Home რუბრიკები პოლიტიკა “გაგვიცრუა იმედი ნატომაც და ევროკავშირმაც”

“გაგვიცრუა იმედი ნატომაც და ევროკავშირმაც”

493

არჩევნები მოახლოვდა და ქართველი საზოგადოების ყურადღება ამ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენაზეა გადატანილი, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ სხვა პოლიტიკური პროცესები, რომლებიც ამჟამად ჩვენს ქვეყანაში ვითარდება _ პოლიტიკურ პარტიებში ყოველდღიურად ცვლილებებია. ჩნდებიან ახალი სახეები, თუმცა მათგან ბევრი სწრაფად ტოვებს პარტიასქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე გვესაუბრება თამაზ მეჭიაური _ ლიდერი პარტიისათამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის”. 

_ ბატონო თამაზ, რესპუბლიკური პარტია 35 წევრმა დატოვა. ერთერთ ინტერვიუში თქვით: “ახალი კოალიცია კეთდება, ალბათ, შიგნით: “ნაციონალური მოძრაობა”, რესპუბლიკური პარტია დაქართული ოცნება”. ნაწილი უკვე გადავიდაოცნებაში”, ახლა მათ რესპუბლიკელებიც მიჰყვნენ, საკმაოდ საინტერესო კოალიციას მივიღებთ”. რას გულისხმობდით?

_ რესპუბლიკელები “ქართულ ოცნებას” შეუერთდნენო _ ეს, რა თქმა უნდა, იუმორით იყო ნათქვამი, ხუმრობით. ისე, არ მეგონა, ამდენი წევრი თუ ჰყავდა რესპუბლიკურ პარტიას.

_ რუსულმა კომპანიამიანდექს ტაქსიმთბილისში ტაქსით მომსახურების სერვისი დაიწყო, ამ ფაქტს საზოგადოების ნაწილი უარყოფითად შეხვდა

_ თუ ეს კომპანია ნამდვილად არის შემჩნეული ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის უგულებელყოფაში, მაშინ საქართველოში ამ კომპანიის მუშაობა სამართლებლივად უნდა შეჩერდეს და არა ისე, როგორც დღეს ხდება, ტაქსის მძღოლს რომ ცემენ.

_ ბიძინა ივანიშვილის მიერ სხვადასხვა თანამდებობაზე დანიშულმა ადამიანებმა მისი იმედი ვერ გაამართლეს. არაერთი გამოსვლა გვახსოვს ბიძინა ივანიშვილისა, როცა ამა თუ იმ პოსტზე მის მიერ წარდგენილ პიროვნებებს დადებითად ახასიათებდა. თუნდაც მაგველაშვილი ავიღოთ _ ყველას ახსოვს, როგორ დადებითად აფასებდა, სანამ პრეზიდენტი გახდებოდა და შემდეგ როგორ შეიცვალა წარმოდგენა. ანალოგიური რამ მოხდა დავით ნარმანიას მიმართაც.

_ ამას ბევრი მიზეზი აქვს, ეს, ერთი მხრივ, დასავლეთის გავლენაც არის და, მეორე მხრივ, შეიძლება საკადრო დეფიციტის ბრალიც. მარგველაშვილი პრეზიდენტად დასავლეთის გავლენით “დაინიშნა”. ისე, უნდა ითქვას, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ნაწილობრივ გაამართლა ბიძინა ივანიშვილის იმედი _ ღარიბაშვილი დღეს ქართულ პოლიტიკას ნამდვილად აკლია.

_ ბატონო თამაზ, რით ხსნით ბიძინა ივანიშვილის აქტიურობას წინა საარჩევნო პოლიტიკურ ასპარეზზე? მიზეზი ის ხომ არ არის, რომქართული ოცნებისრეიტინგი დაეცა და უნდა გადაარჩინოს?

_ რა თქმა უნდა, ყველაფერი ემსახურება “ქართული ოცნების” მხარდაჭერას. ეს წაადგება ქართული პოლიტიკური სპექტრის ნორმალურად განვითარებას. ეს “ქართული ოცნებისთვის” კარგია. ცხადია, რომ ბიძინა ივანიშვილი მის მიერ შექმნილ კოალიციას ურეიტინგოდ არ დატოვებს, ამიტომ გამოჩნდა ასპარეზზე და ეცდება “ქართული ოცნების” რეიტინგის აწევას, თუმცა, როგორ გამოუვა, სხვა საკითხია.

_ ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტმააიდიეფაიმ” 24-გვერდიანი ანგარიში გამოაქვეყნა სახელწოდებითკრემლის საინფორმაციო ომი საქართველოში”. “საქართველო რუსული პროპაგანდის სამიზნეა”, _ აცხადებსაიდიეფაი”. დოკუმენტის მიხედვით, ქვეყანაში კრემლის გავლენა მატულობს და ამისთვის იყენებენ მედიასაშუალებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს

_ ვფიქრობ, ეს თემა მეტისმეტად გაბუქებულია. აქ საფრთხეებს ვერ ვხედავ, ეს არ არის კრემლის მიერ დაწყებული საინფორმაციო ომი. ეს მოხდა დასავლეთის მიმართ იმედგაცრუების გამო. გაგვიცრუა იმედი ნატომაც და ევროკავშირმაც. მოგეხსენებათ, ჩვენმა ქვეყანამ ყველა ვალდებულება შეასრულა, რომლებიც კი ასოცირების ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, მაგრამ სანაცვლოდ ვერ მივიღეთ ვიზების ლიბერალიზაცია. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ნატოს ეგიდით ჩასული ჩვენი ჯარისკაცები დღესაც იღუპებიან, ფაქტია, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერა არ გვაქვს, ვერ მოვაგვარეთ ინტეგრაციის საკითხი ნატოში. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს თვითონვე აქვს სერიოზული პრობლემები და ამ ეტაპზე ჩვენთვის ნამდვილად არ იქნება სახარბიელო ნატოში შესვლა, გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ ნატოს პერსპექტივა არ არის იმედის მომცემი.

_ ჩვენ გვახსოვს ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის, ამჟამად პოლიტიკური გაერთიანებასახალხო ხელისუფლებისლიდერის _ ლევან მამალაძის განცხადებები, როდესაც ის ყველა უბედურებაში რუსეთს ადანაშაულებდა; დღეს კი ხსნას რუსეთში ხედავს. საინტერესოა, როდის იყო გულწრფელი ბატონი მამალაძე _ 2003 წელს, როდესაც საქართველოს ყველა უბედურებაში რუსეთს ადანაშაულებდა, თუ დღეს?

_ მამალაძის შეფასებისგან თავს შევიკავებ. არ ვიცი, როდის იყო გულწრფელი, ამ კითხვაზე თვითონ უკეთ გიპასუხებთ. მე წინააღმდეგი ვარ, რომელიმე პოლიტიკური ძალა საქართველოს გარედან იმართებოდეს, რომელი სახელმწიფოც უნდა იყოს ის. პარტია, რომელსაც მამალაძე უხელმძღვანელებს, არ მოგვცემდა იმის გარანტიას, რომ საქართველოს ინტერესებს გაატარებს. გარდა ამისა, ლევან მამალაძე ძებნილია. ეს ყოველივე ჩვენი კოალიციის დაშლის მიზეზი შეიქნა. ჩვენ რთული გზა ავირჩიეთ, უარი ვთქვით დაფინანსებაზე და არც გამოგვიყენებია მათი ფინანსები. გვირჩევნია, თვითონ ვმართოთ პროცესები და ვითანამშრომლოთ რუსეთთან და სხვა ქვეყნებთან.

ესაუბრა ნანა ფოფხაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here