დამანგრეველომად.

აღნიშნავენ, რომ ასეთი ომები ჩვეულებრივ იწყება იმის გამო, რომ ლიდერები სრულად ვერ აკონტროლებენ თავიანთ სამხედრო ორგანიზაციებს ან მცდარი წარმოდგენა აქვთ იმაზე, როგორ აფასებს პოტენციური მოწინააღმდეგე კონფლიქტის ესკალაციის შესაძლებლობას.

გამოცემა, როგორც მაგალითს, იმოწმებს საბჭოთა კავშირისა და აშშ-ის ურთიერთობას, როცა მსოფლიო ახალი ომის ზღურბლზე მოულოდნელად აღმოჩნდა (იგულისხმება “კარიბის ზღვის კრიზისი”). განსაიდუმლოებული დოკუმენტებით მტკიცდება, რომ იმხანად საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა სერიოზულად განიხილავდა პრევენციული დარტყმის შესაძლებლობას.

ჩინეთმა არცთუ დიდი ხნის წინათ პირველი სამხედრო ბაზა გახსნა თავისი ტერიტორიის მიღმა, შეიმუშავა კიბერშეიარაღება, კოსმოსში გაუშვა კვანტური კავშირის თანამგზავრი. ამას გარდა, სამხრეთ-ჩინეთისა და აღმოსავლეთ-ჩინეთის ზღვების რაიონში სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ ნებისმიერი მხარის მიერ მდგომარეობის მცდარი შეფასების ალბათობა არცთუ მცირეა.

მაგალითად, ჩინეთმა შეიძლება შეცდომით შეაფასოს აშშ-ის მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს იაპონიასა და ფილიპინებს. ამასთანავე, არავინ უწყის, რას მოიმოქმედებს პეკინი, თუ აშშ და სამხრეთ კორეა სეულზე ბირთვული შეტევის პრევენციის მიზნით დაარტყამს ჩრდილოეთ კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკას, რაც თეორიულად გამორიცხული არ არის.

ანალიტიკოსების აზრით, თუ ომი მაინც დაიწყება, იგი ბირთვული არ იქნება და შემოიფარგლება რეგიონული კონფლიქტის მასშტაბით. ისინი აღიარებენ, რომ ასეთ შემთხვევაში პეკინის გამარჯვების შანსი სავსებით რეალურია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here